შინაარსზე გადასვლა

ვიკიმედია საქართველო/სამეურვეო საბჭო/ოქმები/2026/2026-01

გვერდიდან ვიკიმედია საქართველო

05.02.2026
დისტანციურად





ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის სამეურვეო საბჭოს კრების ოქმი №2026-01
(არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი“ [ს/ნ 400272110])





ა(ა)იპ „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ (ს/ნ 400272110) სამეურვეო საბჭოს სხდომა შედგა 2026 წლის 5 თებერვალს, 21:00 საათზე. სხდომა ჩატარდა ონლაინ პლატფორმა „Google Meet“-ის საშუალებით. სხდომას ესწრებოდა სამეურვეო საბჭოს 4 წევრი, შესაბამისად, სხდომა უფლებამოსილია.

სხდომის ჩატარების შესახებ ინფორმაცია წევრებს სხდომის ჩატარებიდან ერთი კვირით ადრე დაეგზავნათ, წესდებისა და კანონმდებლობის სრული დაცვით.

სხდომას თავმჯდომარეობდა ბექა ბაიაშვილი, ხოლო სხდომის მდივანი იყო მიმოზა ღოლიჯაშვილი.

კრებას ესწრებოდნენ

  1. ბექა ბაიაშვილი;
  2. გიგა დოგუზოვი;
  3. მარიამ ამილახვარი;
  4. მიმოზა ღოლიჯაშვილი.

კრებას არ ესწრებოდნენ

  1. მარიამ ქვარცხავა.

დღის წესრიგი

  1. ქართულენოვან ვიკიპედიაში მიმდინარე ახალი კონკურსის შესახებ ინფორმაცია.
  2. ქართულენოვანი ვიკიპედიის სიღრმის გასაზრდად მიმდინარე ღონისძიებები.
  3. ნიდერლანდების ქალაქ არნჰეიმში დაგეგმილ ვიკიმედიის ჰაკატონში მონაწილეობის მიღების საკითხი.
  4. ვიკიმედია ევროპის გენერალურ ასამბლეაზე მონაწილეობის მიღების საკითხი.
  5. ვიკიმანიისთვის სტიპენდიის გამოყოფის საკითხი.
  6. ვიკიგაზაფხულის კონკურსის გამართვის საკითხი.

კრებამ იმსჯელა / დაადგინა

  • ქართულენოვან ვიკიპედიაში 1-28 თებერვლის შუალედში მიმდინარეობს ახალი კონკურსი, რომელიც მიმართულია მსოფლიო ლიდერებზე ახალი სტატიების შექმნაზე. კონკურსის ფარგლებში სავარაუდოდ შეიქმნება 200 მეტი ახალი სტატია და გამოვლინდება 3 გამარჯვებული, რომლებიც დაჯილდოვდებიან სხვადასხვა პრიზებით.
  • ქართულენოვან ვიკიპედიის სიღრმის გაზრდის მხრივ მიმართული საქმიანობის შედეგი წარმატებულია. ბოლო ორი თვის მანძილზე მიმდინარე ძალისხმევის შედეგად, სიღრმის მიხედვით ქართულენოვანი ვიკიპედია 77-ე ადგილიდან 51-ე ადგილამდე დაწინაურდა. ამ მხრივ სამუშაოები ჯერ არ დასრულებულა და აქტიურად მიმდინარეობს.
  • ნიდერლანდების ქალაქ არნჰეიმში დაგეგმილ ჰაკატონში მონაწილეობის მისაღებად, ვიკიმედია საქართველოს სამეურვეო საბჭომ გიგა დოგუზოვი აირჩია. ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი, მეჰმან იბრაგიმოვი, ჰაკატონს შეუერთდება, თუ საამისოდ შესაბამისი პირობები შეიქმნება, რაც მის პირად ვიზიტებზეა დამოკიდებული.
  • ვიკიმედია ევროპის გენერალურ ასამბლეას, ვიკიმედია საქართველოს სახელით ოფიციალურად დაესწრება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი, მეჰმან იბრაგიმოვი, და ორგანიზაციის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, ბექა ბაიაშვილი.
  • 2026 წლის ვიკიმანიაზე დასასწრებად, რომელიც უნდა გაიმართოს 2026 წლის ივლისში, ამჟამად დაგეგმილია 1 სასტიპენდიო ადგილის გამოყოფა ვიკიმედია საქართველოს სახელით. სტიპენდიის მისაღებად საჭირო კრიტერიუმებს და სხვა პირობებს სამეურვეო საბჭო დაამტკიცებს საბჭოს მარტის თვის სხდომაზე.
  • ვიკიმედია საქართველოს სამეურვეო საბჭო ამჟამად ვერ ხედავს მარტი-მაისის თვეში დაგეგმილი „ვიკიგაზაფხულის“ კონკურსის გამართვის აუცილებლობას. შესაბამისად, სამეურვეო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება კონკურსის 2026 წლისთვის გაუქმების შესახებ.



[ხელმოწერა] ბექა ბაიაშვილი (სხდომის თავმჯდომარე)
[ხელმოწერა] მიმოზა ღოლიჯაშვილი (სხდომის მდივანი)