ვმ საქართველო/გადაწყვეტილებები/UG-GE-BT №2019-011

ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი გვერდიდან
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი


ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი




„ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ „ლოგოს დამტკიცების და მისი გამოყენების შესახებ“ გადაწყვეტილება


თბილისი, საქართველო
2019
UG-GE-BT №2019-011





მუხლი 1.

ზოგადი დებულებები

წინამდებარე გადაწყვეტილება ადგენს „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ ოფიციალური ლოგოს და მისი გამოყენების წესებს, რომელიც ატარებს სავალედებულო ხასიათს.

მუხლი 2.

ლოგო

„ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ („ორგანიზაცია“) ლოგო წარმოადგენს „ფონდ ვიკიმედიის“ ლოგოს ადაპტაციას და ეყრდნობა „ფონდ ვიკიმედიის“ საბრენდო პოლიტიკას. ლოგო არის შავი ფერის, მრგვალი და შედგება 4 ელემენტისგან. ლოგო ასევე შეიცავს „ორგანიზაციის“ ინგლისურენოვან დასახელებას, რომელიც არის: „Wikimedia Georgia Community User Group“. ლოგოს ოფიციალური ვერსია მიმაგრებულია ამ დოკუმენტს დანართის სახით (იხ. დანართი 1).

მუხლი 3.

ლოგოს გამოყენება

3.1. „ორგანიზაციის“ ლოგო შეიძლება გამოიყენებოდეს ამავე „ორგანიზაციის“:

ა) ყველა სახის ოფიციალური გადაწყვეტილებებსა და დოკუმენტებზე;

ბ) სერტიფიკატებსა და სხვა სახის ბარათებზე;

გ) ბეჭდებსა და შტამპებზე;

დ) ბლანკებსა და წერილებზე;

ე) სტიკერებზე, სტენდებზე, კალენდრებზე, კალმებზე, ბლოკნოტებსა და სხვა სახის საკანცელარიო ნივთებზე;

ვ) შენობებზე, ფართებზე და საოფისე სივრცეში.

3.2. სხვა სახის ნივთებზე, დოკუმენტებზე ან რაიმე ობიექტზე გამოყენებისთვის საჭიროა ნებართვა, რომელსაც გასცემს „ორგანიზაციის“ თავმჯდომარე.

მუხლი 4.

შეზღუდვები

4.1. „ორგანიზაციის“ ლოგო არ შეიძლება გამოიყენებოდეს კომერციული მიზნებისთვის ან სხვა სახის ბიზნეს საქმიანობის მიზნით, საიდანაც შეიძლება ფულადი მოგების მიღება.

4.2. „ორგანიზაციის“ ლოგო ვრცელდება შესაბამისი ლიცენზიით (CC BY-SA 3.0), შესაბამისად ამ ლიცენზიის გარეთ მისი გამოყენება არ შეიძლება.

4.3. „ორგანიზაციის“ ლოგოს გამოყენება პირადი, პოლიტიკური ან სხვა სახის მიზნებისთვის, რაც „ორგანიზაციის“ წესდებასთან მოდის შეუთავსებლობაში, იზღუდება.

მუხლი 5.

დასკვნითი დებულებები

5.1. „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის ლოგოს დამტკიცების და მისი გამოყენების შესახებ“ გადაწყვეტილება ძალაში შედის ორგანიზაციის თავმჯდომარის ხელმოწერისა და „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ სამეურვეო საბჭოს შესაბამისი ოქმის გამოქვეყნებისთანავე.

5.2. „ორგანიზაციის“ ლოგოს გამოყენება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად ძალაში შედის 2020 წლის 1 იანვრიდან.

5.3. ამ გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის უფლება აქვს „ორგანიზაციის“ თავმჯდომარეს, „ორგანიზაციის“ სამეურვეო საბჭოს და საერთო ფორუმის ნებართვის გარეშე.



ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის

თავმჯდომარე

[ხელმოწერა] მეჰმან იბრაგიმოვი
ორგანიზაციის მრგვალი ბეჭედი