ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი/საერთო ფორუმი/დეკემბერი 2023
იერსახე
ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი 2023 წლის 24 დეკემბერს, დღის 12:00 საათზე ატარებს ორგანიზაციის რიგგარეშე სხდომას, ორგანიზაციის წესდების 7.4. მუხლის თანახმად.
სხდომის დღის წესრიგია:
- ორგანიზაციის წევრთა საერთო ფორუმის სხდომის თავმჯდომარისა და სხდომის მდივანის არჩევა.
- „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ (შემდგომში „ორგანიზაცია“) „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის და თანმდევი საკანონმდებლო ცვლილებებთან შესაბამისობაში მოსაყვანად, ორგანიზაციის წესდების ახალი რედაქციის დამტკიცება.
- „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ იურიდიული მისამართის ცვლილება.
- „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის და თანმდევი საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ერთიანი ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის დამტკიცება.
- „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევა, ორგანიზაციის წესდების ახალი რედაქციის შესაბამისად.
- „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ 2023 წლის მოხსენების მოსმენა.
- „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ 2024-2026 წლების სტრატეგიული გეგმის დამტკიცება.
- „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ 2024 წლის გეგმის დამტკიცება.
„ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ საერთო ფორუმის სხდომა გაიმართება ილია ჭავჭავაძის გამზ. 37მ (აქსის თაუერსი, მე-5 სართული), თბილისი, საქართველო.
პატივისცემით, ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის სამეურვეო საბჭო.