ვიკიპედიის დაბადების დღე 2026
|
2026 წლის 18 იანვარს, „ვიკიმედია საქართველოს“ ორგანიზებით, ვიკიპედიის 25-ე დაბადების დღის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართება. დასწრებისთვის მსრუველებს, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია. იდეავიკიპედია არის მრავალენოვანი, თავისუფალი ვიკი-ენციკლოპედია. გაეშვა 2001 წლის 15 იანვარს, ინგლისურენოვანი ონლაინ-ენციკლოპედიის პროექტის სახით, რომელშიც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შეიტანოს ცვლილებები და დამატებები. პროექტს მართავს ამერიკული არაკომერციული „ფონდი ვიკიმედია“. 2003 წლის ნოემბერში, ვიკიპედიის განყოფილება ქართულ ენაზეც გაეშვა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ქართული ვიკიპედიის განვითარება და მისი პოპულარიზება ვიკიმედიის სხვა პროექტებთან ერთად. ამ მიზნის მისაღწევად, ჩვენ სხვადასხვა გზებს ვიყენებთ; ერთ-ერთი ასეთია ვიკიპედიის დაბადების დღის აღნიშვნის საჯარო ღონისძიება. ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ედიტათონი (Edit-a-thon) — მონაწილეები ადგილზე, ქართულ ვიკიპედიაში შექმნიან ერთ ან მეტ სტატიას, სურვილისამებრ. „ვიკიმედია საქართველო“ მონაწილეებს გაუმასპინძლდება ლანჩით და სადღესასწაულო ტორტით.
|
