ვიკიმედია საქართველო/საერთო ფორუმი/ოქმები/2025/2025-01
14.12.2025
ი. ჭავჭავაძის გამზ. 37მ,
ქ. თბილისი
ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის საერთო ფორუმის კრების ოქმი №2025-01
(არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი“ [ს/ნ 400272110])
ა(ა)იპ „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ (ს/ნ 400272110) წევრთა საერთო ფორუმი შედგა 2025 წლის 14 დეკემბერს, 12:00 საათზე. სხდომა ჩატარდა ქალაქ თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზ., 37მ (აქსის თაუერსი) მისამართზე. სხდომას ესწრებოდა 19 წევრი, 23 წევრიდან, შესაბამისად, ორგანიზაციის წესდების 7.3. მუხლის თანახმად, სხდომა უფლებამოსილია.
სხდომის ჩატარების შესახებ ინფორმაცია წევრებს სხდომის ჩატარებიდან ერთი თვით ადრე დაეგზავნათ, წესდებისა და კანონმდებლობის სრული დაცვით.
სხდომას თავმჯდომარეობდა დავით ასრიაშვილი, ხოლო სხდომის მდივანი იყო მარიამ ქვარცხავა.
კრებას ესწრებოდნენ
- მეჰმან იბრაგიმოვი;
- მიხეილი ჭაბუკაშვილი;
- ჯაბა ლაბაძე;
- დავით ასრიაშვილი;
- ეკატერინე მაისურაძე;
- მარიამ ქვარცხავა;
- მანანა შეყილაძე;
- ბექა ბაიაშვილი;
- ლეილა კარაჯაევა-იბრაგიმოვა;
- აკაკი ბალანჩივაძე;
- მარიამ ამილახვარი;
- ზურაბი ლებანიძე;
- გიგა დოგუზოვი;
- ნინო ხუბულავა;
- ნათია ნაფეტვარიძე;
- მიმოზა ღოლიჯაშვილი;
- ნუგზარი სადიკოვი;
- ანა კინწურაშვილი;
- გეა ზოჰარ.
დღის წესრიგი
- ა(ა)იპ „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ (შემდგომში „ორგანიზაცია“) წევრთა საერთო ფორუმის სხდომის თავმჯდომარისა და სხდომის მდივნის არჩევა.
- 2025 წლის ა(ა)იპ „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ საქმიანობის განხილვა და შეჯამება.
- 2026 წლის ა(ა)იპ „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ სამოქმედო გეგმის გაცნობა.
- მოქალაქე მიხეილ ჩხიკვაძის შესაბამისი განცხადებით მომართვის საფუძველზე ორგანიზაციის წევრობიდან თავისი ნებით და შესაბამისად დამფუძნებელი წევრობიდან გასვლა. შესაბამისი ცვლილების წესდებაში ასახვის დადასტურება.
- ა(ა)იპ „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევა ორგანიზაციის წესდების „7.2.2.“ და „8.3.“ მუხლის შესაბამისად, წინა მოწვევის სამეურვეო საბჭოს ვადის გასვლის მიზეზით.
კრებამ დაამტკიცა
- ა(ა)იპ „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ წევრთა საერთო ფორუმმა, ერთხმად სხდომის თავჯდომარედ აირჩია დავით ასრიაშვილი, ხოლო სხდომის მდივნად აირჩია მარიამ ქვარცხავა.
- ა(ა)იპ „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ წევრთა საერთო ფორუმმა, ორგანიზაციის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინა და იმსჯელა მასზე.
- ა(ა)იპ „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ წევრთა საერთო ფორუმმა, ორგანიზაციის 2026 წლისთვის მომზადებული სამოქმედო გეგმას გაეცნო.
- ა(ა)იპ „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ წევრთა საერთო ფორუმმა, ერთხმად მხარი დაუჭირა ორგანიზაციის წევრობიდან, ასევე ა(ა)იპ „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ დამფუძნებელი წევრობიდან მოქალაქე მიხეილ ჩხიკვაძის გასვლას, მისი შესაბამისი 2024 წლის 25 ივლისით დათარიღებული განცხადების საფუძველზე (განცხადება თანდართულია ოქმს „დანართი 2“ სახით). ამით, კრებამ ერთხმად მხარი დაუჭირა ა(ა)იპ „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ წესდების „1.9.“ მუხლში შესაბამის ცვლილებას, რითაც ორგანიზაციის დამფუძნებელი წევრების სიიდან უნდა წაიშალოს მოქალაქე მიხეილ ჩხიკვაძის ვინაობა.
- ა(ა)იპ „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ წევრთა საერთო ფორუმმა, წინა მოწვევის სამეურვეო საბჭოს ვადის გასვლის მიზეზით, ა(ა)იპ „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ წესდების „7.2.2.“ და „8.3.“ მუხლის შესაბამისად აირჩია ორგანიზაციის სამეურვეო საბჭოში შემდეგი პირები:
- მარიამ ქვარცხავა;
- ბექა ბაიაშვილი;
- გიგა დოგუზოვი;
- მარიამ ამილახვარი;
- მიმოზა ღოლიჯაშვილი.
სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების მიმართ არ გამოხატულა განსხვავებული აზრი ან გამოთქმულა საწინააღმდეგო პოზიცია.
წევრთა საერთო ფორუმის სხდომაზე დამსწრე პირთა სია და საიდენტიფიკაციო მონაცემები ერთვის წინამდებარე ოქმს „დანართი 1“ სახით.
[ხელმოწერა] დავით ასრიაშვილი (სხდომის თავმჯდომარე)
[ხელმოწერა] მარიამ ქვარცხავა (სხდომის მდივანი)