ვიკიმედია საქართველო/სამეურვეო საბჭო/ოქმები/2025/2025-05
21.09.2025
დისტანციურად
ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის სამეურვეო საბჭოს კრების ოქმი №2025-05
(არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი“ [ს/ნ 400272110])
ა(ა)იპ „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ (ს/კ: 400272110) სამეურვეო საბჭოს სხდომა შედგა 2025 წლის 21 სექტემბერს, 22:00 საათზე. სხდომა ჩატარდა ონლაინ პლატფორმა Google Meet-ის საშუალებით. სხდომას ესწრებოდა სამეურვეო საბჭოს 5 წევრი, შესაბამისად, სხდომა უფლებამოსილია.
სხდომის ჩატარების შესახებ ინფორმაცია წევრებს სხდომის ჩატარებიდან ერთი კვირით ადრე დაეგზავნათ, წესდებისა და კანონმდებლობის სრული დაცვით.
სხდომას თავმჯდომარეობდა დავით ასრიაშვილი, ხოლო მდივანი იყო მარიამ ქვარცხავა
კრებას ესწრებოდნენ
- დავით ასრიაშვილი;
- ბექა ბაიაშვილი;
- გიგა დოგუზოვი;
- ეკატერინე მაისურაძე;
- მარიამ ქვარცხავა.
დღის წესრიგი
- ა(ა)იპ „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფსა“ და „ფონდ ვიკიმედია“ (Wikimedia Foundation Inc.) შორის, 2025 წლის 25 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულების რატიფიცირება.
- ა(ა)იპ „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფში“ ახალი წევრების მიღება. ა(ა)იპ „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“
- სამეურვეო საბჭოს გასვლითი სხდომის თარიღის და ადგილის შეთანხმება.
კრებამ იმსჯელა / დაადგინა
1. ა(ა)იპ „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ სამეურვეო საბჭომ ეთხმად დაამტკიცა (რატიფიცერება მოახდინა) 2025 წლის 25 აგვისტოს დადებული ხელშეკრულება ა(ა)იპ ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფსა და ფონდ ვიკიმედიას (Wikimedia Foundation Inc.) შორის. ხელშეკრულება მოცემულია „დანართი 1“-ში, ინგლისურ ენაზე და ორგანიზაციის სახელით ხელმოწერილია ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის, მეჰმან იბრაგიმოვის მიერ.
2. ა(ა)იპ „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ სამეურვეო საბჭომ ხმათა უმრავლესობით მიიღო ორგანიზაციის წევრობაში შემდეგი პირები მათი პირადი მომმართვის საფუძველზე:
- მიმოზა ღოლიჯაშვილი;
- ნათია ნაფეტვარიძე;
- ანა კინწურაშვილი;
- ნუგზარი სადიკოვი.
3. ა(ა)იპ „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ სამეურვეო საბჭომ გასვლითი სხდომის ადგილად დაადგინა დაბა ბაკურიანი, ხოლო თარიღად დაადგინა 25-26 ოქტომბერი.
[ხელმოწერა] დავით ასრიაშვილი (სხდომის თავმჯდომარე)
[ხელმოწერა] მარიამ ქვარცხავა (სხდომის მდივანი)