ვიკიმედია:ჩვენ შესახებ

ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი გვერდიდან
Jump to navigation Jump to search
სხვა ენები:
English • ‎Türkçe • ‎azərbaycanca • ‎русский • ‎ქართული
ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი
(ვმ საქართველო)
250px
საქართველო
მდებარეობაFlag of Georgia.svg საქართველო
ქვეყნის კოდიGE
სტატუსიააიპ
დაარსების თარიღი16 თებერვალი 2015
დამტკიცების თარიღი22 თებერვალი 2015
სათაო ოფისითბილისი
წევრი20
თანამშრომლები8
მოხალისეები55
ოფიციალური ენაქართული
სხვა ენებიაფხაზური, მეგრული
თავმჯდომარემეჰმან იბრაგიმოვი
საკვანძო პირებიბორდის წევრები
წესდებაწესდება
ბიუჯეტიUS$ 24 000 (2020)
მოხსენებებიიხ. წლების მიხედვით
საიტიwikimedia.ge
ge.wikimedia.org
ელ-ფოსტაinfo(_AT_)wikimedia.ge
მაილინგ-სიაwiki(_AT_)wikimedia.ge
ტვიტერი@wikimedia_ge
@georgianwiki
ფეისბუკი@wikimedia.ge
@georgianwikipedia
ინსტაგრამი@georgianwiki
Youtube@wikimedia_ge

ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი (მოკლედ: ვმ საქართველო) არის ოფიციალურად რეგისტრირებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც წარმოადგენს „ფონდ ვიკიმედიის“ მომხმარებელთა ჯგუფს. „ფონდი ვიკიმედია“ აშშ-ში დაფუძნებული არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც მუშაობს და მართავს ვიკიმედიის პროექტებს. ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი შეიქმნა 2015 წელს, საქართველოში მცხოვრები ვიკიმედიის პროექტების აქტიური წევრების მიერ, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ეროვნულ დონეზე გამართული ღონისძიებების ორგანიზებითა და მონაწილეობით. წევრების მიზანია ხელი შეუწყონ და მონაწილეობა მიიღონ ფონდ ვიკიმედიის მიერ შემოთავაზებულ პროექტებში და ქართული ვიკისაზოგადოების მიერ ორგანიზებულ პროექტებში. ორგანიზაციის ერთ-ერთი ძირითადი მისიაა ხალხის დახმარება და წახალისება, საზოგადოებრივ დომენში ცოდნის და სხვა საგანმანათლებლო, კულტურული და ისტორიული შინაარსის მასალის შეგროვება, განვითარება და გავრცელება, ან სხვა ლიცენზიების საშუალებით, რაც საშუალებას აძლევს ყველას თავისუფლად გამოიყენოს ცოდნა, განათავსოს და შეცვალოს მისი შინაარსი უფასოდ.

ხედვა

„ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი“ იზიარებს „ფონდ ვიკიმედიის“ ხედვას: „წარმოიდგინეთ მსოფლიო, სადაც თითოეული ადამიანი თავისუფლად შეძლებს გაიზიაროს კაცობრიობის მთელი ცოდნის ჯამი. ეს ჩვენი ვალდებულებაა.“

მისია

„ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ მისიაა დაეხმაროს და წაახალისოს საქართველოს მოქალაქეები (და არამხოლოდ), შეაგროვონ, განავითარონ და გაავრცელონ ცოდნა და სხვა საგანმანათლებლო, კულტურული და ისტორიული შინაარსის ცოდნა თავისუფალი ან სხვა ლიცენზიის სახით, რაც ყველას საშუალებას აძლევს თავისუფლად გამოიყენონ ცოდნა, გაავრცელონ და შეცვალონ მისი შინაარსი უფასოდ. ასევე, ცოდნის ხელშეწყობა და წინ წამოწევა (ინიციაცია და სტიმულირება საზოგადოებრივი ინტერესის ცოდნის მიმართ და ცოდნის შემქნის, განვითარების და გავრცელების, ასევე ხელმისაწვდომობის მიმართ), ყველა მოქალაქის ცოდნისა და განათლების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა, მათი სოციალური ან სხვა სტატუსის მიუხედავად, ასეთი ხელმისაწვდომობის ორგანიზება, დახმარების გაწევა კანონებისა და სხვა ნორმატიული აქტების მომზადებაში, რომლებიც ხელს უწყობენ ცოდნის შექმნას, დაგროვებას, განვითარებას და გავრცელებას. ჩვენი მისია და მიზნები შეესაბამება ჩვენი ორგანიზაციის წესდებას.

მიზნები

  • საყოველთაოდ ხელმისაწვდომი და ნებადართული ნებისმიერი სახის ენციკლოპედიური, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, საცნობარო ინფორმაციისა და სხვა ცოდნის შექმნის, დაგროვების (შეგროვება და შენახვა), განვითარების (დახვეწა, სისტემატიზაცია, სტრუქტურიზაცია) და გავრცელების ხელშეწყობა.
  • დახმარება საქართველოს ხალხთა მიერ დაგროვილი ცოდნის ასახვაში საერთაშორისო პროექტებში, ამ ცოდნის შექმნის, დაგროვების, განვითარების და გავრცელების მხრივ.
  • ვიკიმედიის ქართულენოვანი პროექტების შესახებ ცნობიერების ამაღლება.
  • საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ახალი მოხალისეების მოზიდვა ორგანიზაციაში და ვიკიმედიის პროექტებში.
  • თანამშრომლობა და ურთიერთდახმარების კოორდინირება სხვა ორგანიზაციებთან, მათ შორის უცხოურ ორგანიზაციებთან, რომლებსაც აქვთ ამ ორგანიზაციის მსგავსი მიზნები და შეხედულებები, საქართველოში ცოდნის თავისუფალად გავრცელების ხელშესაწყობად.
  • პანორამის თავისუფლების ლეგალიზება საქართველოში.
  • „ვიკიმედია საქართველოს“ დაფუძნება.
  • ვიკისაწყობში (Commons) საქართველოს შესახებ კონტენტის (შინაარსის) გაზრდა.

აქტივობები

„ვმ საქართველო“ ატარებს სხვადასხვა სახის ღონისძიებებს ვიკიმედიის მოძრაობის პიპულარიზების მხრივ საქართველოში, ისევე როგორც ვიკიმედიის პროექტების ქართულ ენაზე განვითარების მხრივ. ზოგიერთი ასეთი ღონისძიებაა:

  1. „ვმ საქართველოს“ წევრების, სამეურვეო საბჭოსა და ქართული ვიკიპედიის რედაქტორების რეგულარული შეხვედრები. ამ სახის შეხვედრები ხელს უწყობს ვიკისაზოგადოების უფრო კოორდინირებულად მუშაობას. ასევე, ასეთი ღონისძიებები გვეხმარება სწრაფად მოვაგვაროთ საზოგადოებაში არსებული ნებისმიერი პრობლემა. ამ შეხვედრებზე, საზოგადოება ადგენს მიზნებს და გეგმავს სხვადასხვა აქტივობებს.
  2. „ვმ საქართველო“ ატარებს ტრენინგებს ვიკიტექნოლოგიებში და ვიკიმედიის პროექტებში (ვიკიპედია, ვიკისაწყობი, ვიკილექსიკონი, ვიკიციტატა, ვიკიმონაცემები და სხვა) მუშაობის მხრივ. ტრენინგები ტარდება სხვადასხვა ადამიანებისა და ორგანიზაციებისთვის, მასწავლებლებისთვის, ლექტორებისთვის, სტუდენტებისთვის, დაინტერესებული პირებისთვის, სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებისთვის (არასამთავრობო და სამთავრობო ინსტიტუტები). ტრენინგებს უძღვებიან „ვმ საქართველოს“ წარმომადგენლები და ქართული ვიკიპედიის რედაქტორები.
  3. თანამშრომლობა სხვადასხვა ორგანიზაციებთან (არასამთავრობო & სხვა) და სამთავრობო სტრუქტურებთან არის ჩვენი მთავარი მიზანი. ჩვენ ვცდილობთ ვითანამშრომლოთ ყველა სტრუქტურასთან, ვატარებთ ერთობლივ პროექტებს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყველასთან თანამშრომლობა საქართველოში ვიკიმედიის პროექტების განვითარებისთვის.
  4. ლექციები სხვადასხვა საგანმანათლებლო ინსტიტუტებში და ორგანიზაციებში არის ჩვენი საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილი, ვინაიდან ასეთი ღონისძიებები საშუალებას გვაძლევს საზოგადოებას გავაცნოთ ვიკიმედიის პროექტები და მისი მნიშვნელობა. ასეთ ღონისძიებებზე, ჩვენ ასევე ვსაუბრობთ თავისუფალი ცოდნის მნიშვნელობასა და მის პოპულარიზაციაზე თავისუფალ პლატფორმებზე, თავისუფალი ლიცენზიით.
  5. ვორქშოპები არის მცირე ჯგუფისთვის მოკლე ინტენსიური ტრენინგ კურსი, რომლის მიზანია ახალბედებს ვიკიმედიის პროექტების რედაქტირების საფუძვლების გაცნობა. ეს კურსები ასევე განკუთვნილია გამოცდილი რედაქტორებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ შეიძინონ ახალი ცოდნა ამ სესიების განმავლობაში. „ვმ საქართველო“ ასეთ სემინარებს ყველასთვის აწყობს.
  6. ედიტ-ატონები (Editathons) და ღია კონკურსები აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი საუკეთესო გზაა გამოვლენილი შინაარსობრივი ხარვეზების შესამცირებლად და ახალი კონტენტის შექმნაში სპეციალურ თემებზე, ასევე ახალი რედაქტორების მოზიდვაში ვიკიმედიის პროექტებში.
  7. ვიკიბანაკი არის საგანმანათლებლო ბანაკი, რომლის მთავარი მიზანია მონაწილეების განათლება ვიკიპედიის, ვიკიციტატის, ვიკისაწყობის და ვიკიმედიის სხვა პროექტების საშუალებით. ვიკიბანაკის დროს ახალგაზრდები შეიძენენ ვიკიპედიისა და ვიკიმედიის პროექტებში მუშაობის უნარებს. ახალგაზრდები შეისწავლიან ვიკი-ტექნოლოგიას და შემდეგ გამოცდილი ვიკიმედიელების მეთვალყურეობის ქვეშ დამოუკიდებლად შექმნიან და თარგმნიან სტატიებს ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში. ბანაკის მთავარი მიზანია მეტი ახალგაზრდის მოზიდვა ვიკიმედიის პროექტებში სამუშაოდ.
  8. კონფერენცია არის ყოველწლიური ფორუმი, რომელიც ეძღვნება ვიკიმედიის პროექტების განვითარებას საქართველოში და ქართულ ენაზე, აგრეთვე ცოდნის შექმნასთან და გავრცელებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე სასაუბროდ.

შემოგვიერთდით

თუ გსურთ შემოგვიერთდეთ და ჩვენთან ერთად, ნებაყოფლობით, განავითაროთ და გააუმჯობესოთ ვიკიმედიის პროექტები, გთხოვთ დააჭირეთ ქვემოთ მოცემულ ღილაკს, ხელი მოაწერეთ და გახდით ჩვენი მომხმარებელთა ჯგუფის მოხალისე. ამ გვერდზე თქვენ შეგიძლიათ იპოვოთ ყველა ჩვენი მოხალისე.

დააჭირეთ აქ და გახდით მოხალისე

წევრობა

„ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი“ წევრობისთვის ღია ორგანიზაციაა, შესაბამისად ყველა, ვინც აკმაყოფილებს შესაბამის პირობებს, შეუძლია გახდეს ჩვენი ორგანიზაციის წევრი. მომხმარებელთა ჯგუფის წევრობისთვის დააჭირეთ აქ.

Წლიური ანგარიშები

„ვმ საქართველო“, როგორც პასუხისმგებლიანი ორგანიზაცია და ვიკიმედიის მოძრაობის ნაწილი, ყოველწლიურად გამოსცემს ანგარიშს (სამოქმედო და ფინანსური) თავისი საქმიანობის შესახებ საზოგადოებისთვის. მოხსენებები მოცემულია წლების მიხედვით და ხელმისაწვდომია როგორც მეტა-ვიკიზე, ასევე „ვმ საქართველო“ ოფიციალურ ადმინისტრაციულ საიტზე (აქ). გთხოვთ გაეცნოთ ამ მოხსენებებს მეტა-ვიკიზე ან ამ საიტზე.

მონაწილეობა ვიკიმედიის რეგიონალურ და გლობალურ ღონისძიებებზე

პროექტები

სამართლებრივი დოკუმენტაცია

წესდება
ჯგუფის აღიარება

ვმ საქართველო