შინაარსზე გადასვლა

მოსწავლეთა ვიკიბანაკი 2025

გვერდიდან ვიკიმედია საქართველო

ვიკიბანაკი არის „ვიკიმედია სომხეთის“ პროექტი, რომელიც თავდაპირველად სომხეთში დაიწყო. პროექტი ვიკიმედიის რამდენიმე სხვა ორგანიზაციამ განახორციელა, მათ შორის, „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფმა“. ბოლო წლებში, საქართველოში რამდენიმე ვიკიბანაკი გაიმართა. პროექტის მიზანი უცვლელია — ვიკიმედიის ქართულენოვანი პროექტების განვითარება-გამდიდრება საქართველოს სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენელი მოსწავლეებისა და სტუდენტების დახმარებით. 2023 წლიდან „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი“ ბანაკებს მართავს მასწავლებლებისთვისაც.

ქართული ვიკიბანაკის მონაწილე მოსწავლეები და სტუდენტები შეისწავლიან ვიკიტექნოლოგიებს და ვიკიმედიის პროექტებში მუშაობას (ვიკიპედია, ვიკიციტატა, ვიკისაწყობი და ა. შ.). მთავარი აქცენტი გაკეთდება ვიკიპედიაში მუშაობაზე.

ვიკიბანაკის უმთავრესი მთავარი მიზანია ახალი მოხალისეების შეძენა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში. ვიკიკლუბების გახსნა და ამ გზით ვიკიპედიის კონტენტის გაზრდა.

მონაწილეები ოთხი დღის განმავლობაში იცხოვრებენ კომფორტულ სასტუმროში, სამჯერადი კვებით. სესიები გაიმართება დღის განმავლობაში. გამოცდილი ვიკიმედიელების დაკვირვების ქვეშ, დამოუკიდებლად შექმნიან და თარგმნიან სტატიებს ქართულ ვიკიპედიაში.

ორივე გზის (თბილისი-ახალციხე — ახალციხე-თბილისი) და სასტუმროში განთავსების ხარჯებს „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი“ დაფარავს.

დრო და ადგილი

დრო: 24-28 ივლისი
ადგილი: სასტუმრო „ახალციხე ინნ“ (ნახეთ რუკაზე)
ქალაქი ახალციხე, შოთა რუსთაველის ქუჩა

info-at-wikimedia.ge