ვიკიპედიის დაბადების დღე 2022

ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი გვერდიდან
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

2022 წლის 16 იანვარს გაიმართება „ვმ საქართველოს“ მიერ ორგანიზებული ვიკიპედიის 21-ე დაბადების დღის აღსანიშნავი ღონისძიება. დასწრებისთვის მოგვწერეთ ელ-ფოსტაზე: info(_AT_)wikimedia.ge.

იდეა

ვიკიპედია არის მრავალენოვანი, თავისუფალი ვიკი-ენციკლოპედია. გაეშვა 2001 წლის 15 იანვარს, როგორც ინგლისურენოვანი პროექტი ონლაინ-ენციკლოპედიისა, რომელშიც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შეიტანოს ცვლილებები და დამატებები. პროექტს მართავს ამერიკული არაკომერციული ფონდი ვიკიმედია.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ქართული ვიკიპედიის განვითარება და მისი პოპულარიზება ვიკიმედიის სხვა პროექტებთან ერთად. ამ მიზნის მისაღწევად ჩვენ ვიყენებთ სხვადასხვა გზებს, ერთ-ერთი ასეთია საჯარო ღონისძიებების გამართვა, რომლის ფარგლებში ჩვენ ჩავატარებთ ვიკიპედიის დაბადების დღის ღონისძიებას.

ღონისძიებაზე დასწრების წინაპირობა (Covid-19 რეგულაცია)

ქვეყანაში და მსოფლიოში მიმდინარე კოვიდპანდემიიდან და რეგულაციებიდან გამომდინარე, in-person (პირადი მონაწილეობა) ღონისძიებაზე დასწრების მსურველებმა უნდა გაითვალისწინონ:

  1. ღონისძიებაზე დასწრება დასაშვებია მონაწილეთა 72 საათით ადრე PCR ტესტის ან 24 საათით ადრე სწრაფი ანტიგენის ტესტირების საფუძველზე.
  2. ღონისძიებაზე დასწრება დასაშვებია, PCR ტესტის ან/და სწრაფი ანტიგენის ტესტის გარეშე, თუ სრული ვაქცინაციიდან გასულია მინიმუმ 14 დღე და მონაწილეს გააჩნია მწვანე კოვიდპასპორტი.

In-person ღონისძიების მონაწილეს მოთხოვნის საფუძველზე „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი“ დაფარავს მონაწილის პი-სი-არ (PCR) ან ანტიგენ ტესტის საფასურს. დეტალებზე გთხოვთ დაგვიკავშირდეთ info(_AT_)wikimedia.ge


დრო და ადგილი

2022 წლის 16 იანვარი (კვირა), 12:00 საათი. ტერმინალი აბაშიძე, ირაკლი აბაშიძის ქ. #34, თბილისი.

სურათები ღონისძიებიდან