შინაარსზე გადასვლა

ვიკიმედია საქართველო/საერთო ფორუმი/ოქმები/2025/2025-02

გვერდიდან ვიკიმედია საქართველო

27.12.2025
დისტანციურად





ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის საერთო ფორუმის კრების ოქმი №2025-02
(არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი“ [ს/ნ 400272110])





ა(ა)იპ „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ (ს/ნ 400272110) წევრთა რიგგარეშე საერთო ფორუმი შედგა 2025 წლის 27 დეკემბერს, 21:00 საათზე. სხდომა ჩატარდა ონლაინ პლატფორმა „Google Meet“-ის საშუალებით. სხდომას ესწრებოდა 13 წევრი, 23 წევრიდან, შესაბამისად, ორგანიზაციის წესდების 7.3. მუხლის თანახმად, სხდომა უფლებამოსილია.

სხდომის ჩატარების შესახებ ინფორმაცია წევრებს ელ-ფოსტის და სატელეფონო ზარის მეშვეობით ეცნობათ, წესდებისა და კანონმდებლობის სრული დაცვით.

სხდომას თავმჯდომარეობდა მეჰმან იბრაგიმოვი, ხოლო სხდომის მდივანი იყო დავით ასრიაშვილი.

კრებას ესწრებოდნენ

  1. მეჰმან იბრაგიმოვი;
  2. მიხეილი ჭაბუკაშვილი;
  3. ჯაბა ლაბაძე;
  4. დავით ასრიაშვილი;
  5. მარიამ ქვარცხავა;
  6. ბექა ბაიაშვილი;
  7. ლეილა კარაჯაევა-იბრაგიმოვა;
  8. აკაკი ბალანჩივაძე;
  9. გიგა დოგუზოვი;
  10. ნინო ხუბულავა;
  11. ნათია ნაფეტვარიძე;
  12. მიმოზა ღოლიჯაშვილი;
  13. ნუგზარი სადიკოვი..

დღის წესრიგი

  1. ა(ა)იპ „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ (შემდგომში „ორგანიზაცია“) წევრთა საერთო ფორუმის სხდომის თავმჯდომარისა და სხდომის მდივნის არჩევა.
  2. ა(ა)იპ ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის მიერ სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში“ (შემდგომში „უწყება“) რეგისტრირებულ განაცხადში არსებული ხარვეზის აღმოფხვრა.

კრებამ დაამტკიცა

  1. ა(ა)იპ „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ წევრთა საერთო ფორუმმა, ერთხმად სხდომის თავჯდომარედ აირჩია მეჰმან იბრაგიმოვი, ხოლო სხდომის მდივნად აირჩია დავით ასრიაშვილი.
  2. ა(ა)იპ „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ წევრთა საერთო ფორუმმა, 2025 წლის 14 დეკემბერს ჩატარებულ თავის სხდომაზე განიხილა მოქალაქე მიხეილ ჩხიკვაძის გასვლის განაცხადი და ერთხმად მხარი დაუჭირა ორგანიზაციის წევრობიდან მის გასვლას, ასევე ორგანიზაციის წევრთა საერთო კრებამ მხარი დაუჭირა დამფუძნებელი წევრობიდან მოქალაქე მიხეილ ჩხიკვაძის გასვლას და ამით, კრებამ ერთხმად მხარი დაუჭირა ა(ა)იპ „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ წესდების „1.9.“ მუხლში შესაბამის ცვლილებას, რითაც ორგანიზაციის დამფუძნებელი წევრების სიიდან წაიშალა მოქალაქე მიხეილ ჩხიკვაძის ვინაობა. თუმცა, სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში“ წარდგენილი სხდომის ოქმის და შესაბამისი დოკუმენტაციის შემდეგ, უწყებამ დაახარვეზა ცვლილებები და შეაჩერა სარეგისტრაციო წარმოების ვადის დინება.
სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ მიერ 2025 წლის 24 დეკემბრის „#B25179372/10“ გადაწყვეტილების მიხედვით, დამფუძნებლის, როგორც ორგანიზაციის დამაარსებლის ცვლილებას მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში ინფორმაცია ასახული უნდა იყოს საზოგადოების დაფუძნების ეტაპზე დამფუძნებელთა შესახებ ინფორმაციის შესაბამისად.
ამრიგად, ა(ა)იპ „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ წევრთა საერთო ფორუმმა, ერთხმად ძალაში დატოვა მოქალაქე მიხეილ ჩხიკვაძის ორგანიზაციიდან გასვლის გადაწყვეტილება. ორგანიზაციის წევრთა საერთო ფორუმმა, ერთხმად გააუქმა 2025 წლის 14 დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილება მიხეილ ჩხიკვაძის ორგანიზაციის დამფუძნებელი წევრობიდან გასვლის შესახებ და შესაბამისად გააუქმა ა(ა)იპ „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ წესდების „1.9.“ მუხლში შესაბამისი ცვლილება. წესდება რჩება უცვლელი და იმ სახით, როგორც იგი დარეგისტრირებულია სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში“ 2023 წლის 26 დეკემბერს.
ა(ა)იპ „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ აღმასრულებელ დირექტორს, მეჰმან იბრაგიმოვს დაევალა შესაბამისი საჭირო დოკუმენტაციის (მიმდინარე ორგანიზაციის საერთო ფორუმის ოქმის და სადამფუძნებლო შეთანხმების) წარდგენა და რეგისტრაცია სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში“. მას მიენიჭა შესაბამის დოკუმენტაციაზე ხელმოწერის სრული უფლება.

სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების მიმართ არ გამოხატულა განსხვავებული აზრი ან გამოთქმულა საწინააღმდეგო პოზიცია.

წევრთა საერთო ფორუმის სხდომაზე დამსწრე პირთა სია და საიდენტიფიკაციო მონაცემები ერთვის წინამდებარე ოქმს „დანართი 1“ სახით.



[ხელმოწერა] მეჰმან იბრაგიმოვი (სხდომის თავმჯდომარე)
[ხელმოწერა] დავით ასრიაშვილი (სხდომის მდივანი)