ვიკიმონაცემების და ვიკიწყაროს ტრენინგი 2022

ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი გვერდიდან
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

„ვმ საქართველოს“ ორგანიზებით, 2022 წლის 17-18 დეკემბერს გაიმართება ვიკიმონაცემებისა და ვიკიწყაროს ტრენინგ-დღეები ვიკიპედიის რედაქტორებისთვის. ტრენინგი გათვლილია ვიკიმედიის როგორც ახალბედა, ისე გამოცდილი რედაქტორებისთვის, რომლებსაც სურთ გაუმჯობესონ ცოდნა ვიკიმონაცემებსა და ვიკიწყაროში მუშაობაში. ტრენინგს გაუძღვებიან ვიკიმედიის ადგილობრივი ენთუზიასტები. ღონისძიება ჩატარდება ადგილზე, პირისპირ. ტრენინგების დასრულების შემდეგ, შესაძლებელი იქნება ვიდეოჩანაწერის გაცნობა. დასწრებისთვის შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა ან მოგვწერეთ ელ-ფოსტაზე: info(_AT_)wikimedia.ge.

მიზანი

ვიკიმედიის პროექტებში კონტენტის გაუმჯობესება, განსაკუთრებით ვიკიპედიაში, ვიკიმონაცემებსა და ვიკისაწყობში, „ვმ საქართველოს“ სტრატეგიული ამოცანა და გამოწვევაა. კონტენტის ხარისხის გაუმჯობესებას ისეთ პროექტებში, როგორიც არის ვიკიმონაცემები, ესაჭიროება შესაბამისი ცოდნა. გამომდინარე აქედან, გარდა პროექტის ხარისხის გაუმჯობესებისა, გვსურს, რომ გავაუმჯობესოთ იმ კონტრიბუტორთა (მონაწილეთა) უნარებიც, რომლებიც ამ პროექტში მუშაობით არიან დაინტერესებული. ამ მიზნით ტარდება ამ სახის ღონისძიებები ყველა დაინტერესებული პირისთვის. ამას გარდა, „ვმ საქართველოს“ მიზანია, რაც შეიძლება მალე მოხდეს ვიკიმედიის კიდევ ერთი პროექტის, ვიკიწყაროს ქართულენოვანი ვერსიის გაშვება, რომელიც უკვე წლებია, ინკუბატორში მუშავდება. შესაბამისად, საჭირო იქნება პოტენციურ რედაქტორთათვის შესაბამისი უნარების სწავლება.

ღონისძიებაზე დასწრების წინაპირობა

ტრენინგებში სრულფასოვანი ჩართულობისთვის, ძლიერ რეკომენდებულია, რომ მონაწილეს თან ჰქონდეს ლეპტოპი/პლანშეტი.

დრო და ადგილი

  • დრო: 17 და 18 დეკემბერი, 12:00-დან 15:00 საათამდე.
  • ადგილი: ილია ჭავჭავაძის გამზ. 37, აქსის თაუერსი,Terminal Towers, თბილისი.