ვიკიმედია საქართველო/სამტრედიის ვიკიკლუბი
იერსახე
|
სამტრედიის ვიკიკლუბი დაფუძნდა 2023 წლის 27 აპრილს, სამტრედიის პირველი საჯარო სკოლის ბაზაზე, „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ ინიციატივით. კლუბის ხელმძღვანელია კახა გალდავა. სამტრედიის ვიკიკლუბი ემსახურება სამტრედიის და მიმდებარე დასახლებების ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში. |