შინაარსზე გადასვლა

ვიკიმედია საქართველო/სამეურვეო საბჭო/ოქმები/2026/2026-02

გვერდიდან ვიკიმედია საქართველო

22.03.2026
დისტანციურად





ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის სამეურვეო საბჭოს კრების ოქმი №2026-02
(არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი“ [ს/ნ 400272110])





ა(ა)იპ „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ (ს/ნ 400272110) სამეურვეო საბჭოს სხდომა შედგა 2026 წლის 22 მარტს, 21:00 საათზე. სხდომა ჩატარდა ონლაინ პლატფორმა „Google Meet“-ის საშუალებით. სხდომას ესწრებოდა სამეურვეო საბჭოს ყველა წევრი, შესაბამისად, სხდომა უფლებამოსილია.

სხდომის ჩატარების შესახებ ინფორმაცია წევრებს სხდომის ჩატარებიდან ერთი კვირით ადრე დაეგზავნათ, წესდებისა და კანონმდებლობის სრული დაცვით.

სხდომას თავმჯდომარეობდა ბექა ბაიაშვილი, ხოლო სხდომის მდივანი იყო მიმოზა ღოლიჯაშვილი.

კრებას ესწრებოდნენ

  1. ბექა ბაიაშვილი;
  2. გიგა დოგუზოვი;
  3. მარიამ ამილახვარი;
  4. მიმოზა ღოლიჯაშვილი;
  5. მარიამ ქვარცხავა.

დღის წესრიგი

  1. ააიპ „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ (ვიკიმედია საქართველო) „სტიპენდიის გაცემის წესის“ განხილვა და დამტკიცება.
  2. ვიკიმანია 2026 სტიპენდიის გამოყოფა და შერჩევის პროცესის დადგენა.
  3. ვიკიმედია საქართველოსთვის ახალი სახელმძღვანელო წესების და პოლიტიკების მიღება.
  4. შემდეგი შეხვედრის თარიღის და დროის განსაზღვრა.

კრებამ იმსჯელა / დაადგინა

  • ააიპ „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ (ვიკიმედია საქართველო) სამეურვეო საბჭომ განიხილა შემოთავაზებული „სტიპენდიის გაცემის წესი“, რომელიც იქნება ორგანიზაციის გზამკვლევი და პოლიტიკა პირზე ან პირებზე ორგანიზაციის მიერ სტიპენდიის გაცემისას. განხილვის და შემოთავაზებული ცვლილებების შეტანის შემდეგ, სამეურვეო საბჭომ ერთხმად დაამტკიცა ორგანიზაციის „სტიპენდიის გაცემის წესი“. წესი თანდართულია ამ ოქმს დანართის სახით (დანართი 1).
  • ააიპ „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ სამეურვეო საბჭომ „ვიკიმანია 2026“ დასასწრებად ქართულ ვიკისაზოგადოებას 1 სასტიპენდიო ადგილი გამოყო. სტიპენდიის გაცემა და მოთხოვნები იქნება ორგანიზაციის „სტიპენდიის გაცემის წესის“ შესაბამისად. განაცხადების მიღება სტიპენდიაზე დაიწყება 1 აპრილს და დასრულდება 14 აპრილს. გადაწყვეტილებას სტიპენდიის გაცემაზე მიიღებს სამეურვეო საბჭო 18 აპრილს.
  • ააიპ „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ სამეურვეო საბჭოს მიეწოდა ინფორმაცია, რომ ახლო მომავალში საბჭოს წარედგინება წესებისა და პოლიტიკების პაკეტი დასამტკიცებლად, რომელიც დაარეგულირებს ორგანიზაციის მონაცემთა კლასიფიკაციის და უსაფრთხოების ზომებს.
  • ააიპ „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ სამეურვეო საბჭოს შემდეგი შეხვედრა ჩაინიშნა 2026 წლის 18 აპრილს, შაბათს, საღამოს 21:00 საათზე, ონლაინ ფორმატში.



[ხელმოწერა] ბექა ბაიაშვილი (სხდომის თავმჯდომარე)
[ხელმოწერა] მიმოზა ღოლიჯაშვილი (სხდომის მდივანი)