შინაარსზე გადასვლა

ვიკიმედია საქართველო/მოხსენებები/2025/სამოქმედო/09

გვერდიდან ვიკიმედია საქართველო
იან
თებ
მარ
აპრ
მაი
ივნ
ივლ
აგვ
სექ
ოქტ
ნოე
დეკ
2025
სექტემბერი


ღონისძიებები

შეხვედრა „ვიკიპროექტ მედიცინის“ დამფუძნებელთან

9 სექტემბერს, „ვიკიმედია საქართველომ“ კანადელ ვიკიპედიელს, „ვიკიპროექტ მედიცინის“ ერთ-ერთ დამფუძნებელ ჯეიმზ ჰეილმანს უმასპინძლა. პროექტის მიზანი ვიკიპედიაში სამედიცინო თემატიკის სტატიების შექმნა და გაუმჯობესებაა.

ჯეიმზ ჰეილმანმა ქართველ ვიკიპედიელებს გაგვაცნო „ვიკიპროექტ მედიცინის“ მიზნები და ახალი ხელსაწყოები, რომლებიც გაცილებით აადვილებს ვიკიპედიაში მუშაობას. მოგვცა რჩევები, როგორ უნდა იყოს მედიცინა ვიკიპედიაში უკეთესად წარმოჩენილი.

„ვიკიმედია საქართველო“ ჩეპტერი გახდა

19 სექტემბერს, 10-წლიანი არსებობის და ვიკიმედიის ქართული საზოგადოების 22-წლიანი არსებობის ისტორიაში, საქართველოში ვიკიმედიური მოძრაობა სრულიად ახალ ეტაპზე გადავიდა — 6-წლიანი აქტიური მუშაობის შემდეგ, „ვიკიმედია საქართველოს“ ფონდ ვიკიმედიის მიერ (რომელიც ფლობს და მართავს „ვიკიპედიას“) ჩაპტერის სტატუსი მიენიჭა.

ამ ეტაპამდე მისაღწევად, ვიკიმედია საქართველომ დიდი და შრომატევადი გზა გაირა — შექმნა და განავითარა არაერთი პროგრამა და პროექტი ვიკიმედიის ქართულენოვანი პროექტებისა (პირველ რიგში ქართულენოვანი ვიკიპედიის) და ვიკიმედიის ქართულენოვანი საზოგადოებისათვის.

Wikimedi CEE Meeting 2025

26-28 სექტემბერს, საბერძნეთის ქალაქ სალონიკში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ვიკიმედიელთა ყოველწლიური შეხვედრა (Wikimedi CEE Meeting) გაიმართა.

„ვიკიმედია საქართველო“ ღონისძიებაზე ექვსი დელეგატით იყოწარმოდგენილი.

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ვიკიმედიელთა შეხვედრა ყოველ წელს რეგიონის სხვადასხვა ქალაქში იმართება. 2023 წელს ღონისძიებას თბილისმა უმასპინძლა „ვიკიმედია საქართველოს“ ორგანიზებით.

შეხვედრის მიზანია რეგიონში ვიკიპედიის და ვიკიმედიის სხვა პროექტების ხელშეწყობა, ცნობიერების ამაღლება, გამოცდილების გაზიარება, გამოწვევების წარმოჩენა და მათი გადაჭრის გზების დასახვა.

ღონისძიებაზე მოხსენებით წარსდგა „ვიკიმედია საქართველოს“ ხელმძღვანელი მეჰმან იბრაგიმოვი, რომელმაც დელეგატებს გააცნო ორგანიზაციის საქმიანობა, პროექტები, მიღწევები და გაუზიარა მდიდარი გამოცდილება ორგანიზაციის დაარსებიდან ჩაპტერად გადაქცევის გზაზე.

ვიკიკლუბები

სურამის ვიკიკლუბი

სექტემბერში, სურამის ვიკიკლუბის წევრებმა ვიკიპედიაში დაწერეს 10 სტატია. სტატიების თემატიკა ვიკიპედიაში იყო ძირითადად გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციები.

სურამის ვიკიკლუბი ემსახურება სურამის და მიმდებარე დასახლებების ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.

არალის ვიკიკლუბი

სექტემბერში, არალის ვიკიკლუბის წევრებმა ვიკიპედიაში დაწერეს 2 სტატია. სტატიების თემატიკა ვიკიპედიაში იყო გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციები.

არალის ვიკიკლუბი ემსახურება სოფელ არალისა და მიმდებარე დასახლებების ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.

მარნეულის ვიკიკლუბი

სექტემბერში, მარნეულის ვიკიკლუბის წევრებმა ქართულ ვიკიპედიაში 6 სტატია. სტატიების თემატიკა ვიკიპედიაში იყო გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციები.

ვიკიკლუბი ემსახურება ქალაქ მარნეულისა და მიმდებარე დასახლებების ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.

რუსთავის ვიკიკლუბი

სექტემბერში, რუსთავის ვიკიკლუბის წევრებმა ქართულ ვიკიპედიაში დაწერეს 5 სტატია. სტატიების თემატიკა ვიკიპედიაში იყო გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციები.

ვიკიკლუბი ემსახურება ქალაქ რუსთავის ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.

სამტრედიის ვიკიკლუბი

სექტემბერში, სამტრედიის ვიკიკლუბის წევრებმა ქართულ ვიკიპედიაში დაწერეს 10 სტატია. სტატიების თემატიკა ვიკიპედიაში იყო გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციები.

ვიკიკლუბი ემსახურება ქალაქ სამტრედიისა და მისი მუნიციპალიტეტის ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.

ხიდისთავის ვიკიკლუბი

სექტემბერში, ხიდისთავის ვიკიკლუბის წევრებმა ქართულ ვიკიპედიაში დაწერეს 33 სტატია. სტატიების თემატიკა ვიკიპედიაში იყო გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციები.

ვიკიკლუბი ემსახურება გორის მუნიციპალიტეტის ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.

თბილისის ვიკიკლუბი (55-ე სკოლა)

სექტემბერში, თბილისის 55-ე სკოლის ვიკიკლუბის წევრებმა ქართულ ვიკიპედიაში დაწერეს 37 სტატია. სტატიების ძირითადი თემატიკა ვიკიპედიაში იყო გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციები.

ვიკიკლუბი ემსახურება ქალაქ თბილისის ვაკის რაიონის ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.

კასპის ვიკიკლუბი

სექტემბერში, კასპის ვიკიკლუბის წევრებმა ქართულ ვიკიპედიაში დაწერეს 34 სტატია. სტატიების ძირითადი თემატიკა ვიკიპედიაში იყო გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციები.

ვიკიკლუბი ემსახურება კასპის მუნიციპალიტეტის ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.


ვიკიმედია საქართველო