შინაარსზე გადასვლა

200 000 სტატია ქართულ ვიკიპედიაში

გვერდიდან ვიკიმედია საქართველო

2026 წლის 25 ოქტომბერს „ვიკიმედია საქართველოს“ ორგანიზებით გაიმართება ღონისძიება, რომლითაც აღვნიშნავთ ქართულ ვიკიპედიაში 200 000 სტატიის მიღწევას.

იდეა

2026 წლის 9 ოქტომბერს ქართულ ვიკიპედიაში სტატიების რაოდენობამ 200 000-ს მიაღწია. მოვლენა მართლაც საეტაპოა ყველა დროის ყველაზე დიდი ქართულენოვანი ენციკლოპედიის ისტორიაში და ამიტომ, „ვიკიმედია საქართველოს“ წევრები და ვიკიმედიის პროექტების მოხალისეები მას ერთად აღვნიშნავთ.

გავიხსენებთ, რა გზა და წლები გავიარეთ ამ შედეგამდე მისასვლელად; განვიხილავთ, როგორ გავაგრძელოთ ვიკიმედიის ქართულენოვანი პროექტების განვითარება უფრო სწრაფად და ეფექტიანად. რედაქტორები გაცვლიან მოსაზრებებს, იდეებს, გამოცდილებას.

ქართული ვიკიპედიის განვითარება და პოპულარიზება ვიკიმედიის სხვა პროექტებთან ერთად, ვიკიმედია საქართველოს მთავარი პრიორიტეტია. ამ მიზნის მისაღწევად, ჩვენ სხვადასხვა გზებს ვიყენებთ; ერთ-ერთი ასეთია ქართული ვიკიპედიისთვის მნიშვნელოვანი თარიღების აღნიშვნის საჯარო ღონისძიებები.

„ვიკიმედია საქართველო“ მონაწილეებს გაუმასპინძლდება ლანჩით და სადღესასწაულო ტორტით.

დრო და ადგილი

2026 წლის 25 ოქტომბერი (კვირა), 12:00 საათი. ტერმინალი აქსის-თაუერსი, თბილისი, ილია ჭავჭავაძის 37მ. ღონისძიება გაგრძელდება 15:00 საათამდე.

სურათები ღონისძიებიდან