ვიკიმედია საქართველო/სამეურვეო საბჭო/ოქმები/2026/2026-03
18.04.2026
დისტანციურად
ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის სამეურვეო საბჭოს კრების ოქმი №2026-03
(არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი“ [ს/ნ 400272110])
ა(ა)იპ „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ (ს/ნ 400272110) სამეურვეო საბჭოს სხდომა შედგა 2026 წლის 18 აპრილს, 21:00 საათზე. სხდომა ჩატარდა ონლაინ პლატფორმა „Google Meet“-ის საშუალებით. სხდომას ესწრებოდა სამეურვეო საბჭოს ყველა წევრი, შესაბამისად, სხდომა უფლებამოსილია.
სხდომის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება წევრებმა 2026 წლის 22 მარტის სხდომაზე მიიღეს, წესდებისა და კანონმდებლობის სრული დაცვით.
სხდომას თავმჯდომარეობდა ბექა ბაიაშვილი, ხოლო სხდომის მდივანი იყო მიმოზა ღოლიჯაშვილი.
კრებას ესწრებოდნენ
- ბექა ბაიაშვილი;
- გიგა დოგუზოვი;
- მარიამ ამილახვარი;
- მიმოზა ღოლიჯაშვილი;
- მარიამ ქვარცხავა.
დღის წესრიგი
- „ვიკიმანია 2026“-ის სტიპენდიის მიმღები პირის დადგენა.
- 2026 წლის ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის ვიკიმედიის შეხვედრაზე (Wikimedia CEE Meeting) სასტიპენდიო განაცხადების მიღების პროცესის დაწყება.
- შემდეგი შეხვედრის თარიღის და დროის განსაზღვრა.
კრებამ იმსჯელა / დაადგინა
- ააიპ „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ სამეურვეო საბჭომ „ვიკიმანია 2026“ დასასწრებად ქართულ ვიკისაზოგადოებას 1 სასტიპენდიო ადგილი გამოყო. სტიპენდიაზე განაცხადების მიღება მიმდინარეობდა 1 აპრილიდან 14 აპრილის ჩათვლით და ორგანიზაციამ მიიღო ორი განაცხადი, მომხმარებელი:AkakiBalanchivadze და მომხმარებელი:Nugzari Sadikovi-სგან. აპლიკაციების შეფასების და მსჯელობის შემდეგ, სამეურვეო საბჭომ ხმათა უმრავლესობით სტიპენდია დაუმტკიცა მომხმარებელი:Nugzari Sadikovi-სთვის.
- ააიპ „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ სამეურვეო საბჭომ „ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის ვიკიმედიის შეხვედრა 2026“-ზე დასასწრებად ქართულ ვიკისაზოგადოებას 1 სასტიპენდიო ადგილი გამოყო. სტიპენდიის გაცემა და მოთხოვნები იქნება ორგანიზაციის „სტიპენდიის გაცემის წესის“ შესაბამისად. განაცხადების მიღება სტიპენდიაზე დაიწყება 20 აპრილს და დასრულდება 4 მაისს. გადაწყვეტილებას სტიპენდიის გაცემაზე მიიღებს სამეურვეო საბჭო 16 მაისს.
- ააიპ „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ სამეურვეო საბჭოს შემდეგი შეხვედრა ჩაინიშნა 2026 წლის 16 მაისს, შაბათს, საღამოს 21:00 საათზე, ონლაინ ფორმატში.
[ხელმოწერა] ბექა ბაიაშვილი (სხდომის თავმჯდომარე)
[ხელმოწერა] მიმოზა ღოლიჯაშვილი (სხდომის მდივანი)