ვიკიმედია საქართველო/სამეურვეო საბჭო/ოქმები/2026/2026-05
27.06.2026
დისტანციურად
ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის სამეურვეო საბჭოს კრების ოქმი №2026-05
(არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი“ [ს/ნ 400272110])
ა(ა)იპ „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ (ს/ნ 400272110) სამეურვეო საბჭოს სხდომა შედგა 2026 წლის 27 ივნისს, 21:00 საათზე. სხდომა ჩატარდა ონლაინ პლატფორმა „Google Meet“-ის საშუალებით. სხდომას ესწრებოდა სამეურვეო საბჭოს 3 წევრი, შესაბამისად, სხდომა უფლებამოსილია.
სხდომის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება წევრებმა მიიღეს სხდომამდე ერთი კვირით ადრე, წესდებისა და კანონმდებლობის სრული დაცვით.
სხდომას თავმჯდომარეობდა ბექა ბაიაშვილი, ხოლო სხდომის მდივანი იყო მარიამ ამილახვარი.
კრებას ესწრებოდნენ
- ბექა ბაიაშვილი;
- გიგა დოგუზოვი;
- მარიამ ამილახვარი.
კრებას არ ესწრებოდა
- მიმოზა ღოლიჯაშვილი;
- მარიამ ქვარცხავა.
დღის წესრიგი
- მიმდინარე Wikimedia CEE Hub-ის სამეურვეო საბჭოს არჩევნებისთვის, ვიკიმედია საქართველოს მიერ ხმოსნის დამტკიცება.
- „ვიკიმანია 2026“ და „Wikimedia CEE Meeting“ განახლება.
- ვიკიმედია საქართველოს ახალი სახელმძღვანელო წესები.
კრებამ იმსჯელა / დაადგინა
- მიმდინარე ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის ვიკიმედიური გაერთიანების (Wikimedia CEE Hub) სამეურვეო საბჭოს არჩევნებზე, ვიკიმედია საქართველოს ხმოსნად, რომელიც ორგანიზაციის სახელით მისცემს ხმას არჩევნებზე კანდიდატებს, დაინიშნა ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი, მეჰმან იბრაგიმოვი.
- „ვიკიმანია 2026“-ზე და „Wikimedia CEE Meeting“-ზე ვიკიმედია საქართველოს წარმომადგენლების და სტიპენდიანტების რეგისტრაციის პროცესი წარმატებით დასრულებული, ყველა საჭირო ლოჯისტიკური საკითხი მოგვარებულია, მათ შორის დაჯავშნილია სასტუმროები და ავიაბილეთები.
- ვიკიმედია საქართველომ ვიკიბანაკისთვის მომზადების პროცესში და ასევე სამომავლოდ უნივერსალური ქმედების ფარგლებში, მოამზადა მიიღო შესაბამისი სახელმძღვანელო წესები, მათ შორის, „ვიკიბანაკში ქცევის წესები“, რომელიც აწესებს ვიკიმედია საქართველოს მიერ ორგანიზებულ და თანაორგანიზებულ ბანაკებში ქცევის წესებს მონაწილეებისთვის და „შეთანხმება ა(ა)იპ ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფსა და არასრულწლოვანი პირის კანონიერი მეურვის/მშობლის შორის“, რომელიც არეგულირებს ვიკიმედია საქართველოსა და მის პროექტებსა და პროგრამებში მონაწილე არასრულწლოვანი პირის ურთიერთობას, სადაც არასრულწლოვან პირს წარმოადგენს მისი კანონიერი მეურვე ან/და ერთ-ერთი მშობელი.
[ხელმოწერა] ბექა ბაიაშვილი (სხდომის თავმჯდომარე)
[ხელმოწერა] მარიამ ამილახვარი (სხდომის მდივანი)