მოხსენებები/ვმ საქართველო/2015/სამოქმედო

ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი გვერდიდან
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
სხვა ენები:


ვიკიმედია საქართველოს მომხმარებელთა ჯგუფი

2015
მოხსენება


აქტივობების მოხსენება: 2015

ვიკიგაზაფხული 2015

ვიკიგაზაფხული საერთაშორისო პროექტის ქართული ნაწილია. აღნიშნული პროექტი სამი თვის მანძილზე გაგრძელდა (მარტი — მაისი). პროექტის მიზანია გააუმჯობესოს თანამშრომლობა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების სხვადასხვაენოვან ვიკიპედიებს შორის, გააუმჯობესოს ვიკიპედიელთა წარმოდგენა მეზობელ ქვეყნებზე, გაამდიდროს ვიკიპედიის რესურსები და იზრუნონ საკუთარი ქვეყნის ვიკიპედიის განვითარებაზე. ქართულმა ვიკიპედიამ წელს პირველად მიიღო მონაწილეობა ამ კონკურსში, შედეგი კი საკმაოდ დამაჯერებელია. კონკურსში, ქართულმა ვიკიპედიამ სტატიების რაოდენობის პირველი ადგილი დაიკავა, რა დროსაც ქართულ ვიკიპედიაში 562 ახალი სტატია შეიქმნა.

აქტიური მოხალისეს მხარდაჭერა

2015 წლის აგვისტოში, საზოგადოების მხარდაჭერით ქართველმა ვიკიმედიელებმა იყიდეს პერსონალური კომპიუტერი ქართული ვიკიპედიის ერთ-ერთ აქტიურ რედაქტორს, რომელიც მანამდე ვიკიპედიაში თავისი მობილური ტელეფონის საშუალებით მუშაობდა, რაც მისთვის ძნელი და დამღლელი იყო. პერსონალური კომპიუტერი მალევე გადაეცა მოხალისეს. ამით ქართველმა ვიკიპედიელებმა გაზარდეს ქართული ვიკიპედიის პროდუქტიულობის ხარისხი, რომელიც მომავალშიც გაგრძელდება.

ვიკიმედია სომხეთთან ერთობლივი პროექტი

2015 წლის 1-31 ოქტომბრის ჩათვლით, გაიმართა ვიკიმედია სომხეთის და ვიკიმედია საქართველოს მომხმარებელთა ჯგუფის ერთობლივი პროექტი. პროექტის ფარგლებში, ქართულ ვიკიპედიაში შეიქმნა ან გაუმჯობესდა სომხეთთან დაკავშირებული სტატიები, ხოლო სომხურ ვიკიპედიაში შეიქმნა ან გაუმჯობესდა საქართველოსთან დაკავშირებული სტატიები. პროექტის ფარგლებში ქართულ ვიკიპედიაში 500-ზე მეტი ახალი სტატია შეიქმნა. პრიზები გამარჯვებულებს ვიკიმედია სომხეთმა გადასცა.

ახალი მოხალისეების ტრენინგი

  • პროექტის ხელმძღვანელი: Jaba1977

სასკოლო პროექტი სახელად „მე და ვიკიპედია“, რომელიც გაიმართა ჯგუფის ერთ-ერთი წევრის ხელმძღვანელობით, მოეწყო სურამის მეორე საჯარო სკოლაში. პროექტის ფარგლებში, რომელიც 2015 წლის ოქტომბრიდან 2016 წლის იანვრამდე, სკოლის 15 მოსწავლე კვირაში ერთხელ ვიკიპედიაში მუშაობის აქტიური კურსი გაიარა. კურსის ფარგლებში, მოსწავლეებმა გაეცნენ და შეიძინეს ვიკიპედიაში მუშაობის უნარი, ასევე შექმნეს ახალი სტატიები.

საქართველოს საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენცია

საქართველოს საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენცია მიზნად ისახავს ტექნოლოგიების სფეროში მიმდინარე თანამედროვე ტენდენციების, საგანმანათლებლო სექტორში ინტეგრირებისა და განპირობებული ცვლილებების შესახებ დაინტერესებული მხარეების ინფორმირებას, ტექნლოგიების სასწავლო პროცესში გამოყენების საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაცნობასა და გაზიარებას მასწავლებლებს, ექსპერტებს, უნივერსიტეტის წარმომადგენლებსა და საგანმანათლებლო ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებს შორის.

2015 წლის 20 ნოემბრიდან 22 ნოემბრის ჩათვლით, ქართული ვიკიპედიის და ვიკიმედია საქართველოს მომხმარებელთა ჯგუფის წარმომადგენლები მონაწილეობა მიიღეს კონფერენციაზე და გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება კონფერენციის მონაწილეებს. ჩვენი წარმომადგენლების მიზნები იყო: ქართული ვიკიპედიის პრობლემის წარმოჩენა მისი როლი სწავლების გაუმჯობესებაში პედაგოგთა და მოსწავლეთა ჩართვა სხვადასხვა ამ საქმეში დაინტერესებული საზოგადოების გატრენინგება საქართველოს წარმოჩენა სხვადასხვა ასპექტით მსოფლიოში და სხვა.

ვიკიმედიის რეგიონალურ და გლობალურ ღონისძიებებზე მონაწილეობა

ვიკის უყვარს მეცნიერება

„ვიკის უყვარს მეცნიერება“ გაიმართა 2015 წლის 30 იანვრიდან 1 თებერვლამდე, სომხეთის ქალაქ აღრევანში. ღონისძიება მიზნად ისახავდა ვიკიმედიის და მისი პროექტების პოპურალიზებას. ღონისძიებას ორგანიზება გაუწია ვიკიმედია სომხეთმა. ვიკიმედია საქართველოს მომხმარებელთა ჯგუფიდან ღონისძიებას დაესწრნენ ჯგუფის წარმოამდგენლები მიხეილ ჭაბუკაშვილი და ჯაბა ლაბაძე.

ვიკიმედია CEE კონფერენცია 2015

ვიკიმედია CEE კონფერენცია 2015-ის ლოგო

ვიკიმედია CEE კონფერენცია 2015 (#WMCEE) ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპელი ვიკიმედიელების მეოთხე ყოველწლიური შეხვედრაა, რომელიც გაიმართა ესტონეთში. კონფერენცია ვიკიმედია ესტონეთის და რამდენიმე სხვა ინდივიდუალური გაერთიანების ორგანიზებით, ესტონეთის ქალაქ ტარტუში, 2015 წლის 10 სექტემბრიდან 13 სექტემბრის ჩათვლით გაიმართა.

ვიკიმედია საქართველოს მომხმარებელთა ჯგუფის სახელით, კონფერენციას ჯგუფის ორი წევრი მიხეილ ჭაბუკაშვილი და დავით ასრიაშვილი ესწრებოდნენ.

ვიკიმანია 2015

ვიკიმანია 2015-ის ლოგო

ვიკიმანია 2015 — ვიკიმანიის მე-11 კონფერენცია, რომელიც ყოველწლიურად ტარდება საერთაშორისო ვიკიმედიელთა გაერთიანებისთვის, რომელიც წელს მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში, 2015 წლის 15–19 ივლისს გაიმართა.

ვიკიმანია 2015 ყოველწლიური კონფერენციაა, რომელიც ეძღვნება ვიკიპედიას და ვიკიმედიის სხვა უფასო პროექტებს, რომელის ფარგლებში იმართება მოლაპარაკებები, შეხვედრები და ჰაკათონი 40 ქვეყნის მონაწილეებთან ერთად. ციფრული ტექნოლოგიების ლიდერები და ასობით მოხალისე რედაქტორი ერთად ეცნობიან ახალ პროექტებსა და მიდგომებს და განიხილავენ საკითხებს. ვიკიმანია 2015-ის ფარგლებში მოცემული სხვა თემები მოიცავს თავისუფალი ცოდნის მდგომარეობას, ვიკიპედიის როლს განათლებაში, კონფიდენციალურობასა და ციფრულ უფლებებს, ტექნოლოგიების გამოყენებას და სხვა.

ვიკიმედია საქართველოს მომხმარებელთა ჯგუფის სახელით, ღონისძებას ჯგუფის წევრი მიხეილ ჭაბუკაშვილი ესწრებოდა.

ვიკიბანაკი სომხეთში

ვიკიბანაკი სომხეთის ქალაქ აღრევანში, 2015 წლის 16 აგვისტოდან 29 აგვისტოს ჩათვლით გაიმართა. ვიკიბანაკი სამეცნიერო-საგანმანათლებლო ღონისძიებაა, რომლის ძირითადი მიზანია მონაწილეთა განათლება ვიკიპედიაში, ვიქსიკონისა და სხვა ვიკიმედიის პროექტების მეშვეობით.

ვიკიმედია საქართველოს მომხმარებელთა ჯგუფის და ქართული ვიკიპედიის სახელით, ღონისძებას ესწრებოდნენ ჯაბა ლაბაძე (UG-GE), Pkhoveli და GrigalashviliT.


ვმ საქართველო