ვიკიმედია საქართველო/სამეურვეო საბჭო/ოქმები/2022/2022-02

ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი გვერდიდან
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

12.08.2022
დისტანციურად





ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის სამეურვეო საბჭოს კრების ოქმი №2022-02
(არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი“ [ს/ნ 400272110])





კრებას ესწრებოდნენ

  • მეჰმან იბრაგიმოვი // სტატუსი კრებაზე – დამფუძნებელი წევრი; სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე.
  • დავით ასრიაშვილი // სტატუსი კრებაზე – დამფუძნებელი წევრი; სამეურვეო საბჭოს წევრი.
  • მიხეილ ჩხიკვაძე // სტატუსი კრებაზე – დამფუძნებელი წევრი; სამეურვეო საბჭოს წევრი.
  • იაკობ მახარაძე // სტატუსი კრებაზე – სამეურვეო საბჭოს წევრი.
  • გიორგი მელაშვილი // სტატუსი კრებაზე – სამეურვეო საბჭოს წევრი.

დღის წესრიგი

  1. „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ თავმჯდომარის ვადის 1 წლის ვადით გახანგრძლივება.
  2. „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფში“ ახალი წევრის მიღება.
  3. ფონდ ვიკიმედიის აფილიაციის კომიტეტში, „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ ჩაპტერის სტატუსისთვის განაცხადის წარდგენის პროცესის მიმდინარეობა.
  4. ვიკიმანია 2022.
  5. ბაქოში დაგეგმილი ვიკიმანიის შეხვედრა.
  6. „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ 2021-23 წლის სტრატეგიულ გეგმაში ცვლილებების შეტანის საკითხი.

კრებამ იმსჯელა / დაადგინა

  • „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ სამეურვეო საბჭომ, ერთხმად მხარი დაუჭირა ორგანიზაციის თავმჯდომარის თანამდებობაზე მეჰმან იბრაგიმოვის ვადის 1 წლის გახანგრძლივებას და მისი ვადა დასრულდეს 2023 წლის 1 აგვისტოს.
  • „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ სამეურვეო საბჭომ, ერთხმად დაამტკიცა ორგანიზაციაში აკაკი ბალანძივაძის გაწევრიანება.
  • ფონდ ვიკიმედიის აფილიაციის კომიტეტში, „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ ჩაპტერის სტატუსისთვის განაცხადის წარდგენის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ამჟამად, ორგანიზაციის ადმინისტრაცია ავსებს სპეციალური განაცხადის ფორმას აფილიაციის კომიტეტისთვის, რის საფუძველზეც კომიტეტი დაიწყებს ორგანიზაციის სტატუსის განხილვას.
  • ვიკიმანია 2022 შედგება დისტანციურ ფორმატში, ღონისძიების თარიღებია 11-14 აგვისტო. მონაწილეობის მსურველებს შესაძლებლობა აქვთ ონლაინ თვალი ადევნონ ღონისძიებას.
  • ბაქოს ვიკიმანიის შეხვედრა წელს 13-14 აგვისტოს, ბაქოში შედგება. ღონისძიებაზე მონაწილეობის მსურველებს შესაძლებლობა აქვთ ონლაინ ჩაერთონ 13 აგვისტოს, ხოლო ვინც ბაქოში იმყოფება, მას ასევე ოფლაინ შეხვედრაზე დასწრების შესაძლებლობა აქვს.
  • იგეგმება „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ 2021-23 წლის სტრატეგიულ გეგმაში ცვლილებების შეტანა, რათა მასში ასახული იყოს მიმდინარე მოვლენები და შესაბამისი ცვლილებები მოხდეს ყოველწლიურ გეგმებსა და ორგანიზაციის ბიუჯეტში. სამეურვეო საბჭომ ერთხმად მხარი დაუჭირა დოკუმენტში ცვლილებების შეტანაზე. შეტანილი ცვლილებების შემდეგ, სამეურვეო საბჭო ხელახლა დაამტკიცებს სტრატეგიული გეგმის დოკუმენტს.



[ხელმოწერა] მეჰმან იბრაგიმოვი (სხდომის თავმჯდომარე)