ვმ საქართველო/სამეურვეო საბჭოს წევრების მიმართ მოთხოვნები

ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი გვერდიდან
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი


„ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის სამეურვეო საბჭოს წევრების მიმართ მოთხოვნების შესახებ“ გადაწყვეტილება


თბილისი, საქართველო
2019
UG-GE-BT №2019-010





მუხლი 1.

ზოგადი დებულებები

წინამდებარე გადაწყვეტილება „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის სამეურვეო საბჭოს წევრების მიმართ მოთხოვნების შესახებ“ ეყდნობა „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ წესდებას. გადაწყვეტილება მიღებულია ამავე წესდების „მე-8 მუხლის“ (ორგანიზაციის სამეურვეო საბჭო) შესაბამისად.

ამ გადაწყვეტილებით დგინდება მოთხოვნები „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ სამეურვეო საბჭოს კანდიდატების და წევრების მიმართ, რომელიც არეგულირებს სამეურვეო საბჭოს წევრების საქმიანობას.

მუხლი 2.

მოთხოვნები სამეურვეო საბჭოს წევრის მიმართ

2.1. სამეურვეო საბჭოს წევრი უნდა იყოს საქართველოს სრულწლოვანი მოქალაქე, ისევე როგორც უცხო ქვეყნის სრულწლოვანი მოქალაქე და/ან საქართველოს სრულფასოვანი მოქალაქეობის არმქონე სრულწლოვანი პირი, რომელიც საქართველოში კანონიერად ცხოვრობს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამას მოითხოვს საქართველოს კანონები.

2.2. სამეურვეო საბჭოს წევრი უნდა გაეცნოს და დაიცვას ორგაზაციის წესდებას, იზიარებდეს და იცავდეს ორგანიზაციის წესდებით გათვალისწინებულ უფლებებსა და მოვალეობებს.

2.3. სამეურვეო საბჭოს წევრი უნდა სრულიად იზიარებდეს და ეთანხმებოდეს ორგანიზაციის მიზნებსა და ამოცანებს.

2.4. სამეურვეო საბჭოს წევრი ვალდებულია დაესწროს საბჭოს სხდომებს, თუმცა მას შეუძლია საპატიო მიზეზით (ოჯახური მიზეზები, ავადმყოფოფა, პატიმრობა) გააცდინოს იგი. გაცდენების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს წლის (ერთი) განმავლობაში ჩატარებული საბჭოს სხდომების 50%-ს.

2.5. სამეურვეო საბჭოს წევრი უნდა ესწრებოდეს როგორც საბჭოს ფიზიკურ სხდომებს, ისე დისტანციურს (ვიდეო ზარი).

მუხლი 3.

შეზღუდვები სამეურვეო საბჭოს წევრის მიმართ

3.1. ორგანიზაციის სამეურვეო საბჭოს წევრს ეზღუდება პირადი ინიციატივით ნებისმიერ საკითხზე ორგანიზაციის სახელით საუბარი და ორგანიზაციის პოზიციის დაფიქსირება (ყველა სახის სივრცეში), თუ ორგანიზაციის პოზიცია არ არის განხილული და დამტკიცებული საბჭოს სხდომაზე.

3.2. ორგანიზაციის სამეურვეო საბჭოს წევრს ეზღუდება ერთპიროვნული დირექტივების გაცემა საბჭოს ან ორგანიზაციის სახელით.

მუხლი 4.

სამეურვეო საბჭოს წევრის სტატუსის შეჩერება

4.1. ორგანიზაციის სამეურვეო საბჭოს წევრს სტატუსი შეიძლება შეუჩერდეს, თუ მან:

4.1.1. დაარღვია „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ წესდება;

4.1.2. არ დაესწრო სამეურვეო საბჭოს სხდომების 50%-ს ან მეტს;

4.1.3. არ დაიცვა „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის სამეურვეო საბჭოს წევრების მიმართ მოთხოვნების შესახებ“ გადაწყვეტილების „3.1.“ და „3.2.“ მუხლი.

4.1.4. თავისი მოქმედებებით ხელს უშლის „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ საერთო ფორუმის, სამეურვეო საბჭოს, თავმჯდომარის, აღმასრულებელი კომიტეტებისა და ორგანიზაციის საქმიანობას.

4.2. ასევე, სამეურვეო საბჭოს წევრის სტატუსი შეიძლება შეჩერდეს და გაირიცხოს ორგანიზაციიდან, „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ წესდების „5.14.2.“ და „5.14.3.“ მუხლის შესაბამისად.

4.3. სამეურვეო საბჭოს წევრის სტატუსის შეჩერებას და ორგანიზაციიდან გარიცხვის საკითხს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ სამეურვეო საბჭო (იმ წევრის გამოკლებით, რომლის წინააღმდეგ მიმდინარეობს დავა).

4.3. სამეურვეო საბჭოს წევრის სტატუსის შეჩერება და ორგანიზაციიდან გარიცხვა ხდება სამეურვეო საბჭო წევრთა სრული რაოდენობის უმრავლესობის (50%+1) ხმით (იმ წევრის ხმის გამოკლებით, რომლის წინააღმდეგ მიმდინარეობს დავა). „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ წესდების „5.13.“ მუხლის შესაბამისად.

მუხლი 5.

დასკვნითი დებულებები

5.1. „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის სამეურვეო საბჭოს წევრების მიმართ მოთხოვნების შესახებ“ გადაწყვეტილება ძალაში შედის ორგანიზაციის თავმჯდომარის ხელმოწერისა და „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ სამეურვეო საბჭოს შესაბამისი ოქმის სამეურვეო საბჭოს მოქმედი ყველა წევრის მიერ ხელმოწერისთანავე.

5.2. ეს გადაწყვეტილება დამტკიცდა „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ წესდების „8.11.14.“ მუხლის შესაბამისად.

5.3. ამ გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა აქვს სამეურვეო საბჭოს, „ორგანიზაციის“ წესდების შესაბამისად.

დამტკიცებულია

ააიპ „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის სამეურვეო საბჭოს წევრების მიმართ მოთხოვნების შესახებ“ გადაწყვეტილება დამტკიცებულია სამეურვეო საბჭოს 2019 წლის 28 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №2019-01).



ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი

სამეურვეო საბჭო

ოქმი №2019-01
28/10/2019
[ხელმოწერა] მეჰმან იბრაგიმოვი
[ხელმოწერა] მიხეილი ჭაბუკაშვილი
[ხელმოწერა] ჯაბა ლაბაძე
[ხელმოწერა] მიხეილ ჩხიკვაძე
[ხელმოწერა] დავით ასრიაშვილი
ორგანიზაციის მრგვალი ბეჭედი