ვიკიკონფერენცია 2021

ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი გვერდიდან
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

ვიკიკონფერენცია 2021 — IV ყოველწლიური ფორუმი, რომელიც ეძღვნება ვიკიმედიის პროექტების განვითარებას საქართველოში და ქართულ ენაზე, აგრეთვე ცოდნის შექმნასთან და გავრცელებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე სასაუბროდ.

კონფერენციის ორგანიზატორია „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი“, რომელიც მას 2018 წლიდან ატარებს. სამუშაო ენა — ქართული.

მიზანი

ვიკიკონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს ვიკიმედიის პროექტების (მათ შორის ქართულენოვანი) განვითარებას საქართველოში და ქართულ ენაზე, მდგრადი სადისკუსიო პლატფორმის შექმნით. ამ როლს კი ყოველწლიური ვიკიკონფერენცია ითავსებს.

აგრეთვე, ვიკიკონფერენციის მიზანია „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ საქმიანობის გაცნობა ფართო საზოგადოებისთვის და სამომავლო გეგმების დასახვა დაინტერესებულ პირებთან ერთად. ასევე, „ფონდ ვიკიმედიის“ და ვიკიმედიის საერთაშორისო მოძრაობის შესახებ სიახლეების გაცნობა და მათზე საუბარი.

ვიკიკონფერენციაში მონაწილეობას იღებენ ვიკიმედიის პროექტებით დაინტერესებული პირები და ორგანიზაციები, ასევე „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ პარტნიორები. მათი სიახლეების გაცნობა ასევე ვიკიკონფერენციაზეა შესაძლებელი.

ღონისძიებაზე დასწრების წინაპირობა (Covid-19 რეგულაცია)

ქვეყანაში და მსოფლიოში მიმდინარე კოვიდპანდემიიდან და რეგულაციებიდან გამომდინარე, in-person (პირადი მონაწილეობა) ღონისძიებაზე დასწრების მსურველებმა უნდა გაითვალისწინონ:

  1. ღონისძიებაზე დასწრება დასაშვებია მონაწილეთა 72 საათით ადრე PCR ტესტის ან 24 საათით ადრე სწრაფი ანტიგენის ტესტირების საფუძველზე.
  2. ღონისძიებაზე დასწრება დასაშვებია, PCR ტესტის ან/და სწრაფი ანტიგენის ტესტის გარეშე, თუ სრული ვაქცინაციიდან გასულია მინიმუმ 14 დღე და მონაწილეს გააჩნია მწვანე კოვიდპასპორტი.

In-person ღონისძიების მონაწილეს მოთხოვნის საფუძველზე „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი“ დაფარავს მონაწილის პი-სი-არ (PCR) ან ანტიგენ ტესტის საფასურს. დეტალებზე გთხოვთ დაგვიკავშირდეთ info(_AT_)wikimedia.ge


დრო და ადგილი

  • დრო: 26 დეკემბერი, 11:00-დან 15:00-მდე.
  • ადგილი: ტერმინალ-მოზაიკა, აღმაშენებლის გამზირი 61 (რუკაზე), თბილისი.

რეგისტრაცია

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. შესაბამისად, ღონისძიებას დაესწრებიან შერჩეული პირები. სხვა შემთხვევაში მოგვწერეთ info@wikimedia.ge-ზე

პროგრამა