შინაარსზე გადასვლა

ვიკიკლუბები

გვერდიდან ვიკიმედია საქართველო

ვიკიკლუბები — საგანმანათლებლო სივრცე, სადაც მოსწავლეები, სტუდენტები და დაინტერესებული პირები სწავლობენ ვიკიპედიაში სტატიების წერას, რედაქტირებას, ინფორმაციის სწორად მოძიებას და შემდეგ გავრცელებას. კლუბებში რეგულარულად ტარდება ვორქშოფები, სადაც „ვიკიმედია საქართველოს“ კოორდინატორი და კლუბის ხელმძღვანელები ახალბედა რედაქტორებს ასწავლიან სტატიების გამართულად წერას.

ისტორია

ვიკიკლუბების ისტორია საქართველოში კი 2020 წლიდან იწყება, როდესაც აღმოსავლეთ საქართველოს ორ ქალაქში სურამსა და მარნეულში პირველი ვიკიკლუბები გაიხსნა. მალევე ვიკიკლუბები გაიხსნა მთელი საქართველოს მასშტაბით, ვცდილობდით შევსულიყავით საქართველოს სხვადასხვა სოფელსა თუ ქალაქში.

კლუბები ძირითადად ჩამოყალიბდა სკოლების ბაზაზე და მათში აქტიურად გაწევრიანდნენ სკოლის მოსწავლეები. მათი საქმიანობა ძირითადად ვიკიპედიაში მუშაობა გახდა (რამდენიმე კლუბი მუშაობდა ვიკიწყაროშიც, მათი აქტიური მუშაობის შედეგად ინკუბატორიდან გაიშვა ქართული ვიკიწყარო, რომელშიც ამჟამად 6750-ზე მეტი სტატიაა). „ვიკიმედია საქართველოს“ მიერ ორგანიზებული ვიკიბანაკების პერიოდში აქტიურად მიმდინარეობდა მასწავლებლებისა და მოსწავლეების გადამზადება, რათა გაგვეძლიერებინა ვიკიკლუბები.

მოქმედი კლუბები

  • დაარსება — 19 იანვარი, 2020
  • მდებარეობა — სურამის მეორე საჯარო სკოლა, სურამი, შიდა ქართლი
  • ემსახურება — ხაშურის მუნიციპალიტეტს
  • ხელმძღვანელი — ჯაბა ლაბაძე
  • საწყობის კატეგორია — Surami WikiClub



  • დაარსება — 2020 წელი
  • მდებარეობა — მარნეულის კულტურის სახლი, მარნეული, ქვემო ქართლი
  • ემსახურება — მარნეულის მუნიციპალიტეტს
  • ხელმძღვანელი — ???
  • საწყობის კატეგორია — Marneuli WikiClub



  • დაარსება — 17 ივლისი, 2021
  • მდებარეობა — არალის საჯარო სკოლა, ადიგენი, სამცხე-ჯავახეთი
  • ემსახურება — ადიგენის მუნიციპალიტეტს
  • ხელმძღვანელი — მაია ბერიძე
  • საწყობის კატეგორია — Arali WikiClub



  • დაარსება — 19 ნოემბერი, 2022
  • მდებარეობა — რუსთავის მე-17 საჯარო სკოლა, რუსთავი, ქვემო ქართლი
  • ემსახურება — რუსთავს
  • ხელმძღვანელი — თინათინ გაგნიძე
  • საწყობის კატეგორია — Rustavi WikiClub



  • დაარსება — 27 აპრილი, 2023
  • მდებარეობა — სამტრედიის პირველი საჯარო სკოლა, სამტრედია, იმერეთი
  • ემსახურება — სამტრედიის მუნიციპალიტეტს
  • ხელმძღვანელი — კახა გალდავა
  • საწყობის კატეგორია — Samtredia WikiClub



  • დაარსება — 14 ნოემბერი, 2024
  • მდებარეობა — ხიდისთავის საჯარო სკოლა, გორის მუნიციპალიტეტი, შიდა ქართლი
  • ემსახურება — გორის მუნიციპალიტეტს
  • ხელმძღვანელი — მიმოზა ღოლიჯაშვილი
  • საწყობის კატეგორია — Khidistavi WikiClub



  • დაარსება — 11 აპრილი, 2025
  • მდებარეობა — თბილისის 55-ე საჯარო სკოლა, თბილისი
  • ემსახურება — თბილისის ვაკის რაიონს
  • ხელმძღვანელი — ნუგზარ სადიკოვი
  • საწყობის კატეგორია — Tbilisi WikiClub



  • დაარსება — 2 მაისი, 2025
  • მდებარეობა — შპს „ბესიკ ნიპარიშვილი“ მ/პ სკოლა-გიმნაზია, კასპი, შიდა ქართლი
  • ემსახურება — კასპის მუნიციპალიტეტს
  • ხელმძღვანელი — ქრისტინე ბუთხუზი
  • საწყობის კატეგორია — Kaspi WikiClub




  • დაარსება — 30 იანვარი, 2026
  • მდებარეობა — კერძო სკოლა-ქორალი, თბილისი, ვაკე-საბურთალო
  • ემსახურება — ვაკე-საბურთალოს რაიონს
  • ხელმძღვანელი — ანა კინწურაშვილი
  • საწყობის კატეგორია — Tbilisi Wikiclub (Qorali)


გაუქმებული კლუბები

  • ბაღდათის ვიკიკლუბი (10 ოქტომბერი, 2021 — დეკემბერი, 2023)
  • სენაკის ვიკიკლუბი (14 მაისი, 2022 — ოქტომბერი, 2024)
  • თბილისის ვიკიკლუბი (პეგასი) (სექტემბერი, 2023 — ივნისი, 2025)