შინაარსზე გადასვლა

ვიკიმედია საქართველო/სტატიების შეფასების ზოგადი კრიტერიუმები

ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი გვერდიდან
ზოგადი კრიტერიუმები

შეფასების სქემა

ქულა მოთხოვნა
1 სტატია აკმაყოფილებს მინიმალურ მოთხოვნებს: 1) სტატიის ზომა შეადგენს მინიმუმ 3 000 ბაიტს და სიტყვათა რაოდენობა 200-ზე მეტია; 2) სტატიას გააჩნია მინიმუმ ერთი სანდო წყარო (ეს შეიძლება იყოს ლიტერატურის, ინტერნეტ-რესურსის ან სქოლიოს სახით); 3) სტატიას არ გააჩნია პრობლემური თარგი; 4) სტატია სტილისტურად და ენობრივად გამართულია.
2 1) სტატიაში სიტყვების რაოდენობა 300-ზე მეტია; 2) სტატიას გააჩნია მინიმუმ ორი სანდო წყარო (ეს შეიძლება იყოს ლიტერატურის, ინტერნეტ-რესურსის ან სქოლიოს სახით); 3) სტატია სტილისტურად და ენობრივად სრულად გამართულია; 4) სტატიაში მითითებულია 2-ზე მეტი კატეგორია.
3 1) სტატიაში სიტყვების რაოდენობა 350-ზე მეტია; 2) სტატიას გააჩნია მინიმუმ სამი სანდო წყარო (ეს შეიძლება იყოს ლიტერატურის, ინტერნეტ-რესურსის ან სქოლიოს სახით); 3) სტატია სტილისტურად და ენობრივად უნაკლოა; 4) სტატიაში მოცემულია ინფოდაფა და ფოტო(ებ)ი; 5) სტატიაში მითითებულია 3-ზე მეტი კატეგორია.
4 1) სტატიაში სიტყვების რაოდენობა 400-ზე მეტია; 2) სტატიას გააჩნია მინიმუმ ოთხი მეტი სამივე სახეობის (ლიტერატურა, რესურსები ინტერნეტში და სქოლიო) სანდო წყარო; 3) სტატია სტილისტურად და ენობრივად სრულად გამართულია; 4) სტატიაში მოცემულია ინფოდაფა და ფოტო(ებ)ი; 5) სტატიაში მითითებულია 4-ზე მეტი კატეგორია.
5 1) სტატიაში სიტყვების რაოდენობა 450-ზე მეტია; 2) სტატიას გააჩნია მინიმუმ ხუთი სამივე სახეობის (ლიტერატურა, რესურსები ინტერნეტში და სქოლიო) სანდო წყარო; 3) სტატია სტილისტურად და ენობრივად სრულად გამართულია; 4) სტატიაში მოცემულია ინფოდაფა და ფოტო(ებ)ი; 5) სტატიაში მითითებულია 5-ზე მეტი კატეგორია.
  • შენიშვნა:
  1. თუ სტატია მოთხოვნილი კრიტერიუმების უმრავლესობას (მათ შორის აუცილებლად სიტყვების რაოდენობას) აკმაყოფილებს, სტატიის შეფასებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ჟიური და მას შეუძლია იგი შეაფასოს მის ხელთ არსებული უმაღლესი შეფასებით.
  2. შეფასების აღნიშნულ სქემა მოქმედებს გაუმჯობესებულ სტატიებზეც. დაითვლება მხოლოდ მომხმარებლის მიერ კონკურსის ფარგლებში შეტანილი წვლილი.