ვიკიმედია საქართველო/მარნეულის ვიკიკლუბი
იერსახე
|
მარნეულის ვიკიკლუბი დაფუძნდა 2020 წელს, „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ და მარნეული „განვითარებისა და განათლების ცენტრის“ ერთობლივი ინიციატივით. ვიკიკლუბი ემსახურება ქალაქ მარნეულისა და მიმდებარე დასახლებების ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.
|