შინაარსზე გადასვლა

ვიკიმედია საქართველო/სამეურვეო საბჭო/არჩევნები/2025

გვერდიდან ვიკიმედია საქართველო
აა(ი)პ „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ (ვიკიმედია საქართველო) სამეურვეო საბჭოს არჩევნები იმართება ორგანიზაციის წესდების 7.2.2., 7.3., 7.3.1., 8.3. მუხლის და საარჩევნო რეგლამენტის შესაბამისად.

ზოგადი ინფორმაცია

ა(ა)იპ ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის სამეურვეო საბჭო არის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ორგანო, რომელიც წარმართავს ორგანიზაციის საქმიანობას. სამეურვეო საბჭოს საქმიანობას ხელმძღვანელობს ა(ა)იპ ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, რომელსაც ირჩევს სამეურვეო საბჭო თავისი წევრებიდან, 2 წლის ვადით ან არსებული მოწვევის ვადის ბოლომდე.

სამეურვეო საბჭო შედგება 5 წევრისაგან.

სამეურვეო საბჭოს სხდომები ტარდება საჭიროების მიხედვით და მის კომპეტენციას განეკუთვნება ორგანიზაციის სტრატეგიის, საქმიანობის ძირითადი მიმართულების განსაზღვრა, ხარჯთაღიცხვისა და ბალანსის დამტკიცება, ორგანიზაციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების, გეგმების, ბიუჯეტებისა და მიზნობრივი პროგრამების პროექტების შემუშავება და დამტკიცება, ორგანიზაციაში წევრის მიღება, საწევრო შენატანის ზომის განსაზღვრა, სხვა საკითხების გადაწყვეტა.

ორგანიზაციის სამეურვეო საბჭოს წევრი, არჩევნების გზით, შეიძლება გახდეს ა(ა)იპ ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის წევრი და სხვა ნებისმიერი პირი, რომელსაც აირჩევს ორგანიზაციის საერთო ფორუმი. ორგანიზაციის სამეურვეო საბჭოს წევრი შეიძლება იყოს ნებისმიერი სრულწლოვანი ფიზიკური პირი, როგორც საქართველოს მოქალაქე, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქე.

ვიკიმედია საქართველოს სამეურვეო საბჭოს წევრად არჩევის შემთხვევაში, თქვენ მზად უნდა იყოთ თვეში მინიმუმ 2 საათი დაუთმოთ ორგანიზაციის საქმიანობას, საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობა მიიღოთ ორგანიზაციის პირისპირ და გასვლით შეხვედრებსა და სხდომებში. ასევე, საჭიროების შემთხვევაში წარადგინოთ ვიკიმედია საქართველო საერთაშორისო და რეგიონალურ შეხვედრებსა და კონფერენციებში საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ.

ვიკიმედია საქართველოს სამეურვეო საბჭოს წევრად არჩევის შემთხვევაში, თქვენ არ გაქვთ უფლება ისაუბროთ სამეურვეო საბჭოს ან ორგანიზაციის სახელით, თუ ამის უფლება არ მოგცათ თვით სამეურვეო საბჭომ.

კანდიდატების მიღება

საარჩევნო რეგლამენტის შესაბამისად, ვიკიმედია საქართველოს სამეურვეო საბჭოს კანდიდატებმა თავიანთი კანდიდატურა უნდა წამოაყენონ 2025 წლის 14 ნოემბრიდან 2025 წლის 7 დეკემბრამდე. კანდიდატებმა უნდა შეავსონ ქვემოთ მოცემული კანდიდატის ფორმა, სადაც მოგვაწოდებენ პირად ინფორმაციას და უპასუხებენ საარჩევნოდ საჭირო შეკითხვებს. შეკითხვის პასუხები გამოქვეყნდება ამ გვერდის ქვეგვერდებზე, რათა გაეცნონ ამომრჩევლები.

  • კანდიდატების მიღება იწყება: 14 ნოემბერი, 2025, 00:00 საათზე (საქართველოს დროით);
  • კანდიდატების მიღება სრულდება: 7 დეკემბერი, 2025, 23:59 საათზე (საქართველოს დროით).


კენჭისყრა

კენჭისყრა გაიმართება ვიკიმედია საქართველოს საერთო ფორუმის პარალელურად, 2025 წლის 14 დეკემბერს, 12:00-15:00 საათზე, მისამართზე ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზ. 37მ, აქსის თაუერსი (შავი შენობა), მე-5 სართული (ტერმინალი).

  • კენჭისყრა იმართება ფარულად;
  • საარჩევნო ბიულეტენში წარმოდგენილია ყველა კანდიდატი;
  • ყოველ ამომრჩეველს აქვს მაქსიმუმ ხუთი ხმის უფლება — თქვენ შეგიძლიათ შემოხაზოთ მაქსიმუმ 5 კანდიდატი. ბიულეტენში, სადაც 5 კანდიდატზე მეტი იქნება შემოხაზული (მაგ. 6 კანდიდატი), ჩაითვლება ბათილად.

კენჭისყრის შედეგად გამარჯვებულად ითვლება კანდიდატი, რომელიც დააგროვებს ამომრჩეველთა მინიმუმ 50%+1 ხმას და, ამავდროულად, იქნება საუკეთესო შედეგების მქონე პირველ ხუთეულში.

კანდიდატები

ქვემოთ მოცემულია არჩევნებში მონაწილე ყველა კანდიდატი.

შედეგი

არჩევნების შედეგად, ორგანიზაციის სამეურვეო საბჭოში აირჩიეს ხუთი კანდიდატი. არჩევნების შედეგად ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • ბექა ბაიაშვილი — 16 ხმა;
  • გიგა დოგუზოვი — 17 ხმა;
  • მიმოზა ღოლიჯაშვილი — 13 ხმა;
  • ზურაბი ლებანიძე — 7 ხმა;
  • მარიამ ამილახვარი — 15 ხმა;
  • მარიამ ქვარცხავა — 18 ხმა.