შინაარსზე გადასვლა

ვიკიმედია საქართველო/სამეურვეო საბჭო/ოქმები/2025/2025-03

გვერდიდან ვიკიმედია საქართველო

13.04.2025
დისტანციურად





ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის სამეურვეო საბჭოს კრების ოქმი №2025-03
(არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი“ [ს/ნ 400272110])





ა(ა)იპ „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ (ს/კ: 400272110) სამეურვეო საბჭოს სხდომა შედგა 2025 წლის 13 აპრილს, 21:00 საათზე. სხდომა ჩატარდა ონლაინ პლატფორმა Google Meet-ის საშუალებით. სხდომას ესწრებოდა სამეურვეო საბჭოს 4 წევრი, შესაბამისად, სხდომა უფლებამოსილია.

სხდომის ჩატარების შესახებ ინფორმაცია წევრებს სხდომის ჩატარებიდან ერთი კვირით ადრე დაეგზავნათ, წესდებისა და კანონმდებლობის სრული დაცვით.

სხდომას თავმჯდომარეობდა დავით ასრიაშვილი.

კრებას ესწრებოდნენ

  1. დავით ასრიაშვილი;
  2. ბექა ბაიაშვილი;
  3. გიგა დოგუზოვი;
  4. ეკატერინე მაისურაძე.

კრებას არ ესწრებოდნენ

  1. მარიამ ქვარცხავა.

დღის წესრიგი

  1. „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ ზაფხული ახალგაზრდების ვიკიბანაკის შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
  2. „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ ბალანსზე არსებული „DJI Mini 2“ უპილოტო საფრენი აპარატის (დრონი) ორგანიზაციის ბალანსიდან ჩამოწერა (მოხსნა).
  3. „ვიკიმანია 2025“ სასტიპენდიო განაცხადების მიღების დაწყება და შესაბამისი კვოტების შემოღება.
  4. ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის ვიკიმედიელების შეხვედრაზე (Wikimedia CEE Meeting 2025) დასასწრებად სასტიპენდიო განაცხადების მიღების დაწყება.

კრებამ იმსჯელა / დაადგინა

  1. „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ ზაფხული ვიკიბანაკი გაიმართება ქალაქ ახალციხეში, იქვე მდებარე „ახალციხე ინნ“-ში, 24-28 ივლისს. ორგანიზაცია საამისოდ უკვე დაიწყო ვიკიბანაკის მონაწილეების შერჩევის პროცესი, რაც ივნისის ბოლომდე დასრულდება.
  2. „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ სამეურვეო საბჭომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება ორგანიზაციის ბალანსზე არსებული „DJI Mini 2“ (სერიული ნომერი: ...) უპილოტო საფრენი აპარატის (დრონი) ორგანიზაციის ბალანსიდან ჩამოწერას (მოხსნას). ორგანიზაცია შემდგომ ეტაპზე იზრუნებს ახალი დრონის შეძენაზე.
  3. „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ სამეურვეო საბჭომ „ვიკიმანია 2025“ დასასწრებად ქართულ ვიკისაზოგადოებას 3 სასტიპენდიო ადგილი გამოყო. ვიკიმედია საქართველოს სტიპენდიის მისაღებად, პირს უნდა განხორციელებული ჰქონდეს ვიკიმედიის პროექტებში ბოლო ექვსი თვის (1 ოქტომბერი 2024 – 1 აპრილი 2025) მანძილზე მინიმუმ 2 000 ათასი რედაქტირება.
  4. ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის ვიკიმედიელების შეხვედრაზე (Wikimedia CEE Meeting 2025) დასასწრებად, ვიკიმედია საქართველოს სამეურვეო საბჭომ შემდეგი ფორმულა დაამტკიცა: შეხვედრას დაესწრება 1 სამეურვეო საბჭოს წევრი და 1 ქართული ვიკისაზოგადოების წევრი. ვიკისაზოგადოების წევრის ასარჩევად გაიხსნება სააპლიკაციო ფორმა.



[ხელმოწერა] დავით ასრიაშვილი (სხდომის თავმჯდომარე)