მოხსენებები/ვმ საქართველო/2021/სამოქმედო/03/ka

ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი გვერდიდან
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
იან
თებ
მარ
აპრ
მაი
ივნ
ივლ
აგვ
სექ
ოქტ
ნოე
დეკ
2021
მარტი


ღონისძიებები

კონკურსები

WikiGap 2021 საქართველო

8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს, ქართული ვიკიპედია საერთაშორისო მარათონს, WikiGap-ს შეუერთდა. WikiGap არის პარტნიორობა ვიკიმედიის ორგანიზაციებსა და შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის, რომლის მთავარი მიზანია მონაწილეობის მრავალფეროვნობის უზრუნველყოფა და ვიკიმედიის პროექტების კონტენტში (შინაარსში) გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრა და მრავალფეროვნებაზე ზრუნვა. ერთდღიანი კონკურსი („edit-a-thon“) ქართულ ვიკიპედიაში ვმ საქართველოს ორგანიზებით ჩატარდა. კონკურსის ფარგლებში, ქართულ ვიკიპედიაში ქალების შესახებ 17-მა რედაქტორმა შექმნა 28 ახალი სტატია, სულ განხორციელდა 499 რედაქტირება.

სურათები ღონისძიებიდან

ქალები ვიკიპედიაში

15 მარტს დასრულდა კონკურსი „ქალები ვიკიპედიაში“, რომელიც ქართულ ვიკიპედიაში ერთი თვის განმავლობაში, 15 თებერვლიდან მიმდინარეობდა ვმ საქართველოს ორგანიზებით. კონკურსში მონაწილეობა 22-მა მომხმარებელმა მიიღო, სულ შეიქმნა 535 ახალი სტატია. „ვიკიმედია მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი“ კონკურსში მიღებული ქულების რაოდენობით გამარჯვებულ მონაწილეებს (ხუთი საპრიზო ადგილი) პრიზებით დააჯილდოებს.

ვიკიგაზაფხული

21 მარტს, ქართულ ვიკიპედიაში დაიწყო და 31 მაისამდე გაგრძელდება ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ვიკიმედიის (WMCEE) მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონკურსი, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებმა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში შემავალი ქვეყნების შესახებ უნდა შექმნან სტატიები. კონკურსის ადგილობრივი ორგანიზატორია ვმ საქართველო.

ვიკიკლუბები

სურამის ვიკიკლუბი

მარტში სურამის ვიკიკლუბის ბაზაზე გაიმართა 3 ტრენინგი, რომლის ფარგლებშიც ვიკიკლუბის წევრები გაეცნენ ვიკიპედიაში მუშაობის უნარ-ჩვევებს. ისწავლეს თარგების შექმნა, სქოლიოსა და წყაროს მითითება, სათაურის სხვა სახელზე გადატანა.

1-ლი მარტიდან 31 მარტის ჩათვლით, სურამის ვიკიკლუბის წევრებმა ქართულ ვიკიპედიაში სულ 595 ახალი სტატია შექმნეს; აქედან 575 სტატია ეხება ბაშკირეთის სოფლებსა და ასტურიის მუნიციპალიტეტებს; 12 სტატია დაიწერა „კავკასიური სახლისა“ და სურამის ვიკიკლუბის თანამშრომლობის, 8 სტატია კი WikiGap 2021-ის ფარგლებში.

გარდა ამისა, კლუბის წევრებმა ასევე შექმნეს 5 თარგი ბაშკირეთის რაიონების დასახლებული პუნქტების შესახებ.

სურამის ვიკიკლუბი ემსახურება სურამის და მიმდებარე დასახლებების ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.


ვმ საქართველო