ვიკიმედია საქართველო/სამეურვეო საბჭო/ოქმები/2025/2025-04
იერსახე
20.04.2025
დისტანციურად
ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის სამეურვეო საბჭოს კრების ოქმი №2025-04
(არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი“ [ს/ნ 400272110])
ა(ა)იპ „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ (ს/კ: 400272110) სამეურვეო საბჭოს სხდომა შედგა 2025 წლის 20 აპრილს, 21:00 საათზე. სხდომა ჩატარდა ონლაინ პლატფორმა Google Meet-ის საშუალებით. სხდომას ესწრებოდა სამეურვეო საბჭოს 4 წევრი, შესაბამისად, სხდომა უფლებამოსილია.
სხდომის ჩატარების შესახებ ინფორმაცია წევრებს სხდომის ჩატარებიდან ერთი კვირით ადრე დაეგზავნათ, წესდებისა და კანონმდებლობის სრული დაცვით.
სხდომას თავმჯდომარეობდა დავით ასრიაშვილი.
კრებას ესწრებოდნენ
- დავით ასრიაშვილი;
- ბექა ბაიაშვილი;
- გიგა დოგუზოვი;
- ეკატერინე მაისურაძე.
კრებას არ ესწრებოდნენ
- მარიამ ქვარცხავა.
დღის წესრიგი
- „ვიკიმანია 2025“ სასტიპენდიო განაცხადების შეჯამება.
- ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის ვიკიმედიელების შეხვედრაზე (Wikimedia CEE Meeting 2025) დასასწრებად სასტიპენდიო განაცხადების შეჯამება და ორგანიზაციის სამეურვეო საბჭოს წევრის დელეგატად დამტკიცება.
კრებამ იმსჯელა / დაადგინა
- „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ სამეურვეო საბჭომ „ვიკიმანია 2025“ დასასწრებად ქართულ ვიკისაზოგადოებას 3 სასტიპენდიო ადგილი გამოყო. სტიპენდიაზე განაცხადების მიღების დასრულების შემდეგ, მხოლოდ ერთმა პირმა მიმართა სტიპენდიის მისაღებად — ვიკიმედია საქართველოს წევრი იაკობ მახარაძე. სამეურვეო საბჭომ განიხილა მისი კანდიდატურა და ერთხმად დაამტკიცა იაკობ მახარაძისთვის „ვიკიმანია 2025“-ზე დასასწრებად სტიპენდიის მინიჭება.
- ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის ვიკიმედიელების შეხვედრაზე (Wikimedia CEE Meeting 2025) დასასწრებად, ვიკიმედია საქართველოს სამეურვეო საბჭომ დაამტკიცა შემდეგი პირები:
- ვიკიმედია საქართველოს სამეურვეო საბჭოს წევრი — ბექა ბაიაშვილი;
- ქართული ვიკიპედიის რედაქტორი — მიმოზა ღოლიჯაშვილი.
[ხელმოწერა] დავით ასრიაშვილი (სხდომის თავმჯდომარე)