შინაარსზე გადასვლა

ვიკიმედია საქართველო/სამეურვეო საბჭო/ოქმები/2026/2026-04

გვერდიდან ვიკიმედია საქართველო

16.05.2026
დისტანციურად





ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის სამეურვეო საბჭოს კრების ოქმი №2026-04
(არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი“ [ს/ნ 400272110])





ა(ა)იპ „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ (ს/ნ 400272110) სამეურვეო საბჭოს სხდომა შედგა 2026 წლის 16 მაისს, 21:00 საათზე. სხდომა ჩატარდა ონლაინ პლატფორმა „Google Meet“-ის საშუალებით. სხდომას ესწრებოდა სამეურვეო საბჭოს 4 წევრი, შესაბამისად, სხდომა უფლებამოსილია.

სხდომის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება წევრებმა 2026 წლის 18 აპრილის სხდომაზე მიიღეს, წესდებისა და კანონმდებლობის სრული დაცვით.

სხდომას თავმჯდომარეობდა ბექა ბაიაშვილი, ხოლო სხდომის მდივანი იყო მარიამ ქვარცხავა.

კრებას ესწრებოდნენ

  1. ბექა ბაიაშვილი;
  2. გიგა დოგუზოვი;
  3. მარიამ ამილახვარი;
  4. მარიამ ქვარცხავა.

კრებას არ ესწრებოდა

  1. მიმოზა ღოლიჯაშვილი.

დღის წესრიგი

  1. ვიკიმედია საქართველოს „მონაცემთა კლასიფიკაციის პოლიტიკის“ დამტკიცება.
  2. 2026 წლის ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის ვიკიმედიის შეხვედრაზე (Wikimedia CEE Meeting) სასტიპენდიო განაცხადების განხილვა და დელეგატების დამტკიცება.
  3. 2026 წლის ვიკიბანაკის შესახებ ინფორმაცია.
  4. „ვიკიმანია 2026“-ზე არჩეული ვიკიმედია საქართველოს სტიპენდიანტის რეგისტრაცია.

კრებამ იმსჯელა / დაადგინა

  • ააიპ „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ სამეურვეო საბჭომ ერთხმად დაამტკიცა ვიკიმედია საქართველოს „მონაცემთა კლასიფიკაციის პოლიტიკა“ (თანდართულია დანართის სახით; იხ. დანართი #1).
  • ააიპ „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ სამეურვეო საბჭომ განიხილა 2026 წლის ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის ვიკიმედიის შეხვედრაზე (Wikimedia CEE Meeting) შევსებული სასტიპენდიო განაცხადები და ერთხმად დაამტკიცა ვიკიმედია საქართველოს დელეგატად ვიკიმედიის პროექტების მოხალისე რედაქტორი „მომხმარებელი:AkakiBalanchivadze“. ვიკიმედია საქართველოს სამეურვეო საბჭოს ხაზით, ორგანიზაციის დელეგატად სამეურვეო საბჭომ ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა საბჭოს წევრი მარიამ ქვარცხავა. დამატებით, ვიკიმედია საქართველოს დაფინანსებით, ორგანიზაციას შეხვედრაზე წარადგენს სამეურვეო საბჭოს წევრი, მარიამ ამილახვარი. გადაწყვეტილება მიღებულია ერთხმად.
  • სამეურვეო საბჭოს მიეწოდა ინფორმაცია, რომ 2026 წლის ვიკიმედიის პროექტების მოხალისე რედაქტორებისთვის ვიკიბანაკი გაიმართება 8-12 ივლისს, ქალაქ ბორჯომში. სასტუმრო და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურის საფასური დაფარულია, ამჟამად მიმდინარეობს სხვა წინასწარ მოსამზადებელი სამუშაო.
  • „ვიკიმანია 2026“-ზე ვიკიმედია საქართველოს მიერ შერჩეული სტიპენდიანტის რეგისტრაციის პროცესი დასრულებულია. ამჟამად მიმდინარეობს სტიპენდიანტის შემოწმების პროცესი ფონდ ვიკიმედიის მიერ. ვიკიმედია საქართველო იწყებს სტიპენდიანტის მგზავრობის და დაბინავების დაგეგმარების პროცესს.



[ხელმოწერა] ბექა ბაიაშვილი (სხდომის თავმჯდომარე)
[ხელმოწერა] მარიამ ქვარცხავა (სხდომის მდივანი)