WikiGap 2021 საქართველო

ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი გვერდიდან
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

ვიკიგეპი (ინგლისურად: WikiGap) არის პარტნიორობა ვიკიმედიის ორგანიზაციებსა და შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის, რომლის მთავარი მიზანია მონაწილეობის მრავალფეროვნობის უზრუნველყოფა და ვიკიმედიის პროექტების კონტენტში (შინაარსში) გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრა და მრავალფეროვნებაზე ზრუნვა.

ვიკიგეპი ტარდება ქალთა საერთაშორისო დღეს, 8 მარტს. ვმ საქართველო უზრუნველყოფს ერთდღიან კონკურსს ქართულ ვიკიპედიაში, რომლის ფარგლებშიც სასურველია შეიქმნას რაც შეიძლება მეტი სტატიია ქალების შესახებ.

როგორ დაიწყო?

პირველად აღნიშნული ღონისძიება 2017 წლის მარტში გაიმართა, ქალთა საერთაშორისო დღეს, „edit-a-thon“-ის სახით ოთხენოვან ვიკიპედიაში, ნიუ-დელიში მდებარე შვედეთის საელჩოში და სტოკჰოლმში. მას შემდეგ ღონისძიებას შეუერთდნენ შვედეთის საელჩოები პრეტორიასა და ვაშინგტონში, ვიკიმედიის ფილიალების მონაწილეობით. ამის შემდეგ, შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა ინსტრუმენტული ნაკრები, თუ როგორ უნდა ჩაატარონ საელჩოებმა ვიკიპედიაში edit-a-thon-ები მსოფლიოს უმსხვილეს ენციკლოპედიაში ქალთა ჩართულობის გაზრდის მიზნით, ვიკიმედიის ფილიალებთან და სხვა ადგილობრივ ორგანიზაციებთან პარტნიორობით.

ჩვენი მიზანია

ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი სტატიის შექმნა ქალებზე ერთი დღის განმავლობაში. ამიტომ, 8 მარტს, მთელი დღის განმავლობაში შევეცდებით მხოლოდ ქალებზე შევქმნათ რაც შეიძლება მეტი სტატია. გთხოვთ შემოგვიერთდეთ!

ახალი სტატიის შესაქმნელად გადადით

მონაწილეები

პრიზები

  • მარათონის მონაწილეებს გადაეცემა სუვენირები (ვიკიპედიის მაისური, კალამი და სტიკერები).

დრო და ადგილი

2021 წლის 8 მარტი. ონლაინ შემაჯამებელი ღონისძიება ჩატარდება 20:00 საათზე, Zoom-ის პლატფორმაზე. დასასწრებად დააჭირეთ აქ

info-at-wikimedia.ge

შედეგი

ერთდღიანი კონკურსის ფარგლებში, ქართულ ვიკიპედიაში ქალების შესახებ 17-მა რედაქტორმა შექმნა 28 ახალი სტატია, სულ განხორციელდა 499 რედაქტირება.

მონაწილე რედაქტორები

სურათები ღონისძიებიდან