შინაარსზე გადასვლა

ვიკიმედია საქართველო/ვიკიმანია 2026-ის სტიპენდია

გვერდიდან ვიკიმედია საქართველო

ვიკიმანია 2026 — ყოველწლიური კონფერენცია, რომელიც ორგანიზებულია ფონდ ვიკიმედიის მიერ. კონფერენცია არის ვიკიმედიელების და ვიკიპედიელების საერთო სადისკუსიო პლატფორმა, სადაც განიხილება ვიკიმედიის პროექტების განვითარების სტრატეგია. წელს, ვიკიმანია 21-25 ივლისს, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში გაიმართება.

უფრო მეტი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვიკიმანიის ვებ-გვერდზე.

ვიკიმედია საქართველო, ქართულენოვანი ვიკიმედიის პროექტების 1 (ერთი) რედაქტორსთვის გამოყოფს სტიპენდიას, რომელიც დაფარავს პირის მგზავრობის, დაბინავების (კონფერენციის თარიღის შესაბამისად) და რეგისტრაციის ხარჯს. მხოლოდ.

სტიპენდიის გაცემა ხდება ვიკიმედია საქართველოს სტიპენდიის გაცემის წესის შესაბამისად. სტიპენდიანტმა უნდა აკმაყოფილებდეს ამ წესში და ქვემოთ მოცემულ კრიტერიუმებს და დაიცვას იგი.

განაცხადის მიღების პერიოდი: 1 აპრილი, 2026, 00:00 საათი — 14 აპრილი, 2026, 23:59 საათი.

კრიტერიუმები

ვიკიმედია საქართველოს ვიკიმანიის სტიპენდია გაიცემა ერთჯერადად, ქართულენოვანი ვიკიმედიის პროექტების აქტიურ რედაქტორს. სტიპენდიის მიღებაზე განმცხადებელმა უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი პირობები:

  • პირი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით სრულწლოვანი ღონისძიებაზე რეგისტრაციის დაწყების თარიღისთვის — 2026 წლის 31 მარტისთვის;
  • უნდა ჰქონდეს მოქმედი პასპორტი, რომლის ვადის გასვლამდე მინიმუმ 6 თვე უნდა იყოს დარჩენილი ღონისძიების დასრულების თარიღამდე — 2026 წლის 25 ივლისისთვის;
  • არ უნდა იყოს დაბლოკილი ვიკიმედიის (www.wikimedia.org) არცერთ პროექტში;
  • არ უნდა ჰქონდეს ვიკიმედია საქართველოს ან „ფონდ ვიკიმედიის“ შეზღუდვა ვიკიმედიის ღონისძიებებში მონაწილეობაზე;
  • არ უნდა ჰქონდეს სხვა ორგანიზაციიდან მიღებული სტიპენდია იგივე ღონისძიებაზე, პროექტსა და პროგრამაში მონაწილეობაზე;
  • საკომუნიკაციო დონეზე უნდა იცოდეს ინგლისური ენა;
  • 2026 წლის 1 აპრილის მდგომარეობით, უნდა იყოს ვიკიმედიის პროექტებში რეგისტრირებული მინიმუმ 2 წლის განმავლობაში;
  • 2025 წლის 1 აპრილიდან 2026 წლის 1 აპრილამდე, ქართულენოვან ვიკიპედიაში ან ვიკიმედიის ნებისმიერ სხვა პროექტში (ჯამურად) უნდა ჰქონდეს განხორციელებული მინიმუმ 2 000 რედაქტირება;
  • 2026 წლის 1 აპრილის მდგომარეობით, მინიმუმ ვიკიმედია საქართველოს 1 ღონისძიებაზე (კონფერენცია, ბანაკი, კონკურსი, edit-a-thon და ა.შ.) უნდა ჰქონდეს მიღებული მონაწილეობა.

ვალდებულებები

ვიკიმედია საქართველოს სტიპენდიის სტიპენდიანტი ვალდებულია ჩააბაროს ანგარიში სტიპენდიის გამოყენების შესახებ, მათ შორის, საჭიროებისამებრ სტიპენდიის გამოყენების ფინანსური ანგარიშიც. სტიპენდიანტმა უნდა წერილობით აღწეროს თუ რა მიზნებს და ამოცანებს მიაღწია და რა შედეგი მიიღო ორგანიზაციის მიერ გაცემული სტიპენდიის გამოყენებით.

ვიკიმედია საქართველოს სტიპენდიის მიღებით, სტიპენდიანტი ეთანხმება:

  • ვიკიმედია საქართველოს მიერ შერჩეული სატრანსპორტო (საჰაერო) საშუალებით თუ მეთოდით მგზავრობას, ორგანიზაციის მიერ შერჩეული გამგზავრების პუნქტიდან დანიშნულების პუნქტში და იგივე მარშრუტით უკან (თბილისი (ან ქუთაისი)-პარიზი-თბილისი (ან ქუთაისი);
  • დაბინავებას ვიკიმედია საქართველოს მიერ შერჩეულ ლოკაციაზე (სასტუმრო, ჰოსტელი, ბინა და ა.შ.);
  • ლოკალური ტრანსპორტირების (საქართველოსა და პარიზში) ხარჯების თავისით დაფარვას;
  • არასაკონფერენციო დღეებში კვების ხარჯების თავისით დაფარვას;
  • ვიკიმედიის ქცევის კოდექსის, კონფიდენციალურობის პოლიტიკის, მეგობრული სივრცის პოლიტიკის და ასევე ვიკიმედია საქართველოს წესდების და სხვა პოლიტიკების დაცვას.

შეავსეთ განაცხადი

აპლიკაციის შევსების ბოლო ვადა არის 14 აპრილი, 2026, 23:59 საათი (თბილისის დროით).


შეავსეთ განაცხადი