ვიკიმედია საქართველო/სამეურვეო საბჭო/ოქმები/2025/2025-01
02.02.2025
ქ. თბილისი
ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის სამეურვეო საბჭოს კრების ოქმი №2025-01
(არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი“ [ს/ნ 400272110])
ა(ა)იპ „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ (ს/ნ 400272110) სამეურვეო საბჭოს შეხვედრა შედგა 2025 წლის 2 თებერვალს, 14:00 საათზე. სხდომა ჩატარდა ქალაქ თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზ., 37მ (აქსის თაუერსი) მისამართზე. სხდომას ესწრებოდა სამეურვეო საბჭოს ყველა წევრი, შესაბამისად, სხდომა უფლებამოსილია.
სხდომის ჩატარების შესახებ ინფორმაცია წევრებს სხდომის ჩატარებიდან ერთი კვირით ადრე დაეგზავნათ, წესდებისა და კანონმდებლობის სრული დაცვით.
სხდომას თავმჯდომარეობდა დავით ასრიაშვილი, ხოლო სხდომის მდივანი იყო მარიამ ქვარცხავა.
კრებას ესწრებოდნენ
- დავით ასრიაშვილი;
- მარიამ ქვარცხავა;
- ბექა ბაიაშვილი;
- გიგა დოგუზოვი;
- ეკატერინე მაისურაძე.
სხვა დამსწრეები
- მეჰმან იბრაგიმოვი
დღის წესრიგი
- „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცება.
- „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ 2025 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცება
კრებამ იმსჯელა / დაადგინა
- „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ სამეურვეო საბჭომ, ერთხმად დაამტკიცა ორგანიზაციის 2025 წლის ბიუჯეტი (დანართი 1).
- „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ სამეურვეო საბჭომ, ერთხმად დაამტკიცა ორგანიზაციის 2025 წლის სამოქმედო გეგმა (დანართი 2)
[ხელმოწერა] დავით ასრიაშვილი (სხდომის თავმჯდომარე)
[ხელმოწერა] მარიამ ქვარცხავა (სხდომის მდივანი)