შინაარსზე გადასვლა

ვიკიმედია საქართველო

გვერდიდან ვიკიმედია საქართველო
ვიკიმედია საქართველო
250px
საქართველო
მდებარეობა საქართველო
ქვეყნის კოდიGE
სტატუსიააიპ
დაარსების თარიღი16 თებერვალი, 2015
დამტკიცების თარიღი5 სექტემბერი, 2025
სათაო ოფისითბილისი
წევრი23
თანამშრომლები4
მოხალისეები72
ოფიციალური ენაქართული
სხვა ენებიაფხაზური, მეგრული
აღმასრულებელი დირექტორიმეჰმან იბრაგიმოვი
საკვანძო პირებიბორდის წევრები
წესდებაწესდება
ბიუჯეტი 154,362.00 (2025)
მოხსენებებიიხ. წლების მიხედვით
ალიანსი
საიტიwikimedia.ge
ge.wikimedia.org
ელ-ფოსტაinfo(_AT_)wikimedia.ge
მაილინგ-სიაwiki(_AT_)wikimedia.ge
ტვიტერი@wikimedia_ge
ფეისბუკი@wikimedia.ge
ინსტაგრამი@wikimedia.ge
Youtube@wikimedia.georgia
დევიზიშეუერთდი სწავლას

ვიკიმედია საქართველო (ინგლისურად: Wikimedia Georgia), ასევე WMGE, არის არასამეწარმეო (არაკომერციული) ორგანიზაცია, რომელიც წარმოადგენს ჩაპტერს საქართველოში. ორგანიზაციის მიზანია ვიკიმედიის პროექტების და ვიკიმედიის ქართულენოვანი საზოგადოების ხელშეწყობა და განვითარება, ასევე ღონისძიებების ორგანიზება ქართულენოვანი საზოგადოებისთვის. ორგანიზაციის ერთ-ერთი ძირითადი მისიაა ყველას დახმარება და წახალისება, საზოგადოებრივ დომენში ცოდნის და სხვა საგანმანათლებლო, კულტურული და ისტორიული შინაარსის მასალის შეგროვება, განვითარება და გავრცელება, ან სხვა ლიცენზიების საშუალებით, რაც საშუალებას აძლევს ყველას თავისუფლად გამოიყენოს ცოდნა, განათავსოს და შეცვალოს მისი შინაარსი უფასოდ.

გლობალური ვიკიმედიის მოძრაობის ნაწილი — ვიკიმედია საქართველო მუშაობს ადგილობრივი ვიკისაზოგადოების მსოფლიო მასშტაბით ვიკიმედიის რედაქტორებისა და ორგანიზაციების უფრო ფართო ქსელთან დასაკავშირებლად. საზოგადოების ჩართულობის გარდა, ორგანიზაცია ხელს უწყობს თანამშრომლობას საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, კულტურულ ორგანიზაციებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან, რათა დაიცვას ღია წვდომა ცოდნასა და მის გაზიარებასთან.

წინაისტორია

ვიკიმედია საქართველოს ისტორია მჭიდროდ არის დაკავშირებული ქართულენოვანი ვიკიპედიის განვითარებასთან. ქართულენოვანმა ვიკიპედიამ უზრუნველყო ძლიერი ვიკიმედიის საზოგადოების შექმნის სტიმული საქართველოში, რამაც მისი ზრდა და საბოლოოდ სტაბილური ორგანიზაციის ჩამოყალიბებას ხელი შეუწყო.

დღევანდელი სახით, ვიკიმედია საქართველოს ისტორია 2014 წლის დეკემბერში, კიივში (უკრაინის დედაქალაქი), ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის ვიკიმედიელთა შეხვედრაზე (Wikimedia CEE Meeting) დაიწყო. შეხვედრაზე მონაწილეობა ქართული ვიკიპედიის ორმა რედაქტორმა მიიღო. იმ დროს ვიკიმედიის ქართულენოვანი საზოგადოება განრიდებულად ვითარდებოდა და არ იყო ჩართული ვიკიმედიის გლობალურ პროცესებში. ამავე დროს, ვიკისაზოგადოება არ იყო გარკვეული ვიკიმედიის ორგანიზაციული განვითარების საკითხებში.

თუმცა, კიივში ჩასულმა ქართულენოვანი ვიკიპედიის რედაქტორებმა აღმოაჩინეს უამრავი თანამოაზრე, გაიცნეს რეგიონის ქვეყნების წარმომადგენელი ვიკიპედიელები, მიიღეს რჩევები და ასე გაიგეს, რომ შესაძლებელი ადგილობრივი ვიკიმედიის მომხმარებელთა ჯგუფის ჩამოყალილება. ასე დაიწყო ვიკიმედია საქართველოს ისტორია.

აქტიური მუშაობის და ყველა საჭირო პროცედურის გავლის შემდეგ, 2015 წლის 16 თებერვალს, „ფონდ ვიკიმედიის“ აფილიაციის კომიტეტმა (AffCom) აღიარა „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი“ — ორგანიზაცია, რომელიც უნდა ეზრუნა ქართულენოვანი ვიკიმედიის პროექტების და საქართველოში არსებული ვიკიმედიის საზოგადოების განვითარებაზე.

2025 წლის 5 სექტემბერს, „ფონდმა ვიკიმედიამ“ ორგანიზაცია აღიარა, როგორც ვიკიმედის ჩაპტერი. ეს შესაძლებელი გახდა ქართულენოვანი ვიკიმედიის საზოგადოებისა და ორგანიზაციის წევრების აქტიური მუშაობის შედეგად.

მისია

ვიკიმედია საქართველო საქართველოს მოსახლეობას აძლევს საშუალებას შექმნან, გაუზიარონ და მიიღონ თავისუფალი ცოდნა ვიკიპედიისა და სხვა ვიკიმედიის პროექტების განვითარების მხარდაჭერით ქართულ და სხვა რეგიონულ ენებზე. ჩვენ ვუზრუნველყოფთ ინკლუზიურ და მრავალფეროვან მოხალისეობრივ საზოგადოებას, ხელს ვუწყობთ კულტურულ და საგანმანათლებლო რესურსებზე ღია წვდომას, ვმოქმედებთ თავისუფალი ცოდნის პოლიტიკის მხარდასაჭერად და ვქმნით მდგრად თანამშრომლობას, რათა ყველასთვის შევინარჩუნოთ და გავაფართოვოთ ცოდნის ბაზა.

მიზნები

კონტენტის გაზრდა

ვიკიმედია საქართველო მიზნად ისახავს ქართულენოვანი ვიკიპედიისა და ვიკიმედიის სხვა პროექტების კონტენტში არსებული ხარვეზების შემცირებას შემდეგი გზით:

  • ნაკლებად წარმოდგენილი თემების განვითარება;
  • ვირქშოპების, ტრენინგების, edit-a-thons-ების და კონკურსების ორგანიზება;
  • თანამშრომლობა GLAM ინსტიტუტებთან, მათ რესურსზე წვდომის უზრუნველსაყოფად;
  • ქართულენოვანი კონტენტის, მათ შორის მედია ფაილების ხარისხისა და რაოდენობის გაუმჯობესება;
  • კონტენტის სისწორის ხელშეწყობა და ხარისხის გაუმჯობესება.

საზოგადოების განვითარება

ლოკალური ვიკიმედიის საზოგადოების გაძლიერება და განვითარება შემდეგი გზით:

  • ინკლუზიურობისა და ახალი წევრების მხარდაჭერა;
  • სასწავლო მასალების შექმნა და შეხვედრების, ვორქშოპების და ვიკიბანაკების ორგანიზება;
  • მოხალისეთა ქსელის, ვიკიკლუბების და შესაძლებლობების განვითარების მხარდაჭერა;
  • სტიპენდიების გაცემა მოხალისეებისთვის.

ადვოკატირება

ვიკიმედია საქართველო ყურადღებას გაამახვილებს თავისუფალი ცოდნისა და საავტორო უფლებების რეფორმის ხელსაყრელი პოლიტიკის ხელშეწყობაზე შემდეგი გზით:

  • მკაფიო მიზნების განსაზღვრა ადვოკატირებისთვის;
  • კამპანიების და საერთო თანამშრომლობითი პროექტების განხორციელება;
  • საქართველოში პანორამის თავისუფლების ხელმისაწვდომობის მხარდაჭერა;
  • მჭიდრო თანამშრომლობა ფონდ ვიკიმედიასთან და ვიკიმედია ევროპასთან.

თანამშრომლობა

საქართველოში ვიკიმედიის პროექტების მხარდასაჭერად თანამშრომლობის ქსელის გაფართოება და შენარჩუნება:

  • სახელმწიფო, კულტურულ და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობის გაძლიერება;
  • თავისუფალი ცოდნისა და ღია წვდომის ხელშეწყობის მიზნით არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
  • მდგრადი თანამშრომლობის ქსელის განვითარება;
  • ვიკიმედია ევროპის და CEE-ის რეგიონალური ჰაბის პროექტებში აქტიური მონაწილეობა, რეგიონალური თანამშრომლობის განვითარებისთვის.

ორგანიზაციული განვითარება

ორგანიზაციის გრძელვადიანი მდგრადობისა და ეფექტურობის უზრუნველყოფა შემდეგი გზით:

  • ლიდერობის, მმართველობისა და გუნდური უნარების გაძლიერება;
  • ვიკიმედიის მოძრაობის ლოკალური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად ახალი თანამშრომლების მოზიდვა და მხარდაჭერა;
  • ორგანიზაციის სტრატეგიული გეგმის რეგულარული გადახედვა და განახლება საჭიროებებისა და შესაბამისობის თვალსაზრისით.

მონაწილეობა ვიკიმედიის რეგიონალურ და გლობალურ ღონისძიებებზე

ვიკიმედიის ქართულენოვანი პროექტების რედაქტორები და ვიკიმედია საქართველოს წევრები აქტიურად მონაწილეობენ ვიკიმედიის რეგიონალურ და გლობალურ ღონისძიებებზე, მათ შორის ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის ვიკიმედიის შეხვედრებზე, ვიკიმანიაზე და სხვა საერთაშორისო კონფერენციებზე. ამ ღონისძიებების საშუალებით, ქართულენოვანი ვიკიმედიის საზოგადოების წევრები იზიარებენ გამოცდილებას, ქმნიან თანამშრომლობას, წვლილი შეაქვთ გლობალურ დისკუსიებში და აძლიერებენ ვიკიმედია საქართველოს წვლილს ვიკიმედიის საერთაშორისო მოძრაობაში. ვიკიმედია საქართველო აქტიურად გასცემს სტიპენდიებს მოხალისეებსა და ქართულენოვანი ვიკისაზოგადოების წევრებს მათი საერთაშორისო და რეგიონალურ ვიკიმედიის ღონისძიებებზე მონაწილეობისთვის.

მმართველობა

სამეურვეო საბჭო

  • დავით ასრიაშვილი – სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე
  • მარიამ ქვარცხავა – თავმჯდომარის მოადგილე
  • ეკატერინე მაისურაძე – წევრი
  • გიგა დოგუზოვი – წევრი
  • ბექა ბაიაშვილი – წევრი

თანამშრომლები

  • მეჰმან იბრაგიმოვი – აღმასრულებელი დირექტორი
  • ჯაბა ლაბაძე – ვიკიკლუბების კოორდინატორი
  • მიხეილ ჭაბუკაშვილი – პროექტ-მენეჯერი
  • ლეილა კარაჯაევა – ბუღალტერი

წევრობა

ვიკიმედია საქართველო წევრობისთვის ღია ორგანიზაციაა, შესაბამისად ყველა, ვინც აკმაყოფილებს შესაბამის პირობებს, შეუძლია გახდეს ჩვენი ორგანიზაციის წევრი. ორგანიზაციის წევრობისთვის დააჭირეთ აქ.

გახდით მოხალისე

თუ გსურთ შემოგვიერთდეთ და ჩვენთან ერთად, მოხალისედ, განავითაროთ და გააუმჯობესოთ ვიკიმედიის პროექტები, გთხოვთ, დააჭირეთ ქვემოთ მოცემულ ღილაკს, ხელი მოაწერეთ და გახდით ჩვენი ორგანიზაციის მოხალისე.

ამ გვერდზე თქვენ შეგიძლიათ იპოვოთ ყველა ჩვენი მოხალისე

სტრატეგიული გეგმა

ანგარიშები

ვიკიმედია საქართველო, როგორც პასუხისმგებლიანი ორგანიზაცია და ვიკიმედიის მოძრაობის ნაწილი, ყოველწლიურად აქვეყნებს ანგარიშს (სამოქმედო და ფინანსური) თავისი საქმიანობის შესახებ საზოგადოებისთვის. მოხსენებები მოცემულია წლების მიხედვით და ხელმისაწვდომია როგორც მეტა-ვიკიზე, ასევე ვიკიმედია საქართველოს ოფიციალურ ადმინისტრაციულ საიტზე. გთხოვთ გაეცნოთ მოხსენებებს მეტა-ვიკიზე ან ვიკიმედია საქართველოს საიტზე.

სამართლებრივი სტატუსი

წესდება

მომხმარებელთა ჯგუფის აღიარება

ჩაპტერის აღიარება


ვიკიმედია საქართველო