ვიკიმედია საქართველო/სამეურვეო საბჭო/ოქმები/2025/2025-06
26.10.2025
დაბა ბაკურიანი
ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის სამეურვეო საბჭოს კრების ოქმი №2025-06
(არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი“ [ს/ნ 400272110])
ა(ა)იპ „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ (ს/ნ 400272110) სამეურვეო საბჭოს სხდომა შედგა 2025 წლის 26 ოქტომბერს, 10:00 საათზე. სხდომა ჩატარდა დაბა ბაკურიანში, კობა წაქაძის ქ. 12 (სასტუმრო „ბაკურიანი ინნ“) მისამართზე. სხდომას ესწრებოდა სამეურვეო საბჭოს ყველა წევრი, შესაბამისად, სხდომა უფლებამოსილია.
სხდომის ჩატარების შესახებ ინფორმაცია წევრებს სხდომის ჩატარებიდან ერთი თვით ადრე დაეგზავნათ, წესდებისა და კანონმდებლობის სრული დაცვით.
სხდომას თავმჯდომარეობდა დავით ასრიაშვილი, ხოლო სხდომის მდივანი იყო მარიამ ქვარცხავა.
კრებას ესწრებოდნენ
- დავით ასრიაშვილი;
- ბექა ბაიაშვილი;
- გიგა დოგუზოვი;
- ეკატერინე მაისურაძე;
- მარიამ ქვარცხავა.
დღის წესრიგი
- ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცება.
- ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის 2026 წლის წლიური სამოქმედო გეგმის დამტკიცება.
- ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის ინვენტარიზაციის შესახებ „WMGE-CIBD №025-01“ გადაწყვეტილების დამტკიცება.
- ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის სამეურვეო საბჭოს არჩევნების რეგლამენტის დამტკიცება.
- ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის საერთო ფორუმის და ორგანიზაციის სამეურვეო საბჭოს არჩევნების თარიღის განსაზღვრა.
- ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფში ახალი წევრების მიღება/არ მიღება.
კრებამ იმსჯელა / დაადგინა
1. ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის სამეურვეო საბჭომ, ერთხმად დაამტკიცა ორგანიზაციის 2026 წლის ბიუჯეტი (დანართი 2)
2. ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ სამეურვეო საბჭომ, ერთხმად დაამტკიცა ორგანიზაციის 2026 წლის წლიური სამოქმედო გეგმა (დანართი 1).
3. ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის სამეურვეო საბჭომ ერთხმად დაამტკიცა ინვენტარიზაციის შესახებ ორგანიზაციის „WMGE-CIBD №025-01“ გადაწყვეტილება, ხელმოწერილი 2025 წლის 25 ოქტომბერს და მას თანდართული „დანართი 3“ (მოცემულია ამ ოქმთან ერთად).
4. ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის სამეურვეო საბჭომ ერთხმად მიიღო და დაამტკიცა ორგანიზაციის სამეურვეო საბჭოს არჩევნების რეგლამენტი (მოცემულია „დანართი 4“ სახით).
5. ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის სამეურვეო საბჭომ ორგანიზაციის საერთო ფორუმის და სამეურვეო საბჭოს არჩევნების თარიღად, ერთხმად დაამტკიცა და განსაზღვრა 2025 წლის 14 დეკემბერი (კვირა დღე).
6. ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის სამეურვეო საბჭომ განიხილა ორი ახალი განაცხადი ორგანიზაციის წევრობაზე და გადაწყვიტა:
- მიიღოს „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ წევრობაში მოქალაქე გეა ზოჰარ. გადაწყვეტილება მიღებულია ერთხმად.
- უარი ეთქვას „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ წევრობაში მოქალაქე შალვა მინდაძეს. გადაწყვეტილება მიღებულია ხმათა უმრავლესობით.
[ხელმოწერა] დავით ასრიაშვილი (სხდომის თავმჯდომარე)
[ხელმოწერა] მარიამ ქვარცხავა (სხდომის მდივანი)