ვიკიმედია საქართველო/მოხსენებები/2025/სამოქმედო/03
| იან | |
| თებ | |
| მარ | |
| აპრ | |
| მაი | |
| ივნ | |
| ივლ | |
| აგვ | |
| სექ | |
| ოქტ | |
| ნოე | |
| დეკ |
| 2025 | ||
| მარტი |

ღონისძიებები
ვიკიბანაკი
ვიკიბანაკი მასწავლებლებისთვის 2025 ბორჯომი
ვიკიბანაკი მასწავლებლებისთვის 2025 ბორჯომი
ვიკიბანაკების მიზანი ვიკიმედიის პროექტების განვითარებაა სკოლის მოსწავლეების, სტუდენტების თუ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ პროფესიონალთა დახმარებით. ამავდროულად, მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს მათ აქტიურ დასვენებას.
ბოლო წლებში, საქართველოში რამდენიმე ვიკიბანაკი გაიმართა. პროექტის მიზანი უცვლელია — ვიკიმედიის ქართულენოვანი პროექტების განვითარება-გამდიდრება საქართველოს სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენელი მოსწავლეების, სტუდენტებისა თუ პროფესიონალების დახმარებით.
2025 წლის 13–16 მარტს, „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველის ჯგუფმა“ გამართა „ვიკიბანაკი მასწავლებლებისთვის 2024 ბორჯომი“. საქართველოს სხვადასხვა სკოლის 14-მა მასწავლებელმა ოთხი დღის განმავლობაში შეისწავლა ვიკიპედიაში და ვიკიმედიის სხვა პროექტებში მუშაობის საბაზისო პრინციპები. ვიკიბანაკის მონაწილეებმა შეისწავლეს ვიკიტექნოლოგიები და ვიკიმედიის პროექტებში მუშაობა (ვიკიპედია, ვიკიციტატა, ვიკისაწყობი და ა.შ.). მთავარი აქცენტი გაკეთდა ვიკიპედიაში მუშაობაზე.
ვიკიბანაკში ასევე მონაწილეობდნენ მარნეულის განვითარებისა და განათლების ცენტრის, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისა და გეოგრაფიის ინსტიტუტის წარმომადგენლები. ამას გარდა, ვიკიბანაკში მოწვეული იყო თურქი ვიკიმედიელი და ვიკიპედიელი ჯანერ იოზიაიქჩი.
მონაწილეები ოთხი დღის განმავლობაში ცხოვრობდნენ კომფორტულ სასტუმროში, სამჯერადი კვებით. გამოცდილი ვიკიმედიელების დაკვირვების ქვეშ, მათ დამოუკიდებლად შექმნეს და თარგმნეს სტატიები ქართულ ვიკიპედიაში. სასტუმროში განთავსების, კვებისა და მგზავრობის ხარჯები „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფმა“ სრულად დაფარა.
ბანაკმა ვიკიპედიას, ვიკიციტატას, ვიკისაწყობს, ვიკიწყაროს და ვიკიდატას ახალი, გამორჩეულად მოტივირებული მოხალისეები შესძინა.
მშობლიურ სკოლებში დაბრუნების შემდეგ, შეძენილ ცოდნას ისინი საკუთარ მოსწავლეებს უზიარებენ და ასე, უწყვეტად გაგრძელდება ცოდნის ჯაჭვი.
ვიკიბანაკის მონაწილეები:
- მარიამ იაკობიშვილი — რუსთავის მე-4 საჯარო სკოლა; მოქალაქეობა
- მარიამ მენაბდე — რუსთავის მე-12 საჯარო სკოლა; მოქალაქეობა
- ხათუნა ნოზაძე — ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა და თბილისის მე-16 საჯარო სკოლა; ქიმია
- ნინო ფსუტური — გორის მე-8 საჯარო სკოლა და გიორგი მთაწმინდელის სკოლა-გიმნაზია; ბიოლოგია
- ნანა მარღანია — ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლა და სოფელ ვარციხის საჯარო სკოლა; სამოქალაქო განათლება
- ნათია ნაფეტვარიძე — თბილისის 161-ე საჯარო სკოლა; ქართული ენა და ლიტერატურა
- ქეთევან გოგალაძე — ხაშურის მე-2 და მე-5 საჯარო სკოლა; ინგლისური ენა და ლიტერატურა
- მარინე ფორჩხიძე — ზესტაფონის მე-7 საჯარო სკოლა და სოფელ კლდეეთის საჯარო სკოლა; ინგლისური ენა და ლიტერატურა
- ლია გიგოლაშვილი-ტატალაშვილი — ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არალის საჯარო სკოლა და სოფელ ბენარის საჯარო სკოლა; კომპიუტერული ტექნოლოგიები
- ანა კინწურაშვილი — კერძო სკოლა „ქორალი“; მათემატიკა, სამოქალაქო განათლება
- ქრისტინე ბუთხუზი — ბესიკ ნიპარიშვილის სკოლა-გიმნაზია; ქართული ენა და ლიტერატურა
- ნინო შუხოშვილი — ყვარლის სკოლა-გიმნაზია; გეოგრაფია, სამოქალაქო განათლება
- მურმან მელქაძე — სამტრედიის პირველი საჯარო სკოლა და სოფელ ოფეთის საჯარო სკოლა; ისტორია
- შალვა მინდაძე — თბილისის 70-ე საჯარო სკოლა და ამონაშვილის აკადემია; ისტორია
- აილინ გუმბათოვა — მარნეულის განვითარებისა და განათლების ცენტრი; ქართული ენა
- აითაქინ ალახვერდიევა — მარნეულის განვითარებისა და განათლების ცენტრი
- ეკატერინე ჭელიძე — საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
- ნია კანდელაკი — გეოგრაფიის ინსტიტუტი
ვიკიგაზაფხული 2025
ვიკიგაზაფხული 2025

25 მარტს დაიწყო ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ვიკიმედიის (WMCEE) მიერ ორგანიზებული ყოველწლიური საერთაშორისო კონკურსი „ვიკიგაზაფხული“, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში შემავალი ქვეყნების შესახებ ქმნიან სტატიებს. კონკურსი 31 მაისის ჩათვლით გაგრძელდა.
ვიკიგაზაფხული მიზნად ისახავს კონსოლოდაცია გაუწიოს თავისუფალი ცოდნის შემგროვებელთა ადგილობრივ ძალებს, რათა მათ დააგროვონ და გაავრცელონ ინფორმაცია ისტორიის, კულტურის, ტრადიციებისა და მოსახლეობის შესახებ რეგიონის მასშტაბით, შედეგად კი გაიზარდოს თავისუფალი ცოდნის მასშტაბი და ხარისხი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის შესახებ, რეგიონალურ და გლობალურ დონეზე.
კონკურსში ხუთი გამარჯვებული გამოვლინდება, რომლებსაც „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი“ პრიზებს გადასცემს.
ვიკიკლუბები
სურამის ვიკიკლუბი
სურამის ვიკიკლუბი
მარტში, სურამის ვიკიკლუბის წევრებმა ვიკიპედიაში დაწერეს 416 სტატია და განავრცეს 164 სტატია კატეგორიიდან ლაზური დასახლებები თურქეთში. სტატიების თემატიკა ვიკიპედიაში იყო ძირითადად თურქეთის სოფლები, ბიოგრაფიები და ესპანეთის მუნიციპალიტეტები.
სურამის ვიკიკლუბი ემსახურება სურამის და მიმდებარე დასახლებების ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.
არალის ვიკიკლუბი
არალის ვიკიკლუბი
მარტში, არალის ვიკიკლუბის წევრებმა ვიკიპედიაში დაწერეს 6 სტატია. ვიკიპედიის სტატიების თემატიკა იყო ბიოგრაფიები და ტექნოლოგიები.
არალის ვიკიკლუბი ემსახურება სოფელ არალისა და მიმდებარე დასახლებების ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.
მარნეულის ვიკიკლუბი
მარნეულის ვიკიკლუბი
მარტში, მარნეულის ვიკიკლუბის წევრებმა ქართულ ვიკიპედიაში 8 სტატია.
ვიკიკლუბი ემსახურება ქალაქ მარნეულისა და მიმდებარე დასახლებების ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.
რუსთავის ვიკიკლუბი
რუსთავის ვიკიკლუბი
მარტში, რუსთავის ვიკიკლუბის წევრებმა ქართულ ვიკიპედიაში დაწერეს 0 სტატია. ვიკიპედიის სტატიების თემატიკა იყო სპორტი და ბიოგრაფიები.
ვიკიკლუბი ემსახურება ქალაქ რუსთავის ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.
სამტრედიის ვიკიკლუბი
სამტრედიის ვიკიკლუბი
მარტში, სამტრედიის ვიკიკლუბის წევრებმა ქართულ ვიკიპედიაში დაწერეს 32 სტატია.
ვიკიკლუბი ემსახურება ქალაქ სამტრედიისა და მისი მუნიციპალიტეტის ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.
თბილისის ვიკიკლუბი
თბილისის ვიკიკლუბი
მარტში, თბილისის ვიკიკლუბის წევრებმა ქართულ ვიკიპედიაში დაწერეს 0 სტატია.
ვიკიკლუბი ემსახურება ქალაქ თბილისის ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.
ხიდისთავის ვიკიკლუბი
ხიდისთავის ვიკიკლუბი
მარტში, ხიდისთავის ვიკიკლუბის წევრებმა ქართულ ვიკიპედიაში დაწერეს 103 სტატია. სტატიების ძირითადი თემაა ბიოგრაფიები, ისტორია.
ვიკიკლუბი ემსახურება გორის მუნიციპალიტეტის ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.


