ვიკიმედია საქართველო/სამეურვეო საბჭო
|
ვიკიმედია საქართველოს სამეურვეო საბჭო არის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ორგანო, რომელიც წარმართავს ორგანიზაციის საქმიანობას. სამეურვეო საბჭოს საქმიანობას განკარგავს „ვიკიმედია საქართველოს“ სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე. სამეურვეო საბჭოს შესახებსამეურვეო საბჭო შედგება 5 წევრისაგან სამეურვეო საბჭოს საქმიანობას განკარგავს „ვიკიმედია საქართველოს“ სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, რომელსაც ირჩევს სამეურვეო საბჭო თავისი წევრებიდან, 2 წლის ვადით. სამეურვეო საბჭოს სხდომები ტარდება საჭიროების მიხედვით და მის კომპეტენციას განეკუთვნება ორგანიზაციის სტრატეგიის, საქმიანობის ძირითადი მიმართულების განსაზღვრა, ხარჯთაღიცხვისა და ბალანსის დამტკიცება, ორგანიზაციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების, გეგმების, ბიუჯეტებისა და მიზნობრივი პროგრამების პროექტების შემუშავება და დამტკიცება, ორგანიზაციაში წევრის მიღება, საწევრო შენატანის ზომის განსაზღვრა, სხვა საკითხების გადაწყვეტა. |
წევრები
ოქმები
გაეცანით „ვიკიმედია საქართველოს“ სამეურვეო საბჭოს ოქმებს წლების მიხედვით ამ გვერდზე.
სხდომები
გაეცანით „ვიკიმედია საქართველოს“ სამეურვეო საბჭოს სხდომების კალენდარს ამ გვერდზე.
