ვიკიმედია საქართველო/სამეურვეო საბჭო/გადაწყვეტილება WMGE-CIBD №025-01
25.10.2025
დაბა ბაკურიანი
გადაწყვეტილება
ააიპ „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ კომპიუტერული და სხვა ელექტრონული ინვენტარიზაციის შესახებ
აა(ი)პ ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის (ს/კ: 400272110) სამეურვეო საბჭომ განიხილა ორგანიზაციის დაფუძნების (რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან) ორგანიზაციის მიერ შეძენილი კომპიუტერული და სხვა ელექტრონული ტექნიკის ორგანიზაციის ბალანსზე არსებობის საკითხი და გადაწყვიტა შემდეგი:
1. მოიხსნას (ჩამოეწეროს) აა(ი)პ ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის (ს/კ: 400272110) ბალანსიდან 2019 წლის 13 აგვისტოდან 2025 წლის 20 ოქტომბრამდე შეძენილი ყველა კომპიუტერული და ელექტრონული ინვენტარი, მათ შორის ორგანიზაციის გათამაშებებსა და კონკურსებში გათამაშებული და საჩუქრად გადაცემული ყველა ინვენტარი (მათ შორის არა კომპიუტერული და არა ელექტრონული ინვენტარი), გარდა „დანართი 3“-ში მოცემული კომპიუტერული და სხვა ელექტრონული ინვენტარისა. „დანართი 3“-ში მოცემული ყველა ინვენტარი რჩება აა(ი)პ ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის ბალანსზე.
2. აა(ი)პ ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის ადმინისტრაციას დაევალოს საინვენტარიზაციო ნუსხის პერიოდული გადამოწმება და განახლება.
3. აა(ი)პ ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის ადმინისტრაციას დაევალოს „დანართი 3“-ში მოცემული ინვენტარის შესაბამისი შენახვა და პერიოდული შემოწმება.
[ხელმოწერა] დავით ასრიაშვილი (ვიკიმედია საქართველოს სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე)