ვიკიმედია საქართველო/სამეურვეო საბჭო/არჩევნები/2019

ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი გვერდიდან
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი


ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი




სამეურვეო საბჭოს არჩევნები
2019




შესავალი

ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის სამეურვეო საბჭოს არჩევნები, ორგანიზაციის წესდების თანახმად ტარდება ორ წელიწადში ერთხელ, სადაც ირჩევა საბჭოს 3 წევრი, 2 წლის ვადით.

2019 წლის სამეურვეო საბჭოს არჩევნები ჩატარდება 22 დეკემბერს, ხოლო არჩეული წევრების მანდატის ვადა აქტიური იქნება 2021 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით.

კანდიდატები

1

იაკობ მახარაძე ვმ საქართველო
ქართული ვიკიპედიის რედაქტორი 2016 წლიდან. გაიმარჯვა ვმ საქართველოს მიერ ორგანიზებულ რამდენიმე კონკურსში, არის ქართული ვიკი-საზოგადოების აქტიური წევრი. არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი.

Email: info(_AT_)wikimedia.ge

2

გიორგი მელაშვილი ვმ საქართველო
10 წელზე მეტია არის ქართული ვიკიპედიის რედაქტორი. ქართული ვიკისაზოგადოების აქტიური წევრი. თავისუფალი უნივერსიტეტის კურსდამთავრებული და ევროპულ-ქართული ინსტიტუტის ხელმძღვანელი.

Email: info(_AT_)wikimedia.ge

3

მარიამ ქვარცხავა ვმ საქართველო
სამ წელზე მეტია არის ქართული ვიკიპედიის რედაქტორი, 2016 წლის 18 ივნისიდან ეწევა მოხალისეობრივ საქმიანობას და ამ ეტაპისთვის დაწერილი აქვს 320 სტატიაზე მეტი. არის ვმ საქართველოს რამდენიმე კონკურსის გამარჯვებული.

Email: info(_AT_)wikimedia.ge

შედეგები

არჩევნების შედეგად ვმ საქართველოს სამეურვეო საბჭოს წევრებად აირჩიეს:

  1. იაკობ მახარაძე (15 მომხრე; 1 თავი შეიკავა).
  2. გიორგი მელაშვილი (16 მომხრე).
  3. მარიამ ქვარცხავა (16 მომხრე).

ვმ საქართველო