ვმ საქართველო/კონკურსები/2021/საქართველოს მეცნიერება უცხოურ ვიკიპედიაში

ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი გვერდიდან
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
საქართველოს მეცნიერება უცხოურ ვიკიპედიაში

საქართველოს მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამის - „მეცნიერების კალენდარი 2021“ - ფარგლებში, ცხადდება საქართველოს მეცნიერების შესახებ ვიკი სტატიების თარგმნის კონკურსი „საქართველოს მეცნიერება უცხოურ ვიკიპედიაში“.

კონკურსის მიზანია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეცნიერების პოპულარიზაციის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ვიკიკონკურსების შედეგად შექმნილი, სანდო წყაროებზე დაფუძნებული მასალების თარგმნის გზით, ხელი შეუწყოს საქართველოს სამეცნიერო დარგების, სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა, მათი მიღწევებისა და საქართველოს მეცნიერების თვალსაჩინო წარმომადგენელთა შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას ინგლისურ ენაზე და საქართველოს მეცნიერების შესახებ საერთაშორისო საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას.

კონკურსი ხორციელდება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ვიკიმედიის ქართულ ჯგუფს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ.

კონკურსის გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სხვადასხვა პრიზებით. შეფასების სქემის სანახავად გადადით ბმულზე



ახალი სტატიის შესაქმნელად გადადით


წესები

კონკურსის პირობები
  • კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელსაც გააჩნია ვიკიპედიის პლატფორმაზე წვდომისთვის საჭირო მონაცემები.
  • საკონკურსოდ წარმოდგენილი სტატია უნდა შეესაბამებოდეს კონკურსის კრიტერიუმებს.
  • საკონკურსო სტატიებს ღია კონკურსის წესით განიხილავს და გამარჯვებულებს გამოავლენს საკონკურსო კომისია.
  • კონკურსანტი დარეგისტრირებული უნდა იყოს ვიკიპედიაში.
  • ყოველი კონკურსანტი მონაწილეობს მხოლოდ ერთი ანგარიშით.
  • მონაწილეს ანგარიშზე მიბმული უნდა ჰქონდეს ელექტრონული ფოსტის მისამართი.
საკონკურსოდ წარმოდგენილი სტატია უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს
  • თარგმანი უნდა წარმოადგენდეს ვიკი კონკურსების - „ქართველოლოგია ვიკიპედიაში“ და „საქართველოს მეცნიერება ვიკიპედიაში“ - ფარგლებში შექმნილი სტატიების ინგლისურენოვან თარგმანს (სათარგმნი სტატიების სრული სია იხილეთ შემდეგ ბმულებზე: „ქართველოლოგია ვიკიპედიაში 2021-ის სტატიები“; „ქართველოლოგია ვიკიპედიაში 2021-ის გაუმჯობესებული სტატიები“; „საქართველოს მეცნიერება ვიკიპედიაში 2021-ის სტატიები“; „საქართველოს მეცნიერება ვიკიპედიაში 2021-ის გაუმჯობესებული სტატიები“.
  • კონკურსის ფარგლებში შექმნილი ახალი ან გაუმჯობესებული თარგმანი შექმნილი / გაუმჯობესებული უნდა იყოს კონკურსანტის მიერ 2021 წლის 10 ნოემბრიდან 2021 წლის 10 დეკემბრამდე (18:00 სთ.) პერიოდში.
  • თარგმანის მოცულობა უნდა იყოს სულ მცირე 3 000 ბაიტი და შედგებოდეს არანაკლებ 300 სიტყვისაგან.
  • თარგმანი უნდა აკმაყოფილებდეს ვიკიპედიის საბაზისო კრიტერიუმებს.
  • საკონკურსო მასალა უნდა იყოს არსებული ქართული წყაროს ზუსტი ინგლისურენოვანი თარგმანი, თარგმანს მითითებული უნდა ჰქონდეს სათანადო აკადემიური წყაროები; საეჭვო ან ურთიერთგამომრიცხავი წინადადებები გამყარებული უნდა იყოს შესაბამისი წყაროთი.
  • საკონკურსო მასალა არ უნდა იყოს მანქანური თარგმანი და დაწერილი უნდა იყოს სტილისტურად გამართული ენით.
  • თარგმანი უნდა იყოს უნაკლო (ვიკიპედიის წესებთან შესაბამისი ფორმატირება (ვიკიფიცირება), წყაროების გამოყენება და ციტირების წესები, კატეგორიებისა და თარგების სათანადო გამოყენება, ილუსტრირება) კონკურსის დასრულებისთვის.
  • სტატიის თარგმანს არ უნდა ჰქონდეს მთლიანად სიის ან ჩამონათვალის სახე.
  • სტატია უნდა იყოს ინფორმაციული.
  • დაუშვებელია პლაგიატი – თარგმანი სრულ შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს ქართულენოვან წყაროსთან, შინაარსობრივად და სტილისტურად.
  • კონკურსში არ დაიშვება სტატიები, რომლებიც არ შეესაბამება კონკურსების მიზნებისათვის დადგენილ მოთხოვნებს ან შეიცავს ყალბ ინფორმაციას.
  • აღნიშნული სქემა მოქმედებს გაუმჯობესებული სტატიების თარგმანებზეც. ზემოთ მითითებული კრიტერიუმების თანახმად დაითვლება მხოლოდ მომხმარებლის მიერ კონკურსის ფარგლებში შეტანილი წვლილი.
საკონკურსო განაცხადების შეფასება
  • საბოლოო გადაწყვეტილებას ამა თუ იმ სტატიის მიღების ან უარყოფის შესახებ იღებს საკონკურსო კომისია.
  • საკონკურსო კომისია აფასებს თითოეულ ნამუშევარს ზემოთ წარმოდგენილი საკონკურსო მოთხოვნებისა და კრიტერიუმების მიხედვით.
  • კომისიის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ ექვემდებარება გასაჩივრებას.
  • კომისიას შეუძლია აუკრძალოს კონკურსში მონაწილეობა კონკრეტულ მომხმარებელს ე. წ. „სამართლიანი თამაშის“ წესების დარღვევის გამო, რაშიც იგულისხმება 24 საათის განმავლობაში მომხმარებლის მიერ იმაზე ბევრად მეტი სტატიის შექმნა, რაც შეუძლებელია გონივრულ დროში (განსაკუთრებით ბოლო ერთი დღის განმავლობაში, კონკურსის დასკვნით ეტაპზე). კომისიას შეუძლია აუკრძალოს კონკურსში მონაწილეობა იმ მომხმარებელს, რომელიც მასობრივად წინასწარ გამზადებულ სტატიებს ატვირთავს. კომისიას შეუძლია აუკრძალოს კონკურსში მონაწილეობა კონკურსანტს კონკურსის ნებისმიერ ეტაპზე და ყველა იმ შემთხვევაში, რომელიც, კომისიის მოსაზრებით, ეწინააღმდეგება სამართლიანი თამაშის წესს.

ნომინაციები

კონკურსი ითვალისწინებს საქართველოს მეცნიერების თემაზე შექმნილი ან გაუმჯობესებული საუკეთესო ვიკი სტატიების გამოვლენასა და გამარჯვებულთა დაჯილდოებას, შემდეგი ნომინაციების მიხედვით:

  • კონკურსის ფარგლებში ქართველოლოგიის დარგებისა და მათი მიღწევების შესახებ შექმნილი / გაუმჯობესებული სტატიის საუკეთესო ინგლისურენოვანი თარგმანი.
  • კონკურსის ფარგლებში ქართველოლოგი მეცნიერის შესახებ შექმნილი / გაუმჯობესებული სტატიის საუკეთესო ინგლისურენოვანი თარგმანი.
  • კონკურსის ფარგლებში ქართული ხელნაწერ(ებ)ის შესახებ შექმნილი / გაუმჯობესებული სტატიის საუკეთესო ინგლისურენოვანი თარგმანი.
  • კონკურსის ფარგლებში საქართველოს სამეცნიერო დარგების, სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა და მათი მიღწევების შესახებ შექმნილი /გაუმჯობესებული სტატიის საუკეთესო ინგლისურენოვანი თარგმანი.
  • კონკურსის ფარგლებში საქართველოს მეცნიერების თვალსაჩინო წარმომადგენელთა შესახებ შექმნილი /გაუმჯობესებული სტატიის საუკეთესო ინგლისურენოვანი თარგმანი.

საპრიზო ფონდი

თითოეულ ნომინაციაში გამოვლინდება 1 გამარჯვებული სტატია, სულ - 5 გამარჯვებული თარგმანი, რომელთა ავტორებსაც გადაეცემათ ერთჯერადი ფულადი ჯილდო 500 ლარის ოდენობით.

კონკურსის ვადები

  • საკონკურსო განაცხადები მიიღება 2021 წლის 10 ნოემბრიდან 2021 წლის 1 დეკემბრის 18:00 საათამდე;
  • გამარჯვებულები გამოვლინდება 2021 წლის 19 დეკემბერს.

კონკურსთან დაკავშირებული საკითხების დასაზუსტებლად, სტატიის შესაქმნელად საჭირო ელექტრონული რესურსებისა და დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს.

  • ელფოსტა: exb.edu@manuscript.ac.ge
  • საკონტაქტო პირები:
    • ნესტან ბაგაური (T. 599 899 635)
    • მანანა ღვინერია (T. 555 409 088)

კოორდინატორები

ჟიური

ორგანიზატორები

ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
contests(_AT_)wikimedia.ge