შინაარსზე გადასვლა

ვიკიმედია საქართველო/კონკურსები/2025/რომის კვირეული

ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი გვერდიდან
რომის კვირეული

რომის კვირეულივიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის ერთჯერადი მარათონი. მარათონის მიზანია ქართულ ვიკიპედიაში რომის შესახებ სტატიების რაოდენობის, ასევე სტატიების საერთო რიცხვის გაზრდა.

მარათონი გაიმართება ქართულ ვიკიპედიაში. ვიკიპედიაში მონაწილეებს შეუძლიათ შექმნან სტატიები რომის ღირსშესანიშნაობების შესახებ. მინიმალური შეფასება იქნება 1 ქულა, ხოლო მაქსიმალური - 5 ქულა.

სტატია უნდა იყოს მხოლოდ რომის შესახებ, დაწერილი 14 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით. შეფასების სქემის სანახავად გადადით ბმულზე.

სტატიის დასაწერად გადადით


შექმნილი სტატიების სია
სტატიის შექმნის შემდეგ დაამატეთ ის შესაბამის ენოვან გვერდზე

წესები

მოთხოვნები სტატიისთვის
  • ახალი სტატია შექმნილი უნდა იყოს თქვენ მიერ 2025 წლის
    14 აპრილის 0:00 (UTC)-დან - 30 აპრილის 23:59 (UTC)-მდე.
    UTC დროის სანახავად დააჭირეთ აქ.
    შენიშვნა: საქართველო UTC+4 დროის სარტყელში მდებარეობს, შესაბამისად UTC 14:00 საათი საქართველოს დროით (UTC +4) 18:00 საათია. საქართველოს დროით კონკურსის ვადებია 2025 წლის 14 აპრილის 04:00-დან 1 მაისის 03:59-მდე
  • სტატია უნდა იყოს მხოლოდ თარგიდან რომის ღირსშესანიშნაობა (ინგლისური ვერსია).
  • სტატია უნდა აკმაყოფილებდეს ვიკიპედიის საბაზისო კრიტერიუმებს.
  • სტატიას მითითებული უნდა ჰქონდეს საკმარისი აკადემიური წყაროები; საეჭვო ან ურთიერთგამომრიცხავი წინადადებები გამყარებული უნდა იყოს შესაბამისი წყაროებით.
  • სტატია არ უნდა იყოს მანქანური თარგმანი და უნდა იყოს დაწერილი გამართული სალიტერატურო ენით.
  • სტატია უნდა იყოს უნაკლო (ქართული ვიკიპედიის წესებთან შესაბამისი ფორმატირება (ვიკიფიცირება), წყაროების გამოყენება და ციტირების წესები, ტეგებისა და თარგების სათანადო გამოყენება, ილუსტრირება) კონკურსის დასრულებისთვის, ანუ 1 მაისის, 04:00 (UTC)-თვის.
  • სტატია არ უნდა იყოს სია.
  • სტატია უნდა იყოს ინფორმაციული.
  • არ გამოიყენოთ თარგი {{subst:მუშავდება}} ერთდროულად ორზე მეტ სტატიაში;
  • დაუშვებელია პლაგიატი - თუ სტატია იქნება დაწერილი მხოლოდ ერთ წყაროზე დაყრდნობით, მაშინ სტატიის ტექსტი სრულიად გადასხვაფერებული უნდა იყოს და არ ემთხვეოდეს წყაროს ტექსტს.
  • კონკურსში მონაწილე პირებმა უნდა დაიცვან სამართლიანი თამაშის წესები.
სავალდებულო მოთხოვნები კონკურსანტისადმი
  • კონკურსანტი დარეგისტრირებული უნდა იყოს ვიკიპედიაში.
  • ყოველი კონკურსანტი მონაწილეობს მხოლოდ ერთი ანგარიშით.
  • კონკურსანტი უნდა იყოს საქართველოში მოქმედი ოფიციალური ვიკიკლუბის წევრი.
  • კონკურსანტი, რომელიც გასულ წლებში ნამყოფია ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის მიერ ორგანიზებულ ვიკიბანაკში, ვერ იბრძოლებს ბანაკის ადგილისთვის.
პასუხისმგებლობა
  • საბოლოო გადაწყვეტილებას ამა თუ იმ სტატიის მიღების ან უარყოფის შესახებ ადგილობრივი ვიკიპედიის ჟიური იღებს.
  • ჟიურის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ ექვემდებარება გასაჩივრებას.
  • კონკურსის ორგანიზატორები არ არიან პასუხისმგებელნი, თუ კონკურსის მონაწილემ დაარღვია საავტორო უფლებები.
  • კონკურსის ორგანიზატორები არ არიან პასუხისმგებელნი კონკურსის მონაწილეთა მიერ შექმნილი გვერდების ვიკიპედიიდან შესაძლო წაშლაზე.

პრიზი

  • „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი“ კონკურსში მიღებული ქულების რაოდენობით გამარჯვებულ მონაწილეს წაიყვანს ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის მიერ ორგანიზებულ ვიკიბანაკში, რომელიც გაიმართება ახალციხეში 2025 წლის 24-28 ივლისს.
  • ბანაკის საგზურს მოიპოვებს ასევე თითოეული კლუბის შიგნით საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლე.
  • კონკურსში პირველ ადგილზე გასული მონაწილის კლუბიდან ბანაკში წავა ასევე მეორე ადგილზე გასული მონაწილეც.
შენიშვნა
  • პირველ ადგილზე პრეტენზიის მქონე მონაწილეს, კონკურსის ფარგლებში, მინიმუმ 30 სტატია უნდა ჰქონდეს შექმნილი.
  • კლუბის წევრებს შორის პირველ ადგილზე გასულს კი მინიმუმ 10 სტატია.

შედეგები

შედეგების სანახავად გადადით ამ ბმულზე

კოორდინატორი

ჟიური

ორგანიზატორი

ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი
contests(_AT_)wikimedia.ge