ვიკიმედია საქართველო/კონკურსები/სამართლიანი თამაშის წესები
„სამართლიანი თამაშის წესები“ არის უნივერსალური წესთა კრებული, რომელიც განსაზღვრავს „ვიკიმედია საქართველოს“ მიერ მართულ და ორგანიზებულ კონკურსებში დასაცავ წესთა და ქმედებათა ერთობლიობას. ეს წესი არის აუცილებლად გასათვალისწინებელი და დასაცავი „ვიკიმედია საქართველოს“ ნებისმიერ კონკურსში, მათ შორის ონლაინ და ოფლაინ კონკურსებში.
მონაწილეობა
- „ვიკიმედია საქართველოს“ კონკურსებში მონაწილეობა ნებისმიერ პირს შეუძლია, რომელსაც გააჩნია მოქმედი ვიკიმედიის ანგარიში და არ არის დაბლოკილი ქართულენოვან ვიკიპედიაში (ან იმ ვიკიპედიაში, სადაც ტარდება კონკურსი) ან „ფონდ ვიკიმედიის“ მიერ;
- პირს/მომხმარებელს მონაწილეობა შეუძლია მხოლოდ ერთი ანგარიში, დაუშვებელია ერთზე მეტი ანგარიშით მოქმედება;
- პირს/მომხმარებელს ანგარიშზე მიბმული უნდა ჰქონდეს ელექტრონული ფოსტის მისამართი.
წვლილის შეტანა
1. კონკურსში მიიღება ახალი ან მნიშვნელოვნად დამუშავებული არსებული სტატია, რომელიც შეიქმნა/დამუშავდა საკონკურსო პერიოდში;
2. სტატია უნდა აკმაყოფილებდეს:
- გადამოწმებადობას;
- ნეიტრალურობას;
- ცნობადობას;
3. დაუშვებელია პლაგიატიზმი;
4. სტატია არ უნდა იყოს წყაროდან უცვლელად გადმოკოპირებული და არ უნდა არღვევდეს საავტორო უფლებებს;
5. სტატია არ უნდა იყოს მანქანური თარგმანი და უნდა იყოს დაწერილი გამართული სალიტერატურო ენით;
6. დაუშვებელია 24 საათის განმავლობაში ათი ან 10-ზე მეტი სტატიის შექმნა და დამატება საკონკურსო ხელსაწყოში, კონკურსის ნებისმიერ ეტაპზე;
7. დაუშვებელია კონკურსის ბოლო 48 საათში ხელსაწყოში ათი ან 10-ზე მეტი სტატიის დამატება.
წყაროები
- ყველა მტკიცება ან ურთიერთგამომრიცხავი წინადადებები უნდა გამყარდეს შესაბამისი წყაროთი;
- სტატიას მითითებული უნდა ჰქონდეს საკმარისი აკადემიური წყაროები;
- დაუშვებელია შეთითხნილი ან არასწორად წარმოდგენილი წყაროების გამოყენება;
- დაუშვებელია დეზინფორმაცია.
ინტერესთა კონფლიქტი
- პირმა/მომხმარებელმა წინასწარ უნდა განაცხადოს ინტერესთა კონფლიქტის შესახებ (მაგ., როდესაც წერს/არედაქტირებს სტატიას ორგანიზაციის ან პირის შესახებ, რომელთანაც დაკავშირებულია).
ამ წესების უგუბელყოფა
ამ წესების უგუბელყოფამ შეიძლება გამოიწვიოს:
- კონკურსიდან პირის/მომხმარებლის ჩახსნა;
- საკონკურსო სტატიების ან მისი ნაწილის ჩახსნა;
- პირის/მომხმარებლის „ვიკიმედია საქართველოს“ ყველა მიმდინარე და სამომავლო კონკურსებში მონაწილეობის აკრძალვა.

