ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი გვერდიდან
ვიკიპედიის აზიის თვე
შეფასების სქემა
ქულა
|
მოთხოვნა
|
1
|
სტატია აკმაყოფილებს მინიმალურ მოთხოვნებს: 1) სტატიის ზომა შეადგენს მინიმუმ 3 000 ბაიტს და სიტყვათა რაოდენობა არის 300; 2) სტატია შექმნილია 2020 წლის 1 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით; 3) სტატიას გააჩნია მინიმუმ ერთი სანდო წყარო (ეს შეიძლება იყოს ლიტერატურის, ინტერნეტ-რესურსის ან სქოლიოს სახით); 4) სტატიას არ გააჩნია პრობლემური თარგი; 5) სტატია სტილისტურად და ენობრივად გამართულია; 6) სტატია კავშირშია აზიის რეგიონთან.
|
2
|
1) სტატიაში სიტყვების რაოდენობა 350 ან მეტია; 2) სტატიას გააჩნია ორი ან ორზე მეტი სანდო წყარო (ეს შეიძლება იყოს ლიტერატურის, ინტერნეტ-რესურსის ან სქოლიოს სახით); 3) სტატია სტილისტურად და ენობრივად სრულად გამართულია; 4) სტატიაში მითითებულია 1 ან 1-ზე მეტი კატეგორია; 5) სტატია კავშირშია აზიის რეგიონთან.
|
3
|
1) სტატიაში სიტყვების რაოდენობა 400 ან მეტია; 2) სტატიას გააჩნია ოთხი ან ოთხზე მეტი სანდო წყარო (ეს შეიძლება იყოს ლიტერატურის, ინტერნეტ-რესურსის ან სქოლიოს სახით); 3) სტატია სტილისტურად და ენობრივად უნაკლოა; 4) სტატიაში მოცემულია ინფოდაფა და ფოტო(ებ)ი; 5) სტატიაში მითითებულია 2 ან 2-ზე მეტი კატეგორია; 5) სტატია კავშირშია აზიის რეგიონთან.
|
- თუ სტატია მოთხოვნილი კრიტერიუმების უმრავლესობას (მათ შორის აუცილებლად სიტყვების რაოდენობას) აკმაყოფილებს, სტატიის შეფასებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ჟიური და მას შეუძლია იგი შეაფასოს მის ხელთ არსებული უმაღლესი შეფასებით.
საბოლოო შედეგები
გამარჯვებულები
- I ადგილი: იაკობ მახარაძე
- II ადგილი: ლაურა გოტიაშვილი
- III ადგილი: MarMakhar
- IV ადგილი: Ekkatterrinna
- V ადგილი: Mariamm097