ვიკიმედია საქართველო/სამეურვეო საბჭო/ოქმები/2022/2022-03

ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი გვერდიდან
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

23.09.2022
დისტანციურად





ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის სამეურვეო საბჭოს კრების ოქმი №2022-03
(არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი“ [ს/ნ 400272110])





კრებას ესწრებოდნენ

  • მეჰმან იბრაგიმოვი // სტატუსი კრებაზე – დამფუძნებელი წევრი; სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე.
  • დავით ასრიაშვილი // სტატუსი კრებაზე – დამფუძნებელი წევრი; სამეურვეო საბჭოს წევრი.
  • მიხეილ ჩხიკვაძე // სტატუსი კრებაზე – დამფუძნებელი წევრი; სამეურვეო საბჭოს წევრი.
  • იაკობ მახარაძე // სტატუსი კრებაზე – სამეურვეო საბჭოს წევრი.

კრებას არ ესწრებოდნენ

  • გიორგი მელაშვილი.

დღის წესრიგი

  1. „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ 2023 წლისთვის გათვლილი ბიუჯეტის პროექტი წარდგენილია ფონდ ვიკიმედიისთვის.
  2. „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ ჩაპტერის აპლიკაციაზე მუშაობა მიმდინარეობს.
  3. ვიკიმედიის ევროპული ადვოკატირების ჯგუფის და ვიკიმედია ევროპის ბრიუსელის შეხვედრა.
  4. სტამბოლის ვიკიმონაცემების კონფერენცია.
  5. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ვიკიმედიელების მაკედონიის შეხვედრა.
  6. ქართული ვიკიპედიის დაბადების დღე.

კრებამ იმსჯელა / დაადგინა

  • „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ 2023 წლის სამოქმედო გეგმის და ბიუჯეტის პროექტი წარდგენილია ფონდ ვიკიმედიისთვის, რომელიც იმსჯელებს ამის საფუძველზე ორგანიზაციისთვის ფინანსური მხარდაჭერის აღმოჩენაზე. საბოლოო პასუხი ფონდ ვიკიმედიისგან ცნობილი გახდება ამა წლის ნოემბერში.
  • „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ ადმინისტრაცია აგრძელებს ჩაპტერის სტატუსის მისაღებად საჭირო აპლიკაციის შევსების პროცესს, რომელზეც მუშაობა სავარაუდოდ ოქტომბრის ბოლოს დასრულდება.
  • ვიკიმედიის ევროპული ადვოკატირების ჯგუფის და ვიკიმედია ევროპის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა წელს დეკემბრის დასაწყისში, პირისპირ ფორმატში, ბრიუსელში გაიმართება. „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი“ , როგორც ვიკიმედია ევროპის დამფუძნებელი წევრი, იქნება წარმოდგენილი ორგანიზაციის თავმჯდომარის, მეჰმან იბრაგიმოვის სახით.
  • 2022 წლის 21-23 ოქტომბერს, სტამბოლში გაიმართება ვიკიმონაცემების კონფერენცია. საქართველოდან კონფერენციას 5 პირი დაესწრება. დაგეგმილია კონფერენციაზე „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ სახელით გამოსვლაც, სადაც საუბარი შეეხება ორგანიზაციის წარმატებულ თანამშრომლობას სახელმწიფო უწყებებთან.
  • 2022 წლის 14-16 ოქტომბერს, მაკედონიის ქალაქ ოჰრიდში გაიმართება ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ვიკიმედიელების შეხვედრა, რომელსაც დაესწრება ვიკიმედია საქართველოს ორი წარმომადგენელი. დაგეგმილის ორგანიზაციის სახელით ორი პრეზენტაციის წარდგენა. ასევე, ორგანიზაციის თავმჯდომარე, მეჰმან იბრაგიმოვი სპიკერად მიიღებს მონაწილეობას ფონდ ვიკიმედიის ადვოკატირების ჯგუფის ვორქშოფში.
  • ნოემბერში დაგეგმილია ქართული ვიკიპედიის დაბადების დღის აღნიშვნა, რომელიც სავარაუდოდ შედგება ედიტ-ა-ტონის სახით, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში. ორგანიზაციის წარმომადგენლები აქტიურად მუშაობენ ამ საკითხზე პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან.



[ხელმოწერა] მეჰმან იბრაგიმოვი (სხდომის თავმჯდომარე)