ვიკიმედია საქართველო/მონაწილეთა უსაფრთხოების გზამკვლევი
მიზანი
გზამკვლევის მთავარი მიზანია ჩამოაყალიბოს პრაქტიკული მიდგომა უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და ინკლუზიურობის მიმართ, რაც უზრუნველყოფს ყველა მონაწილის კეთილდღეობას ჩამოსვლიდან გამგზავრებამდე ან ღონისძიების დაწყებიდან დასრულებამდე. ჩვენ ვცნობთ და პატივს ვცემთ ჩვენი ღონისძიებების დამსწრეთა მრავალფეროვან წარმომავლობას, რომელიც მოიცავს სხვადასხვა კულტურას, ენას, რწმენას და საჭიროებებს.
ასევე, ციფრული ეპოქასთან ერთად, ჩვენ მიერ კავშირის და ინფორმაციის გაზიარების გზა მკვეთრად შეიცვალა. როგორც ასეთი, ციფრულ უსაფრთხოებასა და კონფიდენციალურობას ენიჭება უმთავრესი მნიშვნელობა ამ გზამკვლევში, რაც უზრუნველყოფს ჩვენი მონაწილეების უსაფრთხოებას ყველა, როგორც ფიზიკურ, ასევე ციფრულ განზომილებაში.
რეკომენდაციები
- მისაღები ნორმები: გაეცანით ადგილობრივ წეს-ჩვეულებებს, რელიგიურ ჩვეულებებს და ეტიკეტს, რათა გამოიჩინოთ პატივისცემა და თავიდან აიცილოთ გაუგებრობები.
- ტრანსპორტი: გამოიყენეთ სანდო ტრანსპორტირების მეთოდები, რომლებიც რეკომენდებულია ღონისძიების ორგანიზატორების მიერ ან საყოველთაოდ ცნობილია.
- პროგრამული უზრუნველყოფის განახლება: დარწმუნდით, რომ თქვენი ყველა მოწყობილობა განახლებულია უსაფრთხოების უახლესი პარამეტრებით.
- უსაფრთხო პაროლი: გამოიყენეთ ძლიერი, უნიკალური პაროლები თქვენი ყველა ანგარიშისთვის. გამოიყენეთ პაროლის მენეჯერი.
- რეგულარულად შექმენით ყველა ინფორმაციის სათადარიგო ასლი და შეინახეთ იგი უსაფრთხოდ.
- დაუყოვნებლივ შეატყობინეთ ყველა დარღვევა/შეჭრის ფაქტი/მომსახურების უარყოფა/პროგრამული თავდასხმა ღონისძიების ორგანიზატორებს და სამართალდამცავ ორგანოებს, თუ იგი განიხილება უსაფრთხო ვარიანტად.
- თქვენი პირადი ინფორმაცია დაცული უნდა იყოს ონლაინ სივრცეში. შემდეგი რესურსები დაგეხმარებათ იყოთ უსაფრთხოდ:
- დოქსინგი: რჩევები, თუ როგორ დაიცვათ თავი ინტერნეტში და როგორ შეამციროთ ზიანი, წარმოდგენილია „EFF-ის“ მიერ;
- გაიგეთ დოქსინგის და უფრო ყოვლისმომცველი დოქსინგის შესახებ, წარმოდგენილია „Tactical Tech Collective-ის“ მიერ;
- წაშალეთ პერსონალური მონაცემები ინტერნეტიდან „CPJ-ის“ დახმარებით.
- დაშიფრული შეტყობინებები: გამოიყენეთ დაშიფრული შეტყობინებების აპლიკაციები კავშირისათვის.
- მოერიდეთ საჯარო Wi-Fi-ს: თუ მისი გამოყენება გჭირდებათ, დარწმუნდით, რომ დაუკავშირდით მას „VPN“-ის საშუალებით.
- იყავით ფრთხილად ელ-ფოსტის ან შეტყობინებების მიმართ, რომლებიც ითხოვენ პერსონალურ მონაცემებს ან ანგარიშსწორებას ღონისძიებასთან დაკავშირებით. ყოველთვის გადაამოწმეთ ინფორმაცია ღონისძიების ორგანიზატორებთან.
საუკეთესო პრაქტიკა ღონისძიების დროს
- ქცევა: მოერიდეთ გადაჭარბებული ემოციების საჯარო გამოვლენას და პატივი ეცით სხვა პირთა პირად სივრცეს.
- კულტურული ცნობიერება: გაითვალისწინეთ ადგილობრივი კულტურული ნიუანსები, რელიგიური ნორმები და ეტიკეტი.
- იყავით პატივმოყვარე და გახსნილი თქვენს ქმედებებში. გაითვალისწინეთ მრავალფეროვნება და განსხვავებული შეხედულებები.
- ნუ შეხვალთ კომუნიკაციაში ადამიანებთან, თუ მათ ეს არ სურთ.
- გაითვალისწინეთ პიროვნების პირადი სივრცე და პატივი ეცით მას.
დასკვნა
„ვიკიმედია საქართველოს“ ღონისძიებები აერთიანებს და ერთ სივრცეში აგროვებს მრავალფეროვან შეხედულებებს, გამოცდილებას და კულტურას. უსაფრთხოების უზრუნველყოფა არ არის მხოლოდ პროცედურული აუცილებლობა, ის განასახიერებს ჩვენს ვალდებულებას, მივაწოდოთ და შევუქმნათ ყველა დამსწრეს ინკლუზიური და უსაფრთხო გარემო სწავლისთვის, ურთიერთობისა და თანამშრომლობისთვის.
ღონისძიებების ჭეშმარიტად წარმატებული ჩატარების პასუხისმგებლობა თითოეულ ჩვენგანს ეკისრება. წარმოდგენილი გზამკვლევი მიზნად ისახავს ამ მცდელობის ხელშეწყობას, უსაფრთხოებისა და ჩართულობის ყველა ასპექტს.