შინაარსზე გადასვლა

ვიკიმედია საქართველო/სამეურვეო საბჭო/ოქმები/2025/2025-02

გვერდიდან ვიკიმედია საქართველო

08.03.2025
დისტანციურად





ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის სამეურვეო საბჭოს კრების ოქმი №2025-02
(არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი“ [ს/ნ 400272110])





ა(ა)იპ „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ (ს/ნ 400272110) სამეურვეო საბჭოს სხდომა შედგა 2025 წლის 8 მარტს, 21:00 საათზე. სხდომა ჩატარდა ონლაინ პლატფორმა ZOOM-ის საშუალებით. სხდომას ესწრებოდა სამეურვეო საბჭოს 4 წევრი, შესაბამისად, სხდომა უფლებამოსილია.

სხდომის ჩატარების შესახებ ინფორმაცია წევრებს სხდომის ჩატარებიდან ერთი კვირით ადრე დაეგზავნათ, წესდებისა და კანონმდებლობის სრული დაცვით.

სხდომას თავმჯდომარეობდა დავით ასრიაშვილი, ხოლო სხდომის მდივანი იყო მარიამ ქვარცხავა.

კრებას ესწრებოდნენ

  1. დავით ასრიაშვილი;
  2. მარიამ ქვარცხავა;
  3. ბექა ბაიაშვილი;
  4. გიგა დოგუზოვი.

კრებას არ ესწრებოდნენ

  1. ეკატერინე მაისურაძე.

სხვა დამსწრეები

  1. მეჰმან იბრაგიმოვი.

დღის წესრიგი

  1. „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ მიერ „ვიკიმედია ევროპის“ 2025 წლის სამეურვეო საბჭოს არჩევნებში ორგანიზაციის სახელით ხმოსნის დანიშვნა.

კრებამ იმსჯელა / დაადგინა

  1. „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ სამეურვეო საბჭომ ერთხმად დაამტკიცა ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი, მეჰმან იბრაგიმოვი, ორგანიზაციის ხმოსნად 2025 წლის „ვიკიმედია ევროპის“ სამეურვეო საბჭოს არჩევნებში. მას ეძლევა უფლება დააფიქსიროს ორგანიზაციის ხმა არჩევნებზე, როგორც ადგილზე (2025 წლის აპრილი, პრაღა) ფიზიკურად ისე ონლაინ, საჭიროებისამებრ.




[ხელმოწერა] დავით ასრიაშვილი (სხდომის თავმჯდომარე)
[ხელმოწერა] მარიამ ქვარცხავა (სხდომის მდივანი)