ვიკიმედია საქართველო/საერთო ფორუმი/2025
ზოგადი ინფორმაცია
ა(ა)იპ ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის (ვიკიმედია საქართველო) საერთო ფორუმი ორგანიზაციის ძირითადი მმართველობითი ორგანოა, რომლის წევრები ორგანიზაციაში რეგისტრირებული ყველა წევრია. საერთო ფორუმის სხდომა იმართება საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ წელიწადში ერთხელ. საერთო ფორუმში დასწრება ასევე შეუძლიათ ორგანიზაციის არაწევრ პირებსაც, სტუმრის სახით, თუმცა, მათ არ აქვთ ხმის უფლება და შესაბამისად, არჩევნებში მონაწილეობის უფლება.
საერთო ფორუმი, ასევე ორგანიზაციის წევრთა და სხვა პირთა სადისკუსიო სივრცეა, სადაც შესაძლებელია მსჯელობა ვიკიმედიის და მასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე.
საერთო ფორუმის უფლებამოსილებაში შედის ორწელიწადში ერთხელ ვიკიმედია საქართველოს სამეურვეო საბჭოს ხუთი წევრის არჩევა, რაც წლევანდელი შეკრების დროს უნდა მოხდეს.
საერთო ფორუმი, 2025 წლის 14 დეკემბერს, 12:00-15:00 საათზე, მისამართზე ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზ. 37მ, აქსის თაუერსი (შავი შენობა), მე-5 სართული (ტერმინალი).
დღის წესრიგი
- 2025 წლის ვიკიმედია საქართველოს საქმიანობის განხილვა და შეჯამება.
- 2026 წლის ვიკიმედია საქართველოს სამოქმედო გეგმის გაცნობა.
- მიხეილ ჩხიკვაძის ორგანიზაციის წევრობიდან და შესაბამისად დამფუძნებელი წევრობიდან გასვლა. შესაბამისი ცვლილების წესდებაში ასახვის დადასტურება.
- ა(ა)იპ ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის (ს/კ: 400272110) და ა(ა)იპ ვიკიმედია საქართველოს (ს/კ: 416292531) შერწყმის გადაწყვეტილების მოწონება და დადასტურება.
- ვიკიმედია საქართველოს სამეურვეო საბჭოს არჩევნები.
მონაწილეები
| # | წევრი |
|---|---|
| 1 | მეჰმან იბრაგიმოვი |
| 2 | მიხეილი ჭაბუკაშვილი |
| 3 | ჯაბა ლაბაძე |
| 4 | დავით ასრიაშვილი |
| 5 | ეკატერინე მაისურაძე |
| 6 | მარიამ ქვარცხავა |
| 7 | მანანა შეყილაძე |
| 8 | ბექა ბაიაშვილი |
| 9 | ლეილა კარაჯაევა-იბრაგიმოვა |
| 10 | აკაკი ბალანჩივაძე |
| 11 | მარიამ ამილახვარი |
| 12 | ზურაბი ლებანიძე |
| 13 | გიგა დოგუზოვი |
| 14 | ნინო ხუბულავა |
| 15 | ნათია ნაფეტვარიძე |
| 16 | მიმოზა ღოლიჯაშვილი |
| 17 | ნუგზარი სადიკოვი |
| 18 | ანა კინწურაშვილი |
| 19 | გეა ზოჰარ |
ოქმი
წევრთა საერთო ფორუმი შედგა 2025 წლის 14 დეკემბერს, 12:00 საათზე. სხდომა ჩატარდა ქალაქ თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზ., 37მ (აქსის თაუერსი) მისამართზე. სხდომას ესწრებოდა 19 წევრი, 23 წევრიდან.
