ვიკიმედია საქართველო/საერთო ფორუმი/2025-2
ზოგადი ინფორმაცია
ა(ა)იპ ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის (ვიკიმედია საქართველო) საერთო ფორუმი ორგანიზაციის ძირითადი მმართველობითი ორგანოა, რომლის წევრები ორგანიზაციაში რეგისტრირებული ყველა წევრია. საერთო ფორუმის სხდომა იმართება საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ წელიწადში ერთხელ. საერთო ფორუმში დასწრება ასევე შეუძლიათ ორგანიზაციის არაწევრ პირებსაც, სტუმრის სახით, თუმცა, მათ არ აქვთ ხმის უფლება და შესაბამისად, არჩევნებში მონაწილეობის უფლება.
საერთო ფორუმი, ასევე ორგანიზაციის წევრთა და სხვა პირთა სადისკუსიო სივრცეა, სადაც შესაძლებელია მსჯელობა ვიკიმედიის და მასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე.
საერთო ფორუმის უფლებამოსილებაში შედის ორწელიწადში ერთხელ ვიკიმედია საქართველოს სამეურვეო საბჭოს ხუთი წევრის არჩევა, რაც წლევანდელი შეკრების დროს უნდა მოხდეს.
საერთო ფორუმი, 2025 წლის 27 დეკემბერს, 21:00 საათზე, ონლაინ, პლატფორმა Google Meet-ის საშუალებით.
დღის წესრიგი
- ა(ა)იპ ვიკიმედის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის მიერ სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში“ რეგისტრირებულ განაცხადში არსებული ხარვეზის აღმოფხვრა.
მონაწილეები
| # | წევრი |
|---|---|
| 1 | მეჰმან იბრაგიმოვი |
| 2 | მიხეილი ჭაბუკაშვილი |
| 3 | ჯაბა ლაბაძე |
| 4 | დავით ასრიაშვილი |
| 5 | მარიამ ქვარცხავა |
| 6 | ბექა ბაიაშვილი |
| 7 | ლეილა კარაჯაევა-იბრაგიმოვა |
| 8 | აკაკი ბალანჩივაძე |
| 9 | გიგა დოგუზოვი |
| 10 | ნინო ხუბულავა |
| 11 | ნათია ნაფეტვარიძე |
| 12 | მიმოზა ღოლიჯაშვილი |
| 13 | ნუგზარი სადიკოვი |
ოქმი
წევრთა საერთო ფორუმი შედგა 2025 წლის 27 დეკემბერს, 21:00 საათზე. სხდომა ჩატარდა დისტანციურად. სხდომას ესწრებოდა 13 წევრი, 23 წევრიდან.
