ვმ საქართველო/მემორანდუმები/2021/ვმ საქართველო & განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი გვერდიდან
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

„ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფსა“ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის მიზანია თანამშრომლობა ვიკიმედიის ქართულენოვანი პროექტების, ძირითადად ვიკიპედიის პოპულარიზაციისა და განვითარების მიმართულებით.

მემორანდუმის ფარგლებში, ქართულ ვიკიპედიაში ჩატარდება რამდენიმე პროექტი სხვადასხვა თემაზე; მათ შორის იქნება ქართველოლოგია, ქართველი მეცნიერები და ა. შ.

ვმ საქართველო უზრუნველყოფს შესაბამის ტრენინგებს, რომლის ფარგლებშიც, პროექტებში მონაწილეობის მსურველები გაეცნობიან ვიკიპედიის სტატიების სპეციფიკას, შეისწავლიან ვიკიპედიაში მუშაობას.

კონკურსების გამარჯვებულებისთვის შესაბამის პრიზებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უზრუნველყოფს.

„ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი“ მიესალმება ვიკიპედიითა და მისი გამდიდრებით სამინისტროს დაინტერესებას და აქვს იმედი, რომ მემორანდუმი სათანადოდ აისახება საქართველოში ვიკიმედიის პროექტების განვითარებასა და ხარისხზე.

14 აპრილი, 2021, თბილისი.