შინაარსზე გადასვლა

ვიკიმედია საქართველო/წლიური სამოქმედო გეგმა/2026

გვერდიდან ვიკიმედია საქართველო
ვიკიმედია საქართველო


ვიკიმედია საქართველოს წლიური სამოქმედო გეგმა
2026





ჩვენ შესახებ

ვიკიმედია საქართველო (WMGE) არის დამოუკიდებელი, არაკომერციული ორგანიზაცია ვიკიმედიის მოხალისეებისათვის საქართველოში, რომელიც წარმოადგენს ფონდ ვიკიმედიის ჩაპტერს. ორგანიზაცია შეიქმნა ვიკიმედიის საზოგადოების აქტიური წევრების მიერ საქართველოში, რომლებიც დაინტერესებული არიან ვიკიმედიის პროექტების (მაგალითად, ვიკიპედია) ქართულ ენაზე განვითარებით და ეროვნულ დონეზე საინფორმაციო აქტივობების ორგანიზებითა და მათში მონაწილეობით. ორგანიზაციის ერთ-ერთი საკვანძო მისიაა დაეხმაროს ხალხს და წაახალისოს, განავითაროს და გაავრცელოს ცოდნა და სხვა საგანმანათლებლო, კულტურული და ისტორიული კონტენტი საზოგადოებრივ დომენში ან ისეთი ლიცენზიით, რომელიც ყველას აძლევს საშუალებას, ეს ცოდნა უფასოდ გამოიყენოს, გაავრცელოს და შეცვალოს შეზღუდვების გარეშე.

ვიკიმედია საქართველო მოქმედებს მისი ყოვლისმომცველი „სტრატეგიული გეგმა 2024–2026“-ის მიხედვით და ყოველწლიურად ახორციელებს დეტალური წლიური გეგმის შემუშავებას. ეს გეგმა იქმნება ორგანიზაციის წარსული აქტივობების, ქმედებებისა და საზოგადოების უკუკავშირის საფუძვლიანი შეფასების საფუძველზე. წინა წლების მიღწევებისა და გამოწვევების ანალიზით, ვიკიმედია საქართველო განუწყვეტლივ ხვეწს თავის პროგრამებსა და პროექტებს, რათა უზრუნველყოს მათი შესაბამისობა, როგორც სტრატეგიულ პრიორიტეტებთან, ასევე ვიკიმედიის მოძრაობის ადგილობრივად მზარდ საჭიროებებთან.

ეს პროცესი საშუალებას გვაძლევს, დავრჩეთ ადაპტირებადი და რეაგირებადი, რაც აძლიერებს ჩვენი მუშაობის ეფექტიანობას და მდგრადობას. პროგრამები მორგებულია მონაცემებსა და შესწავლილ გამოცდილებაზე დაყრდნობით.

პროგრამები

კონტენტის შექმნა და გაუმჯობესება

მრავალი წლის განმავლობაში, კონტენტის შექმნისა და გაუმჯობესების მთავარ ინიციატივად ვიკიმედია საქართველო ფოკუსირებული იყო ქართულენოვან ვიკიპედიაზე. ამ ფოკუსირებამ საშუალება მოგვცა მნიშვნელოვნად გაგვეფართოებინა უფასო ცოდნაზე წვდომა ქართულ ენაზე და გაგვეუმჯობესებინა სტატიების ხარისხი და სანდოობა სხვადასხვა თემაზე. თუმცა, ბოლო ორი წლის განმავლობაში, ქართული ვიკიპედიისადმი ჩვენი მუშაობის გაგრძელების გარდა, ჩვენ აქტიურად გავამრავალფეროვნეთ ჩვენი წვლილი ვიკიმედიის სხვა ძირითად პროექტებში კონტენტის გაუმჯობესებითა და გამდიდრებით. მათ შორის არის: ვიკიწყარო, ვიკიმონაცემები და ვიკისაწყობი (Wikimedia Commons).

ვიკიმედიის პროექტებს შორის შინაარსობრივი (კონტენტი) ხარვეზების აღმოფხვრა მნიშვნელოვანია. ეს ძალისხმევა მიზნად ისახავს იმ თემების ხილვადობისა და წარმოჩენის გაზრდას, რომლებიც ამჟამად არასაკმარისად არის წარმოდგენილი ან ცუდად არის დოკუმენტირებული. ეს ხარვეზები ხშირად მიუთითებს ცოდნის შექმნისა და გაზიარების უფრო დიდ პრობლემებზე. მათი მოგვარება უმნიშვნელოვანესია უფრო სამართლიანი და სრულყოფილი ცოდნის სისტემის შესაქმნელად.

ვიკიმედია საქართველოს მისიაა უზრუნველყოს, რომ ყველას ჰქონდეს წვდომა მოხალისეების მიერ შექმნილ უფასო, სანდო და მრავალფეროვან ინფორმაციაზე. შინაარსობრივი ხარვეზების აღმოფხვრა ჩვენთვის არა მხოლოდ მიზანია, არამედ ძირითადი ვალდებულებაა ცოდნის თანასწორობისადმი.

ვიკიმედიის პროექტებში არსებული შინაარსობრივი ხარვეზის შევსების გზაზე, ვიკიმედია საქართველო ახორციელებს შემდეგ აქტივობებს:

  • სტატიების კონკურსები: ორგანიზაცია გააგრძელებს თემატური და საერთაშორისო ყოველწლიური კონკურსების (მაგ., ვიკიგაზაფხული, ვიკიპედიის აზიის თვე) ჩატარებას, რომლებსაც უკვე ტრადიციული ხასიათი აქვთ. თუმცა, მთავარი აქცენტი რედაქტორების უფრო აქტიური მონაწილეობის წახალისებაზე იქნება გამახვილებული. ჩვენ ასევე ჩავატარებთ უფრო მიზანმიმართულ თემატურ კონკურსებს სხვადასხვა ვიკიმედიურ ორგანიზაციასთან თანამშრომლობით. გარდა ამისა, კონკურსები გავრცელდება ვიკიპედიის გარდა სხვა ვიკიმედიის პროექტებზეც (ვიკიწყარო, ვიკიმონაცემები, ვიკისაწყობი).
  • მედიაკონკურსები: წელს ვიკიმედია საქართველო ჩაატარებს კონკურსს „ვიკი უყვარს დედამიწა“, რომლის მთავარი აქცენტი კეთდება აქამდე შეუსწავლელი ბუნებრივი ლანდშაფტების გადაღებაზე. გარდა ამისა, ვიკიმედია საქართველო დაიწყებს ახალ პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს დრონების გამოყენებით ქართული სოფლების დოკუმენტირებას, რაც ხელს შეუწყობს სოფლების შესახებ ვიკიპედიის სტატიების სურათებით გამდიდრებას.
  • ტრენინგები: პარტნიორი ორგანიზაციისა და ინსტიტუტების თანამშრომლებისთვის ტრენინგების ჩატარება ვიკიმედიის პროექტებში მუშაობის შესახებ. ეს ხელს შეუწყობს ვიკიმედიის პროექტებში მეტი რესურსის მოზიდვას.
  • ედიტ-ა-თონები: ჩატარდება ედიტ-ა-თონების სერია სხვადასხვა თემაზე, მათ შორის იქნება „WikiGap“-ზე.
  • ვორქშოპები: ჩატარდება ვიკიმედიის პროექტებში კონტენტის გაუმჯობესების მიზნით.

პროგრესის მიღწევისთანავე, მიღებული იქნება გადაწყვეტილება კონკრეტული ღონისძიებების ორგანიზების პროცესის გახანგრძლივების ან გაუმჯობესების შესახებ. ზოგიერთი ღონისძიება ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობით ჩატარდება.

საზოგადოების განვითარება

საზოგადოების განვითარება კვლავ სტრატეგიულ პრიორიტეტად რჩება ვიკიმედია საქართველოსთვის, რომელიც ყოველწლიურად თავისი პროგრამებით მხარს უჭერს და ავითარებს ვიკიმედიის ადგილობრივ საზოგადოებას საქართველოში. ამ პროგრამის მთავარი პრიორიტეტია, დაეხმაროს ვიკიმედიის საზოგადოებას და პროექტების რედაქტორებს უნარების განვითარებაში და ამით წვლილი შეიტანოს ადგილობრივი საზოგადოების მდგრადობაში. ვიკიმედია საქართველოს სურს, რომ ვიკიმედიის მოძრაობის ინიციატივებში მოიზიდოს ახალი მოხალისეები, რედაქტორები და ადამიანები, რათა განავითაროს და გააუმჯობესოს ვიკიმედიის პროექტები. სტრატეგიული გეგმის შესაბამისად და საქართველოში ვიკიმედიის საზოგადოების მდგრადი განვითარების მიზნით, ორგანიზაციამ 2026 წლისთვის შემდეგი აქტივობები დაგეგმა:

  • ვიკიკლუბები: კლუბები ლოკალური, მოსწავლეებზე დაფუძნებული ცენტრებია, რომლებიც ახალი რედაქტორებისთვის თანამშრომლობით და მხარდამჭერ გარემოს ქმნიან. ისინი წარმოადგენს ფიზიკურ სივრცეს, სადაც მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შეუძლიათ შეხვედრა, სწავლა და ვიკიმედიის პროექტებზე ერთად მუშაობა. ახალბედებს ვიკიკლუბები მოძრაობაში შესვლის სივრცეს სთავაზობს, გამოცდილი მოხალისეების ხელმძღვანელობით. კლუბები აუცილებელია ძლიერი ლოკალური საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის. ამავე დროს, ისინი წევრებს საშუალებას აძლევს, ითანამშრომლონ პროექტებზე, გაუზიარონ ცოდნა და იგრძნონ კავშირი მოძრაობასთან. ამჟამად, საქართველოში რვა ვიკიკლუბია, რომლებიც საგანმანათლებლო დაწესებულებებში ვიკიპედიისა და ვიკიმედიის სხვა პროექტების რედაქტირების კურსებს სთავაზობენ. ახალი კლუბების გახსნას მომავალ წელსაც გავაგრძელებთ.
  • ვიკიბანაკები: ვიკიბანაკები მრავალი წლის განმავლობაში რჩება ძირითად ინსტრუმენტად მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ვიკიმედიის პროექტებში მუშაობაში სწრაფად და ეფექტურად მომზადებაში და თანაც, რაც მთავარია, ვიკიბანაკების მონაწილეები ახალი ვიკიკლუბების გახსნის საფუძველი ხდებიან. საქართველოში ადგილობრივი ვიკიბანკების გარდა, ვიკიმედია თურქეთთან თანამშრომლობით, 2026 წელს ვგეგმავთ ერთობლივი ბანაკის ჩატარებას.
  • ვორქშოპები: ვიკიმედია საქართველო ჩაატარებს სემინარებს ყველა დაინტერესებული მხარისთვის, ვისაც სურს წვლილი შეიტანოს ვიკიმედიის პროექტების განვითარებაში. ისინი განკუთვნილია ახალბედებისთვის, რომლებიც ვიკი-ტექნოლოგიებს შეისწავლიან და არსებული რედაქტორებისთვის, რომლებიც ვიკიმედიის პროექტებში უნარებს გაიუმჯობესებენ.
  • ედიტ-ა-თონები: მთელი წლის განმავლობაში, ვიკიმედია საქართველო თემატური რედაქტირების მარათონების სერიას გამართავს, მათ შორის ერთ-ერთი იქნება ვიკიმედიის პროექტებში გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრასა და სხვა თემატურ ხარვეზებზე მიძღვნილი ღონისძიება.
  • შეხვედრები: ორგანიზაცია სხვადასხვა შეხვედრას გამართავს სხვადასხვა ადგილას, რომლებშიც მონაწილეობას ვიკიმედიის საზოგადოების წევრები მიიღებენ. ასევე, თბილისში გაიმართება ვიკიმედიის ყოველწლიური კონფერენცია. ეს ყველაფერი მოხალისეებსა და ყველა დაინტერესებულ მხარეს ვიკიმედიის პროექტებთან დააახლოებს. ვიკიმედია საქართველოსთვის ასევე წარმოადგენს პლატფორმას სტრატეგიული გეგმების შემუშავებისთვის.
  • სტიპენდიები: უკვე რამდენიმე წელია, ვიკიმედია საქართველო ვიკიმედიის ქართული საზოგადოების წევრებს სთავაზობს სტიპენდიებს ვიკიმედიის გლობალურ (ვიკიმანია) და რეგიონულ (ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის ვიკიმედიური შეხვედრა) შეხვედრებში მონაწილეობის მისაღებად. ჩვენ ასევე უზრუნველვყავით და გავაგრძელებთ სტიპენდიების გაცემას საზოგადოების ახალგაზრდებისთვის, რათა მონაწილეობა მიიღონ ვიკიმედიის თემატურ შეხვედრებში (ვიკიმედიის ახალგაზრდული შეხვედრა და CEE Hub-ის ახალგაზრდული ჯგუფის შეხვედრები). ეს საუკეთესო გზაა ადგილობრივი საზოგადოების გლობალურ ვიკიმედიის პროცესებში ჩასართავად, ასევე ღირებული ინსტრუმენტია ვიკიმედიის პროექტების რედაქტორებისთვის ახალი უნარების შესაძენად და გასავითარებლად, რომლებიც შემდეგ თავიანთ გამოცდილებას ადგილობრივი საზოგადოების სხვა წევრებს უზიარებენ.

ორგანიზაციის სტრატეგიული გეგმის შესაბამისად, ამ ყოველწლიური გეგმის განხორციელებასთან ერთად, შეგვიძლია შევიტანოთ შესწორებები საზოგადოების მდგრადი განვითარების მიზნით.

ადვოკატირება

2026 წელს, ვიკიმედია საქართველო არ გეგმავს ახალი ინიციატივების დანერგვას ან არსებული პროექტების აქტიურად პოპულარიზაციას სხვადასხვა დონეზე საქართველოში. ჩვენი პრიორიტეტია 2026 წლისთვის მიმდინარე პროექტების ფონურ რეჟიმში შენარჩუნება და მათი განვითარება ვიკიმედია საქართველოს არსებული შიდა რესურსების გამოყენებით.

ვიკიმედია საქართველო ერთგული რჩება, შეისწავლოს ახალი გარე წინადადებები ამ პროგრამული ჩარჩოს ფარგლებში და ამ ინიციატივებთან დაკავშირებით უზრუნველყოფს გამჭვირვალე კომუნიკაციას საქართველოს ადგილობრივ ვიკიმედიის საზოგადოებასთან.

„ვიკიმედია საქართველო“ ერთგულად ასრულებს თავის ვალდებულებებს და გააგრძელებს სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობას გლობალური ადვოკატირების ინიციატივების შემუშავებისა და პოპულარიზაციის მიზნით. ჩვენ ვითანამშრომლებთ ვიკიმედიის სხვა ორგანიზაციებთან და ფონდ ვიკიმედიასთან „გლობალური ციფრული შეთანხმების“ (GDC) თაობაზე. გარდა ამისა, „ვიკიმედია საქართველო“ ასევე გააგრძელებს თანამშრომლობას „ვიკიმედია ევროპასთან“ საერთო ევროპულ ინიციატივათა თაობაზე.

პარტნიორობა

ვიკიმედია საქართველო გააგრძელებს პარტნიორობის განმტკიცებას ყველა არსებულ პარტნიორთან, მათ შორის GLAM-თან, საგანმანათლებლო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ასევე, ორგანიზაცია გააგრძელებს თანამშრომლობითი ქსელის გაფართოებას.

რამდენიმე წელია, ვიკიმედია საქართველო თანამშრომლობს საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან და ჩვენი მხრიდან არის მზადყოფნა, რომ ეს პარტნიორობა კიდევ უფრო განვავითაროთ. ამჟამად ბიბლიოთეკაში გვყავს აქტიური ვიკიპედიელი, რომელიც ბიბლიოთეკის რესურსები შეაქვს ქართულენოვან ვიკიპედიასა და ვიკიმონაცემებში. 2026 წელს ვგეგმავთ წინა წლებში დაწყებული პროექტების დასრულებას. გარდა ამისა, ვიკიმედია საქართველო გააგრძელებს ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლებისთვის ტრენინგების ჩატარებას ვიკიმედიის პროექტებში მუშაობის მხრივ.

ვიკიმედია საქართველო წელს გეგმავს თბილისსა და საქართველოს სხვა რეგიონებში სკოლებთან (საჯარო და კერძო) ახალი პარტნიორობის დამყარებას. ეს საშუალებას მოგვცემს, ამ სკოლების ბაზაზე ახალი ვიკიკლუბები გავხსნათ. ასევე, ვიკიმედიის პროექტებში მოვიზიდოთ ახალი მასწავლებლები.

„ვიკიმედია საქართველო“ ასევე გეგმავს ვიკიმედიის თემატურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობას, რათა შევამციროთ ქართულენოვანი ვიკიპედიისა და სხვა ქართულენოვანი პროექტების შინაარსობრივი ხარვეზები. უპირველეს ყოვლისა, ვგეგმავთ „Wikimedia Med“-თან თანამშრომლობის დაწყებას, რათა შევიმუშაოთ და შევქმნათ ახალი კონტენტი მედიცინის შესახებ ქართულენოვან ვიკიპედიაში.

ორგანიზაციული განვითარება

ვიკიმედია საქართველომ, ორგანიზაციისა და მისი თანამშრომლების, წევრებისა და მოხალისეების უნარების განვითარებაზე აქტიური მუშაობის შემდეგ, მიაღწია თავის მიზანს და გახდა ვიკიმედიის ჩაპტერი. 2025 წლის სექტემბერში, ფონდმა ვიკიმედიამ და „AffCom“-მა ვიკიმედია საქართველო ჩაპტერად აღიარეს.

ორგანიზაციის განვითარების შემდეგი ფაზა ფოკუსირებულია ადგილობრივი საზოგადოების გაძლიერებასა და საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდაზე. ძლიერი და ჩართული საზოგადოება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩაპტერის გრძელვადიანი წარმატებისთვის. ვიკიმედია საქართველო გეგმავს ინვესტიციის ჩადებას თავისი მოხალისეებისა და წევრების ტრენინგებსა და უნარების განვითარებაში. ორგანიზაცია ასევე გეგმავს, შესთავაზოს სემინარები დახვეწილი რედაქტირების, პროექტების მართვისა და საზოგადოების ლიდერობის შესახებ. ორგანიზაცია ასევე იმუშავებს ახალბედებისთვის უფრო ინკლუზიური და კეთილგანწყობილი გარემოს შესაქმნელად.

ჩაპტერი შეიმუშავებს ახალ სტრატეგიულ გეგმას, რომელიც განსაზღვრავს ვიკიმედიის მოძრაობის სამომავლო საქმიანობისა და განვითარების ფოკუსს საქართველოში. ამ სამუშაოს დასრულებას 2025 წლის აგვისტოსთვის ვგეგმავთ.

ამ სტრატეგიულ სფეროებზე ფოკუსირებით, ვიკიმედია საქართველო მიზნად ისახავს განამტკიცოს თავისი როლი, როგორც გლობალური ვიკიმედიის მოძრაობის მთავარი კონტრიბუტორისა და ამავდროულად განაგრძოს საქართველოში ცოცხალი და მდგრადი თავისუფალი ცოდნის ეკოსისტემის შექმნა.



ვიკიმედია საქართველო