ვიკიმედია საქართველო/კონკურსები/2026/პრეზიდენტები ვიკიპედიაში
იერსახე
წესები
- მოთხოვნები სტატიისთვის
- ახალი სტატია შექმნილი უნდა იყოს თქვენ მიერ 2026 წლის
1 თებერვლის 0:00 (UTC)-დან - 28 თებერვლის 23:59 (UTC)-მდე.
UTC დროის სანახავად დააჭირეთ აქ.
შენიშვნა: საქართველო UTC+4 დროის სარტყელში მდებარეობს, შესაბამისად UTC 14:00 საათი საქართველოს დროით (UTC +4) 18:00 საათია. საქართველოს დროით კონკურსის ვადებია 2026 წლის 1 თებერვლის 04:00-დან 1 მარტის, 03:59-მდე - სტატია უნდა იყოს მხოლოდ ქვეყნის პრეზიდენტების შესახებ.
- სტატია უნდა აკმაყოფილებდეს ცნობადობისა და ვიკიპედიის საბაზისო კრიტერიუმებს.
- სტატიას მითითებული უნდა ჰქონდეს საკმარისი აკადემიური წყაროები; საეჭვო ან ურთიერთგამომრიცხავი წინადადებები გამყარებული უნდა იყოს შესაბამისი წყაროებით.
- სტატია არ უნდა იყოს მანქანური თარგმანი და უნდა იყოს დაწერილი გამართული სალიტერატურო ენით.
- სტატია უნდა იყოს უნაკლო (ქართული ვიკიპედიის წესებთან შესაბამისი ფორმატირება (ვიკიფიცირება), წყაროების გამოყენება და ციტირების წესები, ტეგებისა და თარგების სათანადო გამოყენება, ილუსტრირება) კონკურსის დასრულებისთვის, ანუ 1 მარტის, 04:00 (UTC)-თვის.
- სტატია არ უნდა იყოს სია.
- სტატია უნდა იყოს ინფორმაციული.
- დაუშვებელია პლაგიატი - თუ სტატია იქნება დაწერილი მხოლოდ ერთ წყაროზე დაყრდნობით, მაშინ სტატიის ტექსტი სრულიად გადასხვაფერებული უნდა იყოს და არ ემთხვეოდეს წყაროს ტექსტს.
- სავალდებულოა სტატიის განხილვაში თარგ {{განხილვის სათაური}}-ს ჩასმა.
- სავალდებულო მოთხოვნები კონკურსანტისადმი
- კონკურსანტი დარეგისტრირებული უნდა იყოს ვიკიპედიაში.
- ყოველი კონკურსანტი მონაწილეობს მხოლოდ ერთი ანგარიშით.
- მონაწილეს ანგარიშზე მიბმული უნდა ჰქონდეს ელექტრონული ფოსტის მისამართი.
- აკრძალვები
- კონკურსის კოორდინატორისთვის საპრიზო ადგილისთვის კონკურსში მონაწილეობა აკრძალულია.
- ჟიურის წევრებისთვის საპრიზო ადგილისთვის კონკურსში მონაწილეობა აკრძალულია.
- ვმ საქართველოს ბორდის წევრებისთვის საპრიზო ადგილისთვის კონკურსში მონაწილეობა აკრძალულია.
- აკრძალულია ერთდროულად ორ ან მეტ სტატიაში თარგ {{subst:მუშავდება}}-ს გამოყენება.
- პასუხისმგებლობა
- საბოლოო გადაწყვეტილებას ამა თუ იმ სტატიის მიღების ან უარყოფის შესახებ ადგილობრივი ვიკიპედიის ჟიური იღებს.
- ჟიურის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ ექვემდებარება გასაჩივრებას.
- ჟიურის შეუძლია აუკრძალოს კონკურსში მონაწილეობა კონკურსანტს კონკურსის ნებისმიერ ეტაპზე და ყველა იმ შემთხვევაში, რომელიც, ჟიურის მოსაზრებით, ეწინააღმდეგება „სამართლიანი თამაშის“ წესს.
- კონკურსის ორგანიზატორები არ არიან პასუხისმგებელნი, თუ კონკურსის მონაწილემ დაარღვია საავტორო უფლებები.
- კონკურსის ორგანიზატორები არ არიან პასუხისმგებელნი კონკურსის მონაწილეთა მიერ შექმნილი გვერდების ვიკიპედიიდან შესაძლო წაშლაზე.
პრიზი
„ვიკიმედია საქართველო“ კონკურსში მიღებული ქულების რაოდენობით გამარჯვებულ მონაწილეებს (სამი საპრიზო ადგილი) დააჯილდოებს შემდეგი პრიზებით:
პირველი ადგილი : სმარტ პროექტორი
მეორე ადგილი : სმარტ ასისტენტი
მესამე ადგილი : სმარტ საათი
- შენიშვნა
- პირველ ადგილზე პრეტენზიის მქონე მონაწილეს, კონკურსის ფარგლებში, მინიმუმ 40 სტატია უნდა ჰქონდეს შექმნილი.
- მეორე ადგილზე პრეტენზიის მქონე მონაწილეს, კონკურსის ფარგლებში, მინიმუმ 30 სტატია უნდა ჰქონდეს შექმნილი.
- მესამე ადგილზე პრეტენზიის მქონე მონაწილეს, კონკურსის ფარგლებში, მინიმუმ 20 სტატია უნდა ჰქონდეს შექმნილი.
კოორდინატორი
ჟიური
შედეგები
შედეგების სანახავად გადადით ამ ბმულზე
ორგანიზატორი

